საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w99 8/15 გვ. 29
  • გახსოვს თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გახსოვს თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • მსგავსი მასალა
  • „წამკითხველმა გონიერება გამოავლინოს“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • იეჰოვაზე დაამყარეთ იმედი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • ოჯახებო, განადიდეთ ღმერთი, როგორც მისი სამწყსოს წევრებმა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • ყველა გათავისუფლდება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
w99 8/15 გვ. 29

გახსოვს თუ არა?

ჰქონდა „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრებს შენთვის პრაქტიკული მნიშვნელობა? თუ დიახ, მოდი შემდეგი კითხვებით შევამოწმოთ რა დაგამახსოვრდა.

◻ რომელი ორი კითხვა დაეხმარება მრავალ ქრისტიანს, სამსახურთან დაკავშირებით პირადი გადაწყვეტილების მიღებაში?

1) განსჯის ბიბლია ქვეყნიურ სამსახურს? 2) ასეთი სამუშაოს შესრულებით ხომ არ გავხდებოდით უკანონო საქმეების თანამონაწილე? (15.04, გვერდი 28).

◻ რა იგულისხმება სიტყვებში ‘ქმნილება თავისი ნებით დაემორჩილა ამაოებას’? (რომაელთა 8:20).

ჩვენ „ამაოებას“ პირველი წყვილის, ადამისა და ევას, მოქმედების შედეგად დავემორჩილეთ. ეს არ მომხდარა ჩვენი „ნებით“, ანუ ჩვენი პირადი არჩევნის საფუძველზე. ამაოება მემკვიდრეობით მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ შეცოდების შემდეგ ადამსა და ევას მხოლოდ არასრულყოფილების, ცოდვისა და სიკვდილის გადმოცემა შეეძლოთ, იეჰოვამ მაინც გულმოწყალედ დაუშვა მათი გამრავლება. მას შემდეგ „სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში“. ამ გაგებით ‘დაუმორჩილა’ ღმერთმა ‘ქმნილება ამაოებას’ (01.05, გვერდი 5).

◻ რატომ არის ლოგიკური ის აზრი, რომ ‘გატიალების სიბილწე’ „წმიდა ადგილზე“ ჯერ არ დამდგარა? (მათე 24:15).

ძველ მაგალითში ‘წმინდა ადგილზე მდგომი სიბილწე’ ახ. წ. 66 წელს გენერალ ცესტიუს გალუსის მეთაურობით რომაელების შეტევასთან იყო დაკავშირებული. იმ შეტევის თანამედროვე პარალელი — დიდი გასაჭირის დასაწყისი — ჯერ კიდევ წინ არის (მათე 24:21). ასე რომ, „გატიალების სიბილწე“ წმინდა ადგილზე ჯერ არ დამდგარა (01.05, გვერდები 16, 17).

◻ როგორ შეუძლიათ მომუშავე მშობლებს დრო გამონახონ შვილებისთვის?

დედამ, რომელიც სამსახურიდან დაღლილი ბრუნდება, შეუძლია სთხოვოს შვილებს, საჭმლის მომზადებაში მოეხმარონ. მამას კი, რომელსაც შაბათ-კვირისთვის ძალიან ბევრი საქმე აქვს, შეეძლო ზოგი რამ შვილებთან ერთადაც გაეკეთებინა (15.05, გვერდი 6).

◻ რა მოეთხოვებათ მათ, ვინც ‘იეჰოვას გზებით დადის’? (იერემია 7:23).

იეჰოვას გზით სიარული მოითხოვს ერთგულებას — გადაწყვეტილებას, რომ მხოლოდ მას ვემსახუროთ; გარდა ამისა, მინდობას — სრულ რწმენას, რომ იეჰოვას აღთქმები საიმედოა და შესრულდება. იეჰოვას გზით სიარული მოითხოვს მორჩილებას — მისი კანონების მიყოლას ყოველგვარი გადახრის გარეშე და მისი მაღალი ნორმების დაცვას (ფსალმუნი 10:7) (15.05, გვერდი 14).

◻ რომელია მათი ოთხი ძირითადი მოვალეობა, რომლებიც წარმოადგენენ ‘ძღვენს ადამიანების სახით’?

ისინი ცდილობენ ალერსიანად გამოგვასწორონ, სიყვარულით აღგვაშენონ, ხელი შეუწყონ ჩვენს ერთობას და უშიშრად დაგვიცვან (ეფესელთა 4:12–14) (01.06, გვერდი 14).

◻ რას გვასწავლის ცნობა იმის შესახებ, რომ პავლეს ასამდე თანამშრომელი ჰყავდა, რასაც „საქმეებსა“ და მის სხვა წერილებში ვკითხულობთ?

ყოველთვის უნდა ვითანამშრომლოთ ღვთის ორგანიზაციასთან, ადგილობრივ კრებასთან და თანამორწმუნეებთან. ჩვენ ვსაჭიროებთ მათ დახმარებას, მხარდაჭერასა და თანაგრძნობას როგორც ლხინში, ისე გასაჭირში (01.06, გვერდი 31).

◻ რომელი სამი არგუმენტი შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვების დასახმარებლად, რომ შემოქმედზე დაფიქრდნენ?

სიზუსტე, რომელიც უზარმაზარ სამყაროში ვლინდება და დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობას, და ადამიანის ტვინის უდავო უნიკალურობას — ტვინისა, რომელსაც სხვადასხვა შესაძლებლობა აქვს (15.06, გვერდი 18).

◻ რატომ არის მნიშვნელოვანი შემოქმედის სახელის მნიშვნელობის ცოდნა?

ღვთის სახელის მნიშვნელობაა „აქცევინებს“, რაც ხაზს უსვამს, რომ, რასაც ის განიზრაზავს, ასრულებს კიდეც. მისი სახელის ცოდნა და გამოყენება უკეთ დაგვანახვებს, რომ ის დანაპირებს ასრულებს და თავისი განზრახვის განხორციელებას არ აყოვნებს (15.06, გვერდი 21).

◻ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს, მონაწილეობა მიიღონ ბიბლიის ოჯახურ შესწავლაში?

თუ შესაძლებელია კარგია, თითოეულ ბავშვს ჰქონდეს ბიბლიისა და შესასწავლი პუბლიკაციის საკუთარი ეგზემპლარი. ოჯახში შეიძლება უმცროსს სასწავლო მასალაში მოცემული სურათის აღწერა სთხოვონ. ბავშვს შეიძლება წინასწარ მიეცეს დავალება, წაიკითხოს გარკვეული მუხლი. შედარებით უფროსს შეიძლება დაევალოს, რომ მოიყვანოს შემთხვევები, სადაც შეიძლება ამ სასწავლო მასალის გამოყენება (01.07, გვერდი 15).

◻ რა მიზნები უნდა დაისახოს ოჯახის თითოეულმა წევრმა, როცა კრების შეხვედრებისთვის ემზადება?

1) ოჯახის თითოეული წევრი მზად იყოს კრების შეხვედრაზე დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად; 2) თითოეულმა იმუშაოს იმაზე, რომ პასუხი თავისი სიტყვებით გასცეს; 3) პასუხებში ჩართოს ბიბლიური მუხლები და 4) გაანალიზოს მასალა, რათა მასში იპოვოს ისეთი რამ, რასაც პირადად გამოიყენებდა (01.07, გვერდი 20).

◻ რა არის კარგი ცოლქმრობის გასაღები?

კარგი ცოლქმრობისა და ნამდვილი ბედნიერების მიღწევის გასაღები ჯანსაღი ურთიერთობაა. ამაში შედის გრძნობებისა და აზრების გაზიარება. ჯანსაღ ურთიერთობას ისეთი რამ მოსდევს, რაც აღსაშენებელი, გამამხნევებელი, სათნო, საქებარი და სანუგეშოა (ეფესელთა 4:29–32; ფილიპელთა 4:8) (15. 07, გვერდი 21).

◻ რა არის ‘იეჰოვას გზა’? (ფსალმუნი 24:8, 9, 12).

ეს გზა სიყვარულის გზაა და სიყვარული ღვთის ნორმების შესრულებაზეა დაფუძნებული. ბიბლია პრინციპებზე დაფუძნებული სიყვარულის გამოყენებას ‘აღმატებულ გზას’ უწოდებს (1 კორინთელთა 12:31) (01.08, გვერდი 12).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება