-
რა არის ნათლობა?პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
-
-
წმინდა სულით ნათლობა. წმინდა სულით ნათლობაზე იოანეც და იესოც საუბრობდნენ (მათე 3:11; ლუკა 3:16; საქმეები 1:1—5). ეს ნათლობა განსხვავდება წმინდა სულის სახელით ნათლობისგან (მათე 28:19). რატომ ვამბობთ ამას?
იესოს მიმდევრებიდან წმინდა სულით მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობა ინათლება. ისინი წმინდა სულით არიან ცხებულები ანუ ღვთის მიერ არიან არჩეულნი, რათა ქრისტესთან ერთად ზეცაში მეფეებად და მღვდლებად იმსახურონf (1 პეტრე 1:3, 4; გამოცხადება 5:9, 10). ისინი ზეციდან იმმართველებენ და უხელმძღვანელებენ მილიონობით ქრისტეს მიმდევარს, რომელთაც სამოთხედქცეულ დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვთ (მათე 5:5; ლუკა 23:43).
-
-
რა არის ნათლობა?პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
-
-
ცეცხლით ნათლობა. იოანე ნათლისმცემელმა ერთხელ თავის მსმენელს ასეთი რამ უთხრა: „ის [იესო] წმინდა სულითა და ცეცხლით მოგნათლავთ. მას ხელში უჭირავს ფიწალი და მთლიანად გაწმენდს თავის კალოს; ხორბალს ბეღელში მოაგროვებს, ბზეს კი ჩაუქრობელ ცეცხლში დაწვავს“ (მათე 3:11, 12). ამ ბიბლიური მუხლიდან აშკარად ჩანს, რომ ცეცხლით ნათლობა განსხვავდება წმინდა სულით ნათლობისგან. რას გულისხმობდა იოანე ნათლისმცემელი?
ხორბალი განასახიერებს მათ, ვინც უსმენს იესოს და ემორჩილება მას. ასეთებს შესაძლებლობა ეძლევათ, წმინდა სულით მოინათლონ. ბზე მათ განასახიერებს, ვინც არ უსმენს იესოს. ისინი ცეცხლით მოინათლებიან ანუ სამუდამოდ განადგურდებიან (მათე 3:7—12; ლუკა 3:16, 17).
-