საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვინ ქადაგებს სასიხარულო ცნობას?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 მარტი
    • ვინ ქადაგებს სასიხარულო ცნობას?

      „იქადაგებენ მთელ მსოფლიოში“ (მათე 24:14).

      იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ქადაგებენ სასიხარულო ცნობას. ისინი ამას სხვადასხვა სახით აკეთებენ:

      უშუალო საუბრები. იესოსა და მისი მოწაფეების მსგავსად, იეჰოვას მოწმეები ხალხთან მიდიან და სასიხარულო ცნობას ამცნობენ (ლუკა 8:1; 10:1). ისინი არ ელოდებიან, რომ ვინმე მივა მათთან. ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებაში, ყველა, შვიდ მილიონზე მეტი მოწმე, იღებს მონაწილეობას. ისინი ქადაგებენ კარდაკარ, ქუჩაში, ტელეფონით და სხვა. გასულ წელს მოწმეებმა ამ საქმეს ერთ-ნახევარ მილიარდზე მეტი საათი დაუთმეს.

      ისინი სხვებს არა მარტო ღვთის სამეფოს შესახებ ასწავლიან, არამედ ყოველივე იმის შესახებაც, რაც იესომ მცნებად დაუდო თავის მოწაფეებს (მათე 28:20). იეჰოვას მოწმეები რეგულარულად ატარებენ ბიბლიის რვა მილიონზე მეტ უფასო შესწავლას.

      მოწმეები 236 ქვეყანაში ქადაგებენ და ყველანაირ ადამიანთან მიდიან. ისინი ქადაგებენ სოფლებსა თუ ქალაქებში, ამაზონის ჯუნგლებსა თუ ციმბირის ტაიგაში, აფრიკის უდაბნოებსა თუ ჰიმალაის მთებში. ამ საქმის შესრულებაში მოწმეები არანაირ გასამრჯელოს არ იღებენ; ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღძრულები ამისათვის საკუთარ დროსა და სახსრებს არ იშურებენ.

      პუბლიკაციები. ეს ჟურნალი, რომლის სრული სახელწოდებაცაა „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“, გამოიცემა 185 ენაზე 42 მილიონზე მეტი ტირაჟით. მისი თანმხლები ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“-იც სამეფოს შესახებ ამცნობს მკითხველს. ის გამოიცემა 83 ენაზე და მისი ყოველი ნომერი დაახლოებით 40 მილიონი იბეჭდება.

      წიგნები, ბროშურები, ტრაქტატები, CD/MP3 და DVD დისკები, რომლებშიც ბიბლიური სწავლებებია ახსნილი, დაახლოებით 540 ენაზეა ხელმისაწვდომი. იეჰოვას მოწმეებმა ბოლო ათი წლის განმავლობაში 20 მილიარდზე მეტი პუბლიკაცია გამოსცეს და გაავრცელეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწის თითოეულ მოსახლეზე, საშუალოდ სამი პუბლიკაცია მოდის!

      იეჰოვას მოწმეებმა დაბეჭდეს ან სხვა გამომცემლებს დააბეჭდვინეს ბიბლიის სხვადასხვა თარგმანი. მათ „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ნაწილობრივ თუ მთლიანად 96 ენაზე თარგმნეს და დაბეჭდეს. დღესდღეობით ამ ბიბლიის 166 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გავრცელებული.

      ქრისტიანული შეხვედრები. სამეფო დარბაზებში ყოველკვირეული შეხვედრების მიზანი მხოლოდ რელიგიური მსახურება არ არის. ისინი საგანმანათლებლო საქმესაც ემსახურება. იქ წარმოითქმება ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენებები; სწავლობენ ბიბლიას „საგუშაგო კოშკისა“ თუ სხვა პუბლიკაციების დახმარებით. შეხვედრებზე მოწმეები აგრეთვე სწავლობენ, როგორ გახდნენ სასიხარულო ცნობის დახელოვნებული მქადაგებლები.

      მთელ დედამიწაზე 107 000-ზე მეტ კრებაში იეჰოვას მოწმეები ერთსა და იმავე მასალას სწავლობენ, რაც მათ ერთიანობას უწყობს ხელს. ამ შეხვედრებზე დასწრება ყველას შეუძლია. იქ არანაირი შესაწირავის შეგროვება არ ხდება. ცხადია, ყოველივე ამას არანაირი აზრი არ ექნებოდა, თუ მოწმეები თავად არ იცხოვრებდნენ იმის შესაბამისად, რასაც სხვებს უქადაგებენ.

      პირადი მაგალითი. მოწმეები ცდილობენ სამაგალითო ქრისტიანები იყვნენ და სხვებს ისე მოექცნენ, როგორც უნდათ რომ სხვები მოექცნენ მათ (მათე 7:12). თუმცა არასრულყოფილების გამო ზოგჯერ ცდებიან, გულწრფელად სურთ, ყველას მიმართ სიყვარული არა მხოლოდ სასიხარულო ცნობის ქადაგებით გამოავლინონ, არამედ, შეძლებისდაგვარად, დახმარების ხელიც გაუწოდონ სხვებს.

      იეჰოვას მოწმეები არ ცდილობენ ყველას თავიანთი რელიგია მიაღებინონ. იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ქვეყნიერების აღსასრული მხოლოდ მაშინ დადგება, როცა იეჰოვა ჩათვლის, რომ სამქადაგებლო საქმე სათანადოდ შესრულდა. რას ნიშნავს ეს დედამიწისთვის და ხალხისთვის, რომლებიც მასზე ცხოვრობენ?

      [სურათი 7 გვერდზე]

      იეჰოვას მოწმეები სასიხარულო ცნობას მთელ მსოფლიოში ქადაგებენ

  • რა არის „აღსასრული“?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 მარტი
    • რა არის „აღსასრული“?

      „და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).

      წუთისოფლის აღსასრულის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ. კომედიური თუ მეცნიერული ჟანრის წიგნები, ფილმები თუ ჟურნალები სხვადასხვა სახით წარმოგვიდგენს მსოფლიოს განადგურებას. მათში ნაჩვენებია, როგორ ისპობა მსოფლიო ბირთვული ომების, ასტეროიდის შეჯახების, მომაკვდინებელი ვირუსისა და კლიმატური კატაკლიზმების შედეგად ან, როგორ ანადგურებენ დედამიწას უცხოპლანეტელები.

      ამ მხრივ მრავალი რელიგიური შეხედულებაც არსებობს; ბევრი ასწავლის, რომ აღსასრულის დროს დედამიწაზე სიცოცხლე მთლიანად მოისპობა. ერთმა თეოლოგმა მათეს 24:14-ის შესახებ დაწერა: „ღვთის სიტყვაში ეს მუხლი ყველაზე მნიშვნელოვანია . . . ჩვენი თაობა სრული განადგურების საშიშროების წინაშე დგას და ამ განადგურების საშინელი რეალობის წარმოდგენა ცოტას თუ შეუძლია“.

      მათ, ჩვეულებრივ, მხედველობიდან რჩებათ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი — იეჰოვა ღმერთმა დედამიწა „განამტკიცა . . . ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია, [არამედ] დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18). ასე რომ, როდესაც იესომ აღსასრული მოიხსენია, მას არც დედამიწის განადგურება ჰქონია მხედველობაში და არც — მთლიანად კაცობრიობის. ის გულისხმობდა ბოროტების, ანუ იმ ადამიანების, განადგურებას, რომლებიც ჯიუტად ამბობენ უარს იეჰოვას მითითებების თანახმად ცხოვრებაზე.

      წარმოიდგინეთ, გაქვთ მშვენიერი სახლი და სხვებს იქ ცხოვრების უფლება მიეცით. მათგან არანაირ საფასურს არ იღებთ. მობინადრეთაგან ზოგი მშვიდობიანია და სახლზეც ზრუნავს, ზოგი კი გამუდმებით იწვევს პრობლემებს, ჩხუბობს და ავიწროვებს კარგ მეზობლებს. ისინი ანადგურებენ თქვენს ქონებას, ყურსაც არ გიგდებენ და თავისას არ იშლიან.

      რას გააკეთებდით მდგომარეობის გამოსასწორებლად? დაანგრევდით თქვენს საკუთარ სახლს? არავითარ შემთხვევაში. ალბათ, გამოასახლებდით ცუდ მობინადრეებს და სახლის პირვანდელ სახეს აღადგენდით.

      იეჰოვაც მსგავსად მოიქცევა. მისი შთაგონებით ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ბოროტმოქმედნი მოისპობიან, იეჰოვაზე დაიმედებულნი კი დაიმკვიდრებენ დედამიწას. კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:9—11).

      ამ საკითხს მოციქული პეტრეც შეეხო. ღვთის შთაგონებით მან დაწერა: „ძველთაგანვე იყო ცა და მიწა, რომელიც ღვთის სიტყვით წყლიდან მყარ მასად იყო ამოწეული და წყლებს შუა მოთავსებული. მათი საშუალებით განადგურდა იმდროინდელი ქვეყნიერება, როცა წყლით წაილეკა“ (2 პეტრე 3:5, 6). მოციქული აქ ნოეს დღეებზე ლაპარაკობდა. მაშინ განადგურდნენ უღვთო ადამიანები, და — არა დედამიწა. ღმერთმა მსოფლიო წარღვნით „აჩვენა უღვთოებს, რა მოუვათ მომავალში“ (2 პეტრე 2:6).

      შემდეგ პეტრემ დასძინა: „ახლანდელი ცა და დედამიწა . . . იმავე სიტყვით ცეცხლისთვის არის გამზადებული“. კითხვა აქ რომ შეგვეწყვიტა, არასწორ დასკვნას გავაკეთებდით. მაგრამ ეს მუხლი გრძელდება: „უღვთოთა . . . დაღუპვის დღისთვის“. ასე რომ, განადგურება ეხება არა დედამიწას, არამედ უღვთო ადამიანებს. შემდეგ პეტრემ დაწერა: „ველით ახალ ცასა [ღვთის მესიანურ სამეფოს] და ახალ დედამიწას [მართალ ადამიანთა საზოგადოებას], სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:7, 13).

      ბიბლიური წინასწარმეტყველება აგრეთვე ცხადყოფს, რომ აღსასრული ახლოსაა. ამაში დასარწმუნებლად წაიკითხეთ მათეს 24:3—14 და 2 ტიმოთეს 3:1—5.a

      განა გასაკვირი არ არის, რომ ასეთ აზრთა სხვაობას იწვევს მათეს 24:14, რომლის გაგება ბავშვსაც კი შეუძლია? დიახ, მაგრამ არსებობს ამის მიზეზები. სატანამ დაუბრმავა ადამიანებს გონება, რათა ღვთის სიტყვაში მოცემული ძვირფასი ჭეშმარიტება ვერ დაენახათ (2 კორინთელები 4:4). ამასთანავე, ღმერთმა თავისი განზრახვა დაუმალა ამპარტავნებს და გაუმხილა თავმდაბლებს. იესომ თქვა: „მამა, ცისა და მიწის უფალო, გაქებ ყველას წინაშე, რადგან დაუფარე ეს ყველაფერი ბრძენებსა და ჭკვიანებს და ჩვილებს გაუმჟღავნე“ (მათე 11:25). რა დიდი პატივია, იყო იმ თავმდაბალ ადამიანთა შორის, რომელთაც ესმით, რა არის სინამდვილეში ღვთის სამეფო და, რა კურთხევებს მოუტანს ყველას, ვინც მას უჭერს მხარს!

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება