საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ერთგული და გონიერი მონა“
  • ერთგული და გონიერი მონა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ერთგული და გონიერი მონა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • „მონა“, რომელიც ერთგულიც არის და გონიერიც
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • ერთგული მმართველი და ხელმძღვანელი საბჭო
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • ვინ არის „ერთგული და გონიერი მონა“?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ერთგული და გონიერი მონა“

ერთგული და გონიერი მონა

მოციქულების კითხვის საპასუხოდ, თუ რა იქნებოდა მისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი, იესო ქრისტემ იგავი მოიყვანა „ერთგულ და გონიერ მონაზე“. ერთგული მონა ბატონმა შინაურებისთვის ანუ მსახურებისთვის საზრდოს მისაცემად დააყენა. თუ ბატონი მოსვლისას (როგორც ჩანს, მოგზაურობიდან დაბრუნებული) მოიწონებდა მონას, მაშინ დააჯილდოებდა მას და მთელ თავის ქონებაზე დააყენებდა (მთ. 24:3, 45—51).

ლუკას 12:42—48-ში ჩაწერილ პარალელურ იგავში მონას მმართველი ანუ სახლის მეთვალყურე, გამგებელი ეწოდება, რომელიც მსახურებს ზედამხედველობდა, თუმცა თვითონაც მსახური იყო. ძველად ამ პასუხისმგებლობას, ხშირად, ერთგულ მონას ანდობდნენ (შდრ. დბ. 24:2; იხ. აგრეთვე იოსების შესახებ დბ. 39:1—6-ში ჩაწერილი შემთხვევა). იესოს იგავში მმართველს თავიდან მხოლოდ ბატონის მსახურების მეთვალყურეობა და მათთვის საზრდოს დროულად მიცემა დაევალა, მოგვიანებით კი დავალების ერთგულად და გონივრულად შესრულებისთვის ბატონმა მას მეტი პასუხისმგებლობა მიანდო და მთელი თავისი ქონება ჩააბარა. რაც შეეხება ბატონს (ბერძ. კირიოს. აგრეთვე ითარგმნება უფლად), იესომ უკვე ცხადყო, რომ თავისი მოწაფეებისთვის ის უფალი იყო და ისინიც ასე მოიხსენიებდნენ მას (მთ. 10:24, 25; 18:21; 24:42; ინ. 13:6, 13). გასარკვევია, თუ ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, იგივე მმართველი, და რას განასახიერებდა შინაურებისთვის საზრდოს მიცემა.

სიტყვა „მონა“ მხოლობით რიცხვში დგას. მაგრამ აუცილებელი არ არის, მონა განასახიერებდეს კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც ეს პატივი ერგებოდა. ბიბლიაში არაერთხელ გამოიყენება მხოლობით რიცხვში მდგომი არსებითი სახელი მთლიანი ჯგუფის აღსანიშნავად. ამის მაგალითია ისრაელი ერისადმი იეჰოვას მიმართვა: „თქვენა ხართ ჩემი მოწმეები [მრავლობითი რიცხვი],.. ჩემი მსახური [მხოლობითი რიცხვი], რომელიც მე ავირჩიე“ (ეს. 43:10). ანტიქრისტეშიც იგულისხმება ცალკეული ანტიქრისტეებისგან შემდგარი ჯგუფი (1ინ. 2:18; 2ინ. 7). მსგავსად, სიტყვა „მონაც“ გამოიყენება კრებით სახელად. ის დანიშნული იქნებოდა ბოლო დღეებში, რათა დროულად გაეცა სულიერი საზრდო (მთ. 24:3, 45; ლკ. 12:42). პირველ საუკუნეში იესომ აჩვენა, როგორ უნდა განაწილებულიყო ქრისტიანულ კრებაში სულიერი საზრდო. როგორც მან დააპურა ხალხი რამდენიმე მოწაფის ხელით, სულიერი საზრდოც მცირედთა ხელით უნდა განაწილებულიყო (მთ. 14:19; მრ. 6:41; ლკ. 9:16). იესომ მოამზადა თავისი მოციქულები ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ შესასრულებელი დავალებისთვის, ანუ სულიერი საზრდოს გასანაწილებლად. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ სხვა უხუცესებიც და, როგორც ხელმძღვანელი საბჭო, ერთად განიხილავდნენ სხვადასხვა საკითხს და ხელმძღვანელობდნენ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და სწავლებას (სქ. 2:42; 8:14; 15:1, 2, 6—29; 21:17—19). მოციქულთა სიკვდილის შემდეგ განდგომილებამ იმძლავრა. მაგრამ უკანასკნელ დროს იესომ პირველ საუკუნეში დატოვებული მაგალითის მიხედვით (მცირედთა ხელით მრავალთა დაპურება) სულით ცხებულ მამაკაცთა პატარა ჯგუფი დანიშნა „ერთგულ და გონიერ მონად“, რომ ამ ბოლო დღეებში სულიერი საზრდო მოემზადებინა და გაენაწილებინა.

შინაურებში, რომლებიც სულიერ საზრდოს იღებენ, იგულისხმებიან ქრისტიანული კრების წევრები — ცხებულებიცა და სხვა ცხვარიც (ინ. 10:16). შინაურთა რიცხვში „ერთგული და გონიერი მონის“ ცალკეული წევრებიც შედიან, რადგან ისინიც იკვებებიან ამ სულიერი საზრდოთი. თუ ბატონის მოსვლისას მონა ერთგული აღმოჩნდება, ის მეტ პასუხისმგებლობას მიიღებს. ბატონი „მთელ თავის ქონებას“ ჩააბარებს ერთგული მონის წევრებს, როცა ისინი ზეციურ ჯილდოს მიიღებენ და ქრისტესთან ერთად იმმართველებენ. სხვა ცხებულებთან ერთად ისინი ქრისტეს უდიდესი ძალაუფლების მოზიარენი გახდებიან (მთ. 24:46, 47; ლკ. 12:43, 44).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება