-
დაუვიწყარი ქადაგება მთაზეიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
იესო ამბობს: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო. ბედნიერნი არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშს პოვებენ . . . ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან . . . ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო. ბედნიერნი ხართ, როცა გლანძღავენ, გდევნიან . . . ჩემ გამო. იხარეთ და სიხარულით იხტუნეთ“ (მათე 5:3—12).
-
-
დაუვიწყარი ქადაგება მთაზეიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
როგორც იესო აღნიშნავს, ბედნიერი ისაა, ვისაც გააზრებული აქვს, რომ სულიერის გარეშე შეუძლებელია ცხოვრება, ვისაც კარგად ესმის, რამდენად ცოდვილია და განიცდის ამას; ვისაც სწყურია ღვთის უკეთ გაცნობა და სურს, მთელი გულით ემსახუროს მას. მაშინაც კი, თუ ასეთი ადამიანები ღვთის ნების შესრულების გამო მოძულებულნი და დევნილნი არიან, ბედნიერებას ანუ შინაგან კმაყოფილებას მაინც განიცდიან, რადგან ესმით, რომ ღმერთს უხარებენ გულს და სანაცვლოდ მისგან ჯილდოდ მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ.
-