საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lff გაკ. 31
  • რა არის ღვთის სამეფო?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა არის ღვთის სამეფო?
  • იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გაიღრმავეთ ცოდნა
  • შეჯამება:
  • გაიგეთ მეტი:
  • რა არის ღვთის სამეფო?
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • რას გააკეთებს ღვთის სამეფო?
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • ღვთის სამეფო მმართველობს
    მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
  • სამეფო, რომელიც შეცვლის მთელ დედამიწას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
იხილეთ მეტი
იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
lff გაკ. 31
31-ე გაკვეთილი — ღვთის სამეფოს მეფე, იესო ქრისტე, იეჰოვას წინაშე დგას.

31-ე გაკვეთილი

რა არის ღვთის სამეფო?

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ბიბლიას მთავარ თემად ღვთის სამეფო გასდევს. იეჰოვა სწორედ ამ სამეფოს მეშვეობით შეასრულებს თავის თავდაპირველ განზრახვას და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს. მაგრამ ჩნდება შემდეგი კითხვები: რა არის ღვთის სამეფო? საიდან ვიცით, რომ ის უკვე მმართველობს? ახლა რას აკეთებს ეს სამეფო და რას გააკეთებს მომავალში? ამ კითხვებზე პასუხებს ამ და მომდევნო ორი გაკვეთილიდან მივიღებთ.

1. რა არის ღვთის სამეფო და ვინ არის მისი მეფე?

ღვთის სამეფო იეჰოვას მიერ ზეცაში დაარსებული ხელისუფლებაა და მისი მეფე იესო ქრისტეა (მათე 4:17; იოანე 18:36). ბიბლიაში მასზე ნათქვამია: „მარადიულად იმეფებს იგი“ (ლუკა 1:32, 33). როგორც ღვთის სამეფოს მეფე, იესო მთელ დედამიწაზე იმმართველებს.

2. ვინ იმმართველებს იესოსთან ერთად?

იესოს თანამმართველები ეყოლება. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან . . . იქნებიან დედამიწის მმართველები“ (გამოცხადება 5:9, 10). რამდენი თანამმართველი ეყოლება ქრისტეს? მართალია, იესოს დედამიწაზე მსახურების შემდეგ მილიონობით ადამიანი გახდა მისი მიმდევარი, მაგრამ ყველა არ იქნება მისი თანამმართველი. იესოსთან ერთად რომ იმეფონ, დედამიწიდან ზეცაში მხოლოდ 144 000 ადამიანი წავა (წაიკითხეთ გამოცხადების 14:1—4). რაც შეეხება იესოს სხვა მიმდევრებს, ისინი დედამიწაზე მისი სამეფოს ქვეშევრდომები იქნებიან (ფსალმუნი 37:29).

3. რით უპირატესობს ღვთის სამეფო სხვა ხელისუფლებებზე?

მაშინაც კი, თუ რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს ხალხისთვის, ყველაფრის ძალა მაინც არ შესწევს. ადრე თუ გვიან, მათ სხვები შეცვლიან, რომლებსაც შეიძლება ხალხის კეთილდღეობა ნაკლებად აფიქრებდეთ. მაგრამ ღვთის სამეფოს მეფეს, იესოს, არავინ შეცვლის. ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა დააარსა „სამეფო, რომელიც არასოდეს დაიქცევა“ (დანიელი 2:44). იესო მთელ დედამიწაზე იმეფებს და ყველას მიმართ მიუკერძოებელი იქნება. ის მოსიყვარულე, კეთილი და სამართლიანია და თავის ქვეშევრდომებსაც ასწავლის, რომ ერთმანეთს ასე მოექცნენ (წაიკითხეთ ესაიას 11:9).

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, რატომაა ღვთის სამეფო საუკეთესო ხელისუფლება.

ტახტზე მჯდომი იესო ქრისტე ზეციდან მმართველობს. მის უკან თანამმართველები სხედან. მათ თავს იეჰოვას ტახტიდან ნათელი დანათის.

4. ღვთის სამეფო მთელ დედამიწაზე იმმართველებს

იესო ქრისტე ყველა იმ მმართველზე დიდ ძალაუფლებას ფლობს, რომლებსაც კი ოდესმე უმმართველიათ. წაიკითხეთ მათეს 28:18 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • ამ მუხლიდან გამომდინარე, რა არის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი იესოსა და სხვა მმართველებს შორის?

ჩვეულებრივ, მთავრობები ხშირად იცვლებიან, თანაც მათი ძალაუფლება მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიაზე ვრცელდება. მაგრამ რისი თქმა შეიძლება ღვთის სამეფოზე? წაიკითხეთ დანიელის 7:14 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რატომაა კარგი, რომ „[ღვთის] სამეფო არ დაიქცევა“?

  • რატომაა კარგი, რომ ის მთელ დედამიწაზე იმმართველებს?

5. ყველა სხვა მთავრობა შეიცვლება

რატომ უნდა შეცვალოს ღვთის სამეფომ ყველა სხვა მთავრობა? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

ვიდეო: „რა არის ღვთის სამეფო?“ (ნაწყვეტი) (1:41)

  • რა მოჰყვა შედეგად ადამიანთა მმართველობას?

წაიკითხეთ ეკლესიასტეს 8:9 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • თქვენი აზრით, უნდა შეცვალოს ღვთის სამეფომ სხვა მთავრობები? ახსენით.

6. ღვთის სამეფოს მმართველებს ესმით ჩვენი

იესოს, ჩვენს მეფეს, შეუძლია „გაგვიგოს, თუ რა სისუსტეს ვებრძვით“, რადგან თავადაც იყო ადამიანი (ებრაელები 4:15). გარდა ამისა, იესოს 144 000 თანამმართველი, ღვთის ერთგული ქალები და კაცები, იეჰოვამ „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“ შეარჩია (გამოცხადება 5:9).

  • მანუგეშებელია თქვენთვის იმის ცოდნა, რომ იესომ და მისმა თანამმართველებმა კარგად იციან, რას ნიშნავს, იყო ადამიანი? რატომ ფიქრობთ ასე?

სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები სულით ცხებული მამაკაცები და ქალები

იეჰოვამ იესოს თანამმართველებად სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები აირჩია.

7. ღვთის სამეფოს მიერ დადგენილი კანონები საუკეთესოა

როგორც წესი, ხელისუფლებები ცდილობენ, მოქალაქეების საკეთილდღეოდ დაადგინონ კანონები. ღვთის სამეფოსაც აქვს დადგენილი კანონები თავისი მოქალაქეებისთვის. წაიკითხეთ 1 კორინთელების 6:9—11 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • თქვენი აზრით, როგორი იქნება მსოფლიო, როცა ყველა ღვთის ნორმებისa თანახმად იცხოვრებს?

  • თქვენი აზრით, სამართლიანად მოელის იეჰოვა სამეფოს ქვეშევრდომებისგან, რომ დაემორჩილებიან მის კანონებს? ახსენით.

  • საიდან ჩანს, რომ მათ, ვინც არ ემორჩილებიან ამ კანონებს, შეუძლიათ, შეიცვალონ? (იხილეთ მე-11 მუხლი)

გზაჯვარედინზე პოლიციელი აჩერებს მანქანას. სხვადასხვა ასაკის ადამიანები ქუჩაზე გადადიან.

როგორც წესი, ხელისუფლებები ცდილობენ, მოქალაქეების საკეთილდღეოდ დაადგინონ კანონები. თუმცა ეს კანონები ახლოსაც ვერ მივა ღვთის სამეფოს მიერ დადგენილ კანონებთან.

ვინმემ შეიძლება გკითხოთ: „რა არის ღვთის სამეფო?“.

  • როგორ უპასუხებთ?

შეჯამება:

ღვთის სამეფო არის ზეციერი ხელისუფლება, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებს.

გასამეორებელი კითხვები:

  • ვინ არიან ღვთის სამეფოს მმართველები?

  • რით უპირატესობს ღვთის სამეფო სხვა ხელისუფლებებზე?

  • რას ელის იეჰოვა თავისი სამეფოს ქვეშევრდომებისგან?

დავალება:

გაიგეთ მეტი:

გაიგეთ, რა თქვა იესომ იმაზე, თუ სად არის ღვთის სამეფო.

„ადამიანის გულშია სასუფეველი?“ (სტატია ვებგვერდზე)

რატომ ფიქრობენ იეჰოვას მოწმეები, რომ ღვთის სამეფოსადმი მორჩილება სხვა ხელისუფლებებისადმი მორჩილებაზე უფრო მნიშვნელოვანია?

„ღვთის სამეფოს ერთგულნი“ (1:43)

გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია იესოს 144 000 თანამმართველზე.

„ვინ მიდის ზეცაში?“ (სტატია ვებგვერდზე)

რამ დაარწმუნა პატიმრობაში მყოფი ერთი ქალი, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია სამართლიანობის აღდგენა?

„როგორ გაეცა უსამართლობაზე ჩემს შეკითხვებს პასუხი“ („გამოიღვიძეთ!“, ნოემბერი, 2011)

a მე-3 ნაწილში განხილული იქნება ზოგიერთი მათგანი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება