-
ნათლობა, მონათვლაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
იოანეს ნათლობის მნიშვნელობის გაგებაში ლუკას 3:3 გვეხმარება: „ის ... უქადაგებდა ხალხს, რომ მონათლულიყვნენ მონანიების ნიშნად, ცოდვების მისატევებლად“. როგორც ამ მუხლიდან ჩანს, ნათლობა მონანიებისა და ცხოვრების შეცვლის სიმბოლო იყო და არა ცოდვების ჩამორეცხვისა.
-
-
ჰეროდეწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
არსებული ფაქტების საფუძველზე ჰეროდე, სავარაუდოდ, ძვ. წ. 1-ლ წელს მოკვდა. ერთ-ერთი სახარების ავტორი და ჟამთააღმწერელი, ლუკა გვამცნობს, რომ იოანე ნათლისმცემელმა ხალხის მონათვლა კეისარ ტიბერიუსის მმართველობის მე-15 წელს დაიწყო (ლკ. 3:1—3). ავგუსტუსი ახ. წ. 14 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა. 15 სექტემბერს რომის სენატმა იმპერატორად ტიბერიუსი გამოაცხადა. რომაელები იმპერატორთა მმართველობის წლებს უშუალოდ მათი ტახტზე ასვლის დღიდან ანგარიშობდნენ. შესაბამისად მე-15 წელი დაიწყებოდა ახ. წ. 28 წლის მეორე ნახევრიდან და გაგრძელდებოდა 29 წლის მეორე ნახევრამდე. იესოზე ექვსი თვით უფროსი იოანე, როგორც იესოს წინამორბედი და მისთვის გზის მომამზადებელი, მსახურებას იესოზე ადრე შეუდგა (სავარაუდოდ იმ წლის გაზაფხულზე) (ლკ. 1:35, 36). როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იესო შემოდგომაზე დაიბადა და დაახლოებით 30 წლისა იყო, როცა იოანესთან მოსანათლავად მივიდა (ლკ. 3:21—23). აქედან გამომდინარე, ის ახ. წ. 29 წელს, სავარაუდოდ, ოქტომბერში მოინათლა. თუ აქედან 30 წელს უკან გადავითვლით, მივიღებთ ძვ. წ. 2 წელს. ეს არის ის დრო, როცა ღვთის ძე დაიბადა (ლკ. 3:1, 23 შდრ. დნ. 9:24—27-თან; იხ. ᲡᲐᲛᲝᲪᲓᲐᲐᲗᲘ ᲙᲕᲘᲠᲐ).
-