საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უცხოელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • ქრისტეს გამოსასყიდის საფუძველზე დადებულმა ახალმა შეთანხმებამ წერტილი დაუსვა იუდეველებსა და უცხოტომელებს შორის კანონით დადგენილ დაყოფას (ეფ. 2:11—16). თუმცა ამის გააზრება ადრინდელ მოწაფეებს ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგაც უჭირდათ. იუდეველებში გავრცელებული შეხედულება ჩანს უცხოტომელი კორნელიუსისთვის პეტრეს ნათქვამი სიტყვებიდან: „თქვენ კარგად იცით, რომ კანონი იუდეველს უკრძალავს უცხოტომელთან მისვლასა და ურთიერთობას“ (სქ. 10:28). იოანეს 18:28-დან ვიგებთ, რომ იუდეველების აზრით, უცხოტომელის სახლში შესვლით ისინი გაუწმინდურდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსეს კანონი ასეთი ურთიერთობის ასაკრძალავად კონკრეტულ მითითებას არ შეიცავდა, ეს შეხედულება იუდეველებს შორის, განსაკუთრებით რელიგიურ წინამძღოლებს შორის, გავრცელებული იყო. ადრინდელ იუდეველ ქრისტიანებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ, რომ თავიდან მოეშორებინათ გაბატონებული აზროვნებით განპირობებული შეზღუდვები და გაეცნობიერებინათ მოციქული პავლეს ნათქვამი, რომ ახალი ქრისტიანული პიროვნებით შემოსილთათვის არ არსებობდა „არც ბერძენი და არც იუდეველი, არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთელობა, არც უცხოელი, არც სკვითი, არც მონა და არც თავისუფალი“, რადგან ქრისტე ყველაფერი იყო და ყოველივეში იყო (გლ. 2:11—14; კლ. 3:10, 11).

  • გამგებლის სასახლე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • გამგებლის სასახლე

      ბერძნული სიტყვა პრეტორიონ (ლათ-დან praetorium) გამოიყენება რომაელი გამგებლების რეზიდენციის აღსანიშნავად. პონტიუს პილატემ იერულსალიმში გამგებლის სასახლეში დაკითხა იესო ქრისტე, ეზოში კი რომაელმა ჯარისკაცებმა ის მასხრად აიგდეს (მრ. 15:16; ინ. 18:28, 33; 19:9). ზოგი ამ სასახლეს ანტონიუსის კოშკთან აიგივებს, ზოგის აზრით კი ის, შესაძლოა, ჰეროდე დიდის მიერ აგებული სასახლე იყო. ამ უკანასკნელი შეხედულების მხარდასაჭერად მათ შემდეგი მტკიცებები მოჰყავთ: 1) პირველ საუკუნეში მოღვაწე იუდეველი ფილოსოფოსის, ფილონ ალექსანდრიელის სიტყვების თანახმად, ჰეროდეს სასახლეს „გამგებელთა სახლი“ ეწოდებოდა და იქ კეისარ ტიბერიუსის საპატივცემულოდ გამგებელმა პილატემ ფარები დაჰკიდა (The Embassy to Gaius, XXXIX, 306); 2) ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი წერდა, რომ პროკურატორი გესიუს ფლორუსი სწორედ იქ ცხოვრობდა („იუდეველთა ომი“, II, 301 [xiv, 8], ინგლ.); 3) კესარეაში ჰეროდეს მიერ აგებული სასახლე იმ მხარის გამგებლის სასახლე იყო (სქ. 23:33—35).

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება