საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w97 4/1 გვ. 27-29
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • მსგავსი მასალა
  • გახსოვს თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • სასამართლო საქმე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მიეცით კეისრისა კეისარს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
  • სასამართლო
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
w97 4/1 გვ. 27-29

მკითხველთა შეკითხვები

რა უნდა გააკეთოს ქრისტიანმა, თუ გამოიძახებენ ნაფიც მსაჯულად მორიგეობაზე?

ზოგი ქვეყნის სასამართლო სისტემაში მოქალაქეებიდან ირჩევენ ნაფიც მსაჯულებს. იქ, სადაც ხდება ასე, ქრისტიანმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს, როდესაც ღებულობს უწყებას ნაფიც მსაჯულად მორიგეობაზე. ბევრი ქრისტიანი სუფთა სინდისით მიდის იმ დასკვნამდე, რომ ბიბლიის პრინციპები არ კრძალავს მორიგეობაზე გამოცხადებას, თვით შედრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ასრულებდნენ ბაბილონის მთავრობის ბრძანებას, რომ გამოცხადებულიყვნენ დურას ველზე, აგრეთვე იოსები და მარიამიც წავიდნენ ბეთლემში რომის ხელისუფლების ბრძანებით (დანიელი 3:1–12; ლუკა 2:1–4). მაგრამ არსებობს ქრისტიანისთვის გასათვალისწინებელი ფაქტორებიც.

ნაფიცი მსაჯულები ყველგან არ არიან. ზოგ ქვეყნებში სამოქალაქო და კრიმინალური საქმეები წყდება პროფესიული მსაჯულის ან გარკვეული დაწესებულებიდან ამორჩეული მსაჯულების მიერ. სხვაგან კი ეს საერთო კანონად არის აღიარებული და ნაფიცი მსაჯულები სასამართლო პროცესში მონაწილეობენ. მაგრამ, ისევ და ისევ, ადამიანთა უმრავლესობამ თითქმის არაფერი იცის, თუ როგორ ხდება ნაფიც მსაჯულთა არჩევა და რას აკეთებენ ისინი. ასე რომ, ამ საკითხში გარკვევა დამხმარეა, იმის მიუხედავად, დაგევალება ნაფიც მსაჯულად მორიგეობა თუ არა.

ღვთის ხალხი უზენაეს მსაჯულად აღიარებს იეჰოვას (ესაია 33:22). ძველ ისრაელში გამოცდილი სამართლიანი და მიუკერძოებელი მამაკაცები იყვნენ მსაჯულები, რომ მოეგვარებინათ უთანხმოებები და გადაეწყვიტათ საკითხები ღვთის რჯულით (გამოსვლა 18:13–22; ლევიანნი 19:15; მეორე რჯული 21:18–21). იმ დროს, როდესაც იესო იყო დედამიწაზე სასამართლოს წარმართავდა სინედრიონი, ისრაელთა უმაღლესი სასამართლო (მარკოზი 15:1; საქმეები 5:27–34). იმ დროს არ ხდებოდა ისრაელი მოქალაქეებიდან ნაფიც მსაჯულთა არჩევა.

სხვა ქვეყნებში ნაფიც მსაჯულებს ჩვეულებრივი მოქალაქეები წარმოადგენენ. სოკრატე გაასამართლა 501 ნაფიცმა მსაჯულმა. ნაფიცი მსაჯულები გასამართლებას აწარმოებდნენ რომის რესპუბლიკაში, ხოლო იმპერატორების დროს ეს გაუქმდა. მოგვიანებით ინგლისის მეფემ ჰენრი III დაადგინა, რომ მსჯავრდებულის გასამართლების დროს ნაფიცი მსაჯულები მისი მეზობლები ყოფილიყვნენ. ფიქრობდნენ, რადგან მეზობლები კარგად იცნობენ მსჯავრდებულს, მათი განაჩენი უფრო სამართლიანი იქნებოდა, ვიდრე იმ მეთოდით, როდესაც ეჭვმიტანილს საკუთარი უდანაშაულობა უნდა დაემტკიცებინა ხანგრძლივი დაკითხვის დროს ან იმით, რომ შუა საუკუნეების დროს გაეძლო საშინელი წამებისთვის. გავიდა დრო და ნაფიც მსაჯულთა სისტემა შეიცვალა, მოქალაქეთა ჯგუფი ისმენს საქმეს და ღებულობს ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას. პროფესიონალი მოსამართლე ხელმძღვანელობს მათ და უთითებს ფაქტებზე.

არსებობს ნაფიც მსაჯულთა სხვადასხვა ტიპი, რაოდენობა და ის, რაც განაჩენის გამოტანაშია ჩართული. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ნაფიც მსაჯულთა დიდი ჯგუფი 12-დან 23 წევრი ღებულობს გადაწყვეტილებას არსებობს თუ არა საკმაო სამხილებელი ფაქტები პიროვნების წინააღმდეგ, რომ მიჩნეულ იქნეს სისხლის სამართლის კანონის დამრღვევად; მათ ფუნქციებში არ შედის იმის დადგენა არის თუ არა პიროვნება დამნაშავე. მსგავსად წინასწარ გამოძიებაზე დამსწრე ნაფიცი მსაჯულობის დროს, ნაფიცი მსაჯულები აწონ-დაწონიან მტკიცებებს, რომ გადაწყვიტონ ჩადენილი იყო თუ არა ბოროტმოქმედება.

ადამიანთა უმრავლესობას, როდესაც ფიქრობს ნაფიც მსაჯულობაზე, ახსენდება სასამართლო პროცესზე გამოძახებული 12 პიროვნება — ან სამოქალაქო განხილვისთვის, ან სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეზე — რომლებიც ისმენენ მოწმის ჩვენებას და წყვეტენ, არის თუ არა პიროვნება დამნაშავე. ეს არის ნაფიც მსაჯულთა დიდი ჯგუფისგან განსხვავებული ნაფიც მსაჯულთა პატარა ჯგუფი. საერთოდ სასამართლო ამომრჩეველთა სიიდან უგზავნის უწყებებს შერჩეულ პიროვნებებს, მართვის უფლების მქონე მძღოლებს ან სხვა მსგავსთ, რომ გამოცხადდნენ ნაფიც მსაჯულად მორიგეობისთვის. ზოგი შესაძლოა ავტომატურად იქნეს გამოუსადეგარად მიჩნეული, მაგალითად, ნასამართლევი სისხლის სამართლის დამნაშავე და გონებრივად არაკომპეტენტური. ადგილობრივი კანონის თანახმად სხვებს — მაგალითად, ექიმებს, მღვდლებს, იურისტებს ან პატარა ბიზნესის მწარმოებლებს — შეუძლიათ ითხოვონ მორიგეობისგან გათავისუფლება (ზოგი შესაძლოა გათავისუფლდეს მორიგეობიდან მტკიცე პირადული, რელიგიურ-ეთიკური თვალსაზრისის მიზეზით). მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო და უფრო იშვიათად იძლევიან განთავისუფლების ნებართვას, ასე რომ სავალდებულოა ყველას ეუწყოს ნაფიც მსაჯულად მორიგეობის შესახებ და შესაძლოა წლების მანძილზე არაერთხელ.

ყველამ, ვისაც ეუწყა მორიგეობა, აუცილებელი არ არის სასამართლო პროცესზე მონაწილეობა მიიღოს, როგორც ნაფიცმა მსაჯულმა. ნაფიც მსაჯულად მორიგე პიროვნებათა ჯგუფიდან გარკვეული საქმის ნაფიც მსაჯულად ირჩევენ რამდენიმეს, მათ, რომლებიც შემთხვევით მოხვდებათ. შემდეგ მოსამართლე ადგენს მონაწილეთა და ადვოკატთა ვინაობას და აღწერს საქმის ხასიათს. ის და ადვოკატები ამოწმებენ ყოველ პოტენციურ ნაფიც მსაჯულს. ეს არის სწორედ ის დრო, როდესაც პიროვნებას შეუძლია ხმა ამოიღოს, თუ აქვს კეთილსინდისიერი მიზეზი, არ იმსახუროს ნაფიც მსაჯულად რომელიღაც საქმის ხასიათის გამო.

ჯგუფი უნდა შემცირდეს იმ რაოდენობამდე, რამდენიც ჩვეულებრივ ესწრება ხოლმე იმ საქმის სასამართლო პროცესზე განხილვას. მოსამართლე დაითხოვს ნებისმიერს, რომლის მიუკერძოებლობაც, განსახილველ საქმეში რაღაც ინტერესების გამო, ეჭვქვეშ დადგება. ასევე ორივე მხარის ადვოკატს აქვს განსაკუთრებული უფლება, დაითხოვოს რამდენიმე ნაფიცი მსაჯული. ნებისმიერი, რომელიც დაითხოვეს ნაფიც მსაჯულობიდან, ბრუნდება ნაფიც მსაჯულთა ჯგუფში და ელოდება ხელმეორე არჩევას სხვა საქმისთვის. ზოგი ქრისტიანი ამას იყენებდა არაფორმალური დამოწმებისთვის. რამდენიმე დღის შემდეგ პიროვნების ნაფიც მსაჯულობის მორიგეობა მთავრდება მიუხედავად იმისა, აქტიურად მსახურობდა როგორც ნაფიცი მსაჯული თუ არა.

ქრისტიანები ცდილობენ, ‘აკეთონ თავიანთი საქმე’ და ‘არ ჩაერიონ სხვის საქმეში’ (1 თესალონიკელთა 4:11; 1 პეტრე 4:15). როდესაც ერთმა ებრაელმა სთხოვა იესოს, განესაჯა ძმასთან მემკვიდრეობის გაყოფის საკითხი, იესომ უპასუხა: „ადამიანო, ვინ დამაყენა თქვენს მსაჯულად ან გამყოფად?“ (ლუკა 12:13, 14). იესო იმისთვის იყო დედამიწაზე მოსული, რომ განეცხადებინა სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა და არა კანონთან დაკავშირებული საკითხები გადაეწყვიტა (ლუკა 4:18, 43). იესოს პასუხი მიახვედრებდა იმ კაცს, რომ კამათის გადასაწყვეტად გამოეყენებინა ის მეთოდი, რომელიც ღვთის რჯულში იყო მოცემული (მეორე რჯული 1:16, 17). მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თვალსაზრისი ძალაშია, მითითების თანახმად უწყებაზე გამოხმაურება ნაფიც მსაჯულად მორიგეობისთვის განსხვავდება სხვის საქმეში ჩარევისგან. ეს უფრო დანიელის სამი მეგობრის მდგომარეობას ჰგავს. ბაბილონის მთავრობამ უბრძანა მათ, რომ დურას ველზე წარედგინათ ანგარიში და მათ, თავიანთი მოქმედებით არ დაურღვევიათ ღვთის კანონი. რაც მათ შემდეგ გააკეთეს სხვა საკითხი იყო, როგორც ნაჩვენებია ბიბლიაში (დანიელი 3:16–18).

მას შემდეგ, რაც ღვთის მსახურები აღარ ექვემდებარებოდნენ მოსეს რჯულს, მათ უკვე საქმე ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოებთან. პავლე მოციქული მოუწოდებდა კორინთის ‘წმიდებს’, რომ კამათი კრებაშივე გადაეწყვიტათ. ქვეყნიურ სასამართლოებს, როგორც ‘ურჯულოებს’ რომ იხსენიებდა, პავლემ არ უარყო, რომ ასეთ ქვეყნიურ სასამართლოებს აქვთ სათანადო ადგილი ქვეყნიური საქმეების გადაწყვეტაში (1 კორინთელთა 6:1). ის თავს იცავდა რომის სასამართლო სხდომის წინაშე და საქმის გატანაც კი მოითხოვა კეისრის სამსჯავროზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წუთისოფლის სასამართლოები ძირითადად არასწორია (საქმეები 24:10; 25:10, 11).

წუთისოფლის სასამართლოები არიან ‘უმაღლესი ხელისუფლების’ ანუ ‘ხელმწიფების’ ფუნქცია. ისინი „ღვთის მიერ არიან დადგენილნი“, ისინი ადგენენ კანონებს და ძალაში შეჰყავთ ისინი. პავლე წერდა: „იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს. ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე“. ქრისტიანები არ უნდა ‘შეეწინააღმდეგონ ხელმწიფებას’, რადგან ის ასრულებს კანონის ფუნქციებს და ქრისტიანებს არ სურთ ‘შეეწინააღმდეგონ’ და მსჯავრი დაიტეხონ თავს (რომაელთა 13:1–4; ტიტე 3:1).

გაწონასწორებული თვალსაზრისით ქრისტიანებმა უნდა გადაწყვიტონ, დაემორჩილებიან თუ არა კეისრის განსაზღვრულ მოთხოვნას. პავლე გვირჩევდა: „მიეცით ყველას [უმაღლეს ხელმწიფებას], რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი — ხარკი, ვისაც ბაჟი — ბაჟი, ვისაც შიში — შიში, ვისაც პატივი — პატივი“ (რომაელთა 13:7). ეს არის ფულთან დაკავშირებული ინფორმაცია (მათე 22:17–21). თუ კეისარი ამბობს, რომ მოქალაქეებმა უნდა დაუთმონ დრო და ძალისხმევა მოახმარონ გზების გაწმენდას ან სხვა საქმის შესრულებას, რაც კეისრის ფუნქციაში შედის, ყოველმა ქრისტიანმა უნდა გადაწყვიტოს დაემორჩილება თუ არა (მათე 5:41).

ზოგ ქრისტიანს ნაფიც მსაჯულად მსახურება მიაჩნდა კეისრისათვის კეისრის კუთვნილის მიცემა (ლუკა 20:25). ნაფიცი მსაჯულების მოვალეობაა, რომ მოისმინონ მტკიცებები და გულწრფელი თვალსაზრისი გამოთქვან ფაქტიდან ან კანონიდან გამომდინარე. მაგალითად, ნაფიც მსაჯულთა დიდი ჯგუფი ღებულობს გადაწყვეტილებას არსებობს თუ არა მტკიცე საფუძველი პიროვნების გასამართლებისთვის; ისინი არ აცხადებენ პიროვნებას დამნაშავედ. რა შეიძლება ითქვას ჩვეულებრივ სასამართლო პროცესზე? სამოქალაქო შემთხვევაში ნაფიც მსაჯულებს შეუძლიათ განსაზღვრონ ზარალი ან კომპენსაცია. სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში მათ უნდა გადაწყვიტონ, აქვს თუ არა სამხილს პიროვნების დამნაშავედ ცნობაში მტკიცე საფუძველი. ზოგჯერ ისინი იძლევიან რეკომენდაციას, კანონით დადგენილი რომელი განაჩენი უნდა იქნეს გამოყენებული. შემდეგ ხელისუფლება იყენებს თავის ძალაუფლებას ‘რისხვით შურისძიებისთვის’ ანუ „ბოროტმოქმედთა დასასჯელად“ (1 პეტრე 2:14).

როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუ ფიქრობს, რომ სინდისი არ უშვებს შეასრულოს ნაფიც მსაჯულთა განსაკუთრებული მოვალეობა? ბიბლია არაფერს ამბობს ნაფიც მსაჯულად მორიგეობის შესახებ, ასე რომ, მას არ შეუძლია თქვას: „ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება ეწინააღმდეგება ჩემს რელიგიას“. საქმის მიხედვით მას შეუძლია აღნიშნოს, რომ ნაფიც მსაჯულად მსახურება გარკვეულ საქმესთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება მის სინდისს. ეს შეიძლება შეეხებოდეს სქესობრივ უზნეობას, აბორტს, მკვლელობებს ან სხვა საკითხს, რომელთა დაკავშირებითაც მისი აზროვნება ჩამოყალიბებულია ბიბლიიდან გამომდინარე შემეცნებით და არა ქვეყნის კანონით. სინამდვილეში, ისიც შესაძლებელია, რომ სასამართლო პროცესი, რომლის დროსაც ეს პიროვნებაა დანიშნული, არ ახდენს ასეთი საკითხების განხილვას.

მოწიფული ქრისტიანი იფიქრებს, აიღოს თუ არა პასუხისმგებლობა მოსამართლეებთან ერთად განაჩენის გამოტანაში (შეადარე დაბადება 39:17–20; 1 ტიმოთე 5:22). თუ საბრალმდებო დასკვნა არასწორია და გამოტანილ იქნა სასიკვდილო განაჩენი, იქნება თუ არა ნაფიცი მსაჯულის შემსრულებელი ქრისტიანი სისხლის დაღვრაში მონაწილე? (გამოსვლა 22:2; მეორე რჯული 21:8; 22:8; იერემია 2:34; მათე 23:35; საქმეები 18:6) როდესაც იესოს გამოუტანეს განაჩენი, პილატეს სურდა ‘უბრალო ყოფილიყო მისი სისხლისგან’. ისრაელებმა კი მიუგეს: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი“ (მათე 27:24, 25).

თუ ქრისტიანმა მიიღო ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულების უწყება ხელისუფლებისგან და პირადი სინდისიდან გამომდინარე უარს ამბობს მსახურებაზე, მოსამართლის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, გარკვეული საქმის განხილვისთვის, ქრისტიანი მზად უნდა იყოს შედეგისთვის — რაც არ უნდა იყოს, დააჯარიმებენ თუ დააპატიმრებენ (1 პეტრე 2:19).

საბოლოო ანალიზისთვის, ყოველმა ქრისტიანმა, რომელიც ღებულობს უწყებას ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებისთვის, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა ირჩიოს, თავისი გონებით ბიბლიის ხედვისა და სინდისის თანახმად. ზოგმა ქრისტიანმა მიიღო უწყება მორიგეობისთვის და შეასრულეს ნაფიცი მსაჯულის განსაზღვრული მოვალეობა, სხვებმა დასჯის მიუხედავად, უარი თქვეს. ყოველმა ქრისტიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რას გააკეთებს და სხვებმა არ უნდა გააკრიტიკონ მისი გადაწყვეტილება (გალატელთა 6:5).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება