საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ბრალდება“
  • ბრალდება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბრალდება
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • სასამართლო საქმე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ყველაზე სამარცხვინო სასამართლო პროცესი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • იესო ქრისტე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ეშმაკი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ბრალდება“

ბრალდება

არასწორ საქციელში ვინმეს დადანაშაულება, რასაც ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემა მოჰყვება.

ბრალდების აღმნიშვნელი ერთ-ერთი ებრაული სიტყვა (სიტნაჰ) მომდინარეობს ზმნის ფუძიდან სატან, რაც წინააღმდეგობის გაწევას ნიშნავს (ეზრ. 4:6; შდრ. ზქ. 3:1). ბერძნულ ენაში ბრალის დადების მნიშვნელობით ძირითადად გამოიყენება სიტყვა კატეგორეო, რომელიც ვინმეს წინააღმდეგ ლაპარაკის აზრს ატარებს (უმთავრესად იურიდიული გაგებით) (მრ. 3:2; ლკ. 6:7). ლუკას 16:1-ში ამბის მიტანად გადმოტანილი ბერძნული სიტყვა დიაბალლო შეიძლება ცილისწამებადაც (Int) ითარგმნოს. ის დიაბოლოსის (ცილისმწამებელი) მონათესავე სიტყვაა, რომელიც ქართულში ეშმაკად ითარგმნა.

ლუკას 3:14-ში ბერძნული სიტყვა სიკოფანტეო გადმოვიდა როგორც ცრუ ბრალდების წაყენება, ლუკას 19:8-ში კი — როგორც ცრუ ბრალდებით გამოძალვა. სიტყვასიტყვით მისი მნიშვნელობაა: „ლეღვზე მითითებით აღება“. ამ სიტყვის წარმოშობის შესახებ არაერთი ვერსია არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, ძველ ათენში პროვინციიდან ლეღვის გატანა აკრძალული იყო, ამიტომ მას, ვინც სხვებს ლეღვის გატანის მცდელობაში ადანაშაულებდა, სიკოფანტი ეწოდებოდა. ამ სიტყვას მოგვიანებით უწოდებდნენ დამსმენს, რომელიც გამორჩენის მიზნით ბრალს სდებდა სხვებს, ცრუ ბრალმდებელს, შანტაჟისტს.

ზოგჯერ ცრუ ბრალმდებლის მსხვერპლს, სრულიად უდანაშაულო ადამიანს აძლევდნენ პასუხისგებაში და ადანაშაულებდნენ არასწორ საქციელში. ებრაული კანონის თანახმად, თითოეული მოქალაქე ვალდებული იყო, რომ პასუხისგებაში მიეცა დამნაშავეები. ამავე დროს, კანონი იცავდა ბრალდებულს. ეს კარგად ჩანს მოსეს კანონში მოყვანილი რამდენიმე მაგალითიდან. თუ ვინმემ იცოდა დანაშაულის შესახებ, უნდა ეცნობებინა ეს უფლებამოსილი პირებისთვის (ლვ. 5:1; 24:11—14). თავის მხრივ, უფლებამოსილ პირებს უნდა გამოეძიათ და გამოეკვლიათ საქმე, საგულდაგულოდ დაეკითხათ მოწმეები და დამნაშავე ბრალდების სისწორეში დასარწმუნებლად და მხოლოდ მას შემდეგ აღესრულებინათ სასჯელი (კნ. 13:12—14). მაშინაც კი, თუ დამნაშავე ოჯახის წევრი იყო, მაგალითად, ძმა, ვაჟი, ასული ან მეუღლე, მოწმეს არ უნდა დაემალა დანაშაული და თავი არ უნდა შეეკავებინა ბრალის წაყენებისგან (კნ. 13:6—8; 21:18—20; ზქ. 13:3). ერთი ბრალმდებლის სიტყვები საკმარისი არ იყო; საჭირო იყო ორი ან სამი მოწმის ჩვენება (რც. 35:30; კნ. 17:6; 19:15; ინ. 8:17; ებ. 10:28).

მოსეს კანონის თანახმად, ბრალდებულს უფლება ჰქონდა, მსაჯულების წინაშე პირისპირ შეხვედროდა ბრალმდებელს ბრალდების სისწორის ბოლომდე დასადგენად (კნ. 19:16—19; 25:1). ამის კლასიკური მაგალითია ორი მეძავის შემთხვევა, რომლებიც ჩვილთან ერთად წარდგნენ ბრძენი მეფე სოლომონის წინაშე ნამდვილი დედის გამოსავლენად (1მფ. 3:16—27).

ბრალმდებლებს სასამართლოს წინაშე წარდგომა რომის კანონის თანახმადაც მოეთხოვებოდათ. ამიტომ, როცა გამგებლები, ფელიქსი და ფესტუსი, რომის მოქალაქე პავლეს ასამართლებდნენ, იქ მისი ბრალმდებლებიც მიიყვანეს (სქ. 22:30; 23:30, 35; 24:2, 8, 13, 19; 25:5, 11, 16, 18). პავლემ თავად მოინდომა რომის კეისრის წინაშე წარდგომა საკუთარი თავის გასამართლებლად და არა თავისი ხალხის დასადანაშაულებლად (სქ. 28:19). არც პავლეს დაუდანაშაულებია იუდეველი ერი და არც იესოს, ეს მოსემ გააკეთა თავისი საქციელითა და დაწერილი წიგნებით (ინ. 5:45).

სამ ებრაელს ბრალი დასდეს, რომ ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართულ ოქროს კერპს არ სცეს თაყვანი და ისინი გავარვარებულ ღუმელში ჩაყარეს. ეს არ იყო ცრუ ბრალდება, თუმცა ცუდ კანონს ეფუძნებოდა. სინამდვილეში მათ არ ჩაუდენიათ დანაშაული, ამიტომ, როცა უზენაეს ზეციურ სასამართლოს მიმართეს, იეჰოვამ გაამართლა ისინი (დნ. 3:8—25). მსგავსად გადაურჩა სიკვდილს დანიელიც, მის წინააღმდეგ შეთქმულები კი ლომების ხაროში ჩაყარეს (დნ. 6:24). ამ ორ მონაკვეთში ბრალის დადებად ითარგმნა არამეული გამოთქმა, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს სხეულიდან მოგლეჯილი ხორცის ჭამას. ის შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს ცილისწამებად (დნ. 3:8; 6:24, Rbi 8, სქ-ები). იერუსალიმის ტაძრის აღდგენის მოწინააღმდეგეებმა წერილი დაწერეს, რომელშიც მშენებლებს კანონის დარღვევა დააბრალეს. ამ ცრუ ბრალდების საფუძველზე მშენებლობა აკრძალეს, თუმცა მოგვიანებით აკრძალვა უკანონოდ ცნეს (ეზრ. 4:6—6:12). რელიგიური წინამძღოლებიც არ აკლებდნენ მცდელობას, რომ იესო კანონის დარღვევაში დაედანაშაულებინათ (მთ. 12:10; ლკ. 6:7). ბოლოს მათ მიაღწიეს საწადელს და დააპატიმრეს ეს უდანაშაულო კაცი. სასამართლოს დროს ისინი გაცხარებით ადანაშაულებდნენ მართალ იესოს (მთ. 27:12; მრ. 15:3; ლკ. 23:2, 10; ინ. 18:29). ამ მაგალითებიდან ჩანს, რამდენად არასწორია სხვების უსაფუძვლოდ დადანაშაულება, განსაკუთრებით, თუ ბრალმდებელი უფლებამოსილი პირია (ლკ. 3:14; 19:8).

გარდა იმისა, რომ ქრისტიანული კრების ზედამხედველებსა და მომსახურეებს არ უნდა ედებოდეთ ბრალი ცრუმოწმეობაში, ისინი თავადაც ბრალდაუდებლები უნდა იყვნენ (1ტმ. 3:10; ტიტ. 1:6). უხუცესის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება ორი ან სამი მოწმის პირით უნდა დამტკიცდეს (მთ. 18:16; 2კრ. 13:1; 1ტმ. 5:19). მთელი კრება ბრალდაუდებელი უნდა იყოს (1კრ. 1:8; კლ. 1:22), თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას ცრუ ბრალდებებს არ წაუყენებენ, რადგან მთავარი მოწინააღმდეგე, სატანა ეშმაკი არის „ჩვენი ძმების ბრალმდებელი, რომელიც ბრალს სდებს მათ ჩვენი ღვთის წინაშე დღე და ღამე!“ (გმც. 12:10).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება