საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • აღთქმული ბავშვი
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
    • თვეზე მეტი გადის. ახლა იესო უკვე 40 დღისაა. მშობლებს პატარა იესო იერუსალიმის ტაძარში მიჰყავთ, რომელიც მათი საცხოვრებლიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. ღვთის კანონის თანახმად, ბავშვის დაბადებიდან 40 დღის გასვლის შემდეგ დედა ვალდებულია, განსაწმენდად ტაძარში შესაწირავი მიიტანოს (ლევიანები 12:4—8).

      მარიამი ზუსტად ასე იქცევა. მას ტაძარში შესაწირავად ორი პატარა ჩიტი მიჰყავს, რაც იმას აჩვენებს, რომ იოსები და მარიამი ხელმოკლედ ცხოვრობენ. კანონის თანახმად, ასეთ დროს უნდა შეეწირათ ერთ წლამდე ცხვარი ან ფრინველი. მაგრამ თუ დედას ხელი არ მიუწვდებოდა ცხვარზე, ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი უნდა შეეწირა. მარიამმა სწორედ ასეთი მსხვერპლი შესწირა ღმერთს.

      „განწმენდის დღეები დასრულდა“.

      იოსები და მარიამი ჩვილ იესოსთან ერთად ტაძარში მიდიან განწმენდის მიზნით შესაწირავის აღსავლენად

      მშობიარობის შემდეგ ებრაელი ქალი გარკვეული ხნის მანძილზე რიტუალური თვალსაზრისით უწმინდურად ითვლებოდა. განწმენდის დღეების დასრულების შემდეგ ქალს დასაწვავი შესაწირავი უნდა მიეტანა ტაძარში. ეს ისრაელებს შეახსენებდა, რომ ცოდვა და არასრულყოფილება მემკვიდრეობით გადადიოდა განურჩევლად ყველაზე. მართალია, იესო ჩვილობიდანვე სრულყოფილი და წმინდა იყო, მაგრამ მარიამი და იოსები ისე მოიქცნენ, როგორც კანონი მოითხოვდა და „ბავშვი იერუსალიმში აიყვანეს“, რათა ტაძარში განწმენდილიყვნენ (ლუკა 1:35; 2:22).

  • აღთქმული ბავშვი
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება