-
რა არის ღვთის სამეფო?იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
31-ე გაკვეთილი
რა არის ღვთის სამეფო?
ბიბლიას მთავარ თემად ღვთის სამეფო გასდევს. იეჰოვა სწორედ ამ სამეფოს მეშვეობით შეასრულებს თავის თავდაპირველ განზრახვას და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს. მაგრამ ჩნდება შემდეგი კითხვები: რა არის ღვთის სამეფო? საიდან ვიცით, რომ ის უკვე მმართველობს? ახლა რას აკეთებს ეს სამეფო და რას გააკეთებს მომავალში? ამ კითხვებზე პასუხებს ამ და მომდევნო ორი გაკვეთილიდან მივიღებთ.
1. რა არის ღვთის სამეფო და ვინ არის მისი მეფე?
ღვთის სამეფო იეჰოვას მიერ ზეცაში დაარსებული ხელისუფლებაა და მისი მეფე იესო ქრისტეა (მათე 4:17; იოანე 18:36). ბიბლიაში მასზე ნათქვამია: „მარადიულად იმეფებს იგი“ (ლუკა 1:32, 33). როგორც ღვთის სამეფოს მეფე, იესო მთელ დედამიწაზე იმმართველებს.
2. ვინ იმმართველებს იესოსთან ერთად?
იესოს თანამმართველები ეყოლება. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან . . . იქნებიან დედამიწის მმართველები“ (გამოცხადება 5:9, 10). რამდენი თანამმართველი ეყოლება ქრისტეს? მართალია, იესოს დედამიწაზე მსახურების შემდეგ მილიონობით ადამიანი გახდა მისი მიმდევარი, მაგრამ ყველა არ იქნება მისი თანამმართველი. იესოსთან ერთად რომ იმეფონ, დედამიწიდან ზეცაში მხოლოდ 144 000 ადამიანი წავა (წაიკითხეთ გამოცხადების 14:1—4). რაც შეეხება იესოს სხვა მიმდევრებს, ისინი დედამიწაზე მისი სამეფოს ქვეშევრდომები იქნებიან (ფსალმუნი 37:29).
3. რით უპირატესობს ღვთის სამეფო სხვა ხელისუფლებებზე?
მაშინაც კი, თუ რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს ხალხისთვის, ყველაფრის ძალა მაინც არ შესწევს. ადრე თუ გვიან, მათ სხვები შეცვლიან, რომლებსაც შეიძლება ხალხის კეთილდღეობა ნაკლებად აფიქრებდეთ. მაგრამ ღვთის სამეფოს მეფეს, იესოს, არავინ შეცვლის. ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა დააარსა „სამეფო, რომელიც არასოდეს დაიქცევა“ (დანიელი 2:44). იესო მთელ დედამიწაზე იმეფებს და ყველას მიმართ მიუკერძოებელი იქნება. ის მოსიყვარულე, კეთილი და სამართლიანია და თავის ქვეშევრდომებსაც ასწავლის, რომ ერთმანეთს ასე მოექცნენ (წაიკითხეთ ესაიას 11:9).
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ შეიტყობთ, რატომაა ღვთის სამეფო საუკეთესო ხელისუფლება.
4. ღვთის სამეფო მთელ დედამიწაზე იმმართველებს
იესო ქრისტე ყველა იმ მმართველზე დიდ ძალაუფლებას ფლობს, რომლებსაც კი ოდესმე უმმართველიათ. წაიკითხეთ მათეს 28:18 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
ამ მუხლიდან გამომდინარე, რა არის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი იესოსა და სხვა მმართველებს შორის?
ჩვეულებრივ, მთავრობები ხშირად იცვლებიან, თანაც მათი ძალაუფლება მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიაზე ვრცელდება. მაგრამ რისი თქმა შეიძლება ღვთის სამეფოზე? წაიკითხეთ დანიელის 7:14 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რატომაა კარგი, რომ „[ღვთის] სამეფო არ დაიქცევა“?
რატომაა კარგი, რომ ის მთელ დედამიწაზე იმმართველებს?
5. ყველა სხვა მთავრობა შეიცვლება
რატომ უნდა შეცვალოს ღვთის სამეფომ ყველა სხვა მთავრობა? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რა მოჰყვა შედეგად ადამიანთა მმართველობას?
წაიკითხეთ ეკლესიასტეს 8:9 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
თქვენი აზრით, უნდა შეცვალოს ღვთის სამეფომ სხვა მთავრობები? ახსენით.
6. ღვთის სამეფოს მმართველებს ესმით ჩვენი
იესოს, ჩვენს მეფეს, შეუძლია „გაგვიგოს, თუ რა სისუსტეს ვებრძვით“, რადგან თავადაც იყო ადამიანი (ებრაელები 4:15). გარდა ამისა, იესოს 144 000 თანამმართველი, ღვთის ერთგული ქალები და კაცები, იეჰოვამ „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“ შეარჩია (გამოცხადება 5:9).
მანუგეშებელია თქვენთვის იმის ცოდნა, რომ იესომ და მისმა თანამმართველებმა კარგად იციან, რას ნიშნავს, იყო ადამიანი? რატომ ფიქრობთ ასე?
იეჰოვამ იესოს თანამმართველებად სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები აირჩია.
7. ღვთის სამეფოს მიერ დადგენილი კანონები საუკეთესოა
როგორც წესი, ხელისუფლებები ცდილობენ, მოქალაქეების საკეთილდღეოდ დაადგინონ კანონები. ღვთის სამეფოსაც აქვს დადგენილი კანონები თავისი მოქალაქეებისთვის. წაიკითხეთ 1 კორინთელების 6:9—11 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
თქვენი აზრით, როგორი იქნება მსოფლიო, როცა ყველა ღვთის ნორმებისa თანახმად იცხოვრებს?
თქვენი აზრით, სამართლიანად მოელის იეჰოვა სამეფოს ქვეშევრდომებისგან, რომ დაემორჩილებიან მის კანონებს? ახსენით.
საიდან ჩანს, რომ მათ, ვინც არ ემორჩილებიან ამ კანონებს, შეუძლიათ, შეიცვალონ? (იხილეთ მე-11 მუხლი)
როგორც წესი, ხელისუფლებები ცდილობენ, მოქალაქეების საკეთილდღეოდ დაადგინონ კანონები. თუმცა ეს კანონები ახლოსაც ვერ მივა ღვთის სამეფოს მიერ დადგენილ კანონებთან.
ვინმემ შეიძლება გკითხოთ: „რა არის ღვთის სამეფო?“.
როგორ უპასუხებთ?
შეჯამება:
ღვთის სამეფო არის ზეციერი ხელისუფლება, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებს.
გასამეორებელი კითხვები:
ვინ არიან ღვთის სამეფოს მმართველები?
რით უპირატესობს ღვთის სამეფო სხვა ხელისუფლებებზე?
რას ელის იეჰოვა თავისი სამეფოს ქვეშევრდომებისგან?
გაიგეთ მეტი:
გაიგეთ, რა თქვა იესომ იმაზე, თუ სად არის ღვთის სამეფო.
რატომ ფიქრობენ იეჰოვას მოწმეები, რომ ღვთის სამეფოსადმი მორჩილება სხვა ხელისუფლებებისადმი მორჩილებაზე უფრო მნიშვნელოვანია?
გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია იესოს 144 000 თანამმართველზე.
რამ დაარწმუნა პატიმრობაში მყოფი ერთი ქალი, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია სამართლიანობის აღდგენა?
„როგორ გაეცა უსამართლობაზე ჩემს შეკითხვებს პასუხი“ („გამოიღვიძეთ!“, ნოემბერი, 2011)
a მე-3 ნაწილში განხილული იქნება ზოგიერთი მათგანი.
-
-
რა არის ქრისტიანული ნეიტრალიტეტი?იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
45-ე გაკვეთილი
რა არის ქრისტიანული ნეიტრალიტეტი?
იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ „ქვეყნიერების ნაწილი“ არ ყოფილიყვნენ (იოანე 15:19). ეს მითითება იმასაც გულისხმობს, რომ დავიცვათ ნეიტრალიტეტი, ანუ არ ჩავერიოთ პოლიტიკაში და არ მივიღოთ მონაწილეობა ომებში. თუმცა ყოველთვის ადვილი არაა ნეიტრალიტეტის დაცვა. ჩვენი პოზიციის გამო შეიძლება დაგვცინონ კიდეც. ამიტომ ისმის კითხვა: როგორ დავიცვათ ნეიტრალიტეტი და ვუერთგულოთ იეჰოვას?
1. როგორი დამოკიდებულება აქვთ ხელისუფლების მიმართ ნამდვილ ქრისტიანებს?
ქრისტიანები პატივს სცემენ ხელისუფლებას. იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით“. ჩვენც ასე ვიქცევით და ვემორჩილებით ქვეყნის კანონმდებლობას, მაგალითად, ვიხდით გადასახადებს (მარკოზი 12:17). ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ხელისუფლებებს მმართველობის უფლება იეჰოვამ მისცა (რომაელები 13:1). შესაბამისად, გვესმის, რომ ისინი აბსოლუტურ ძალაუფლებას არ ფლობენ. კაცობრიობის პრობლემების გადაჭრის ძალა მხოლოდ ღმერთს და მის ზეციერ სამეფოს შესწევს, ამიტომ იმედს მათზე ვამყარებთ.
2. როგორ ცხადვყოფთ, რომ ნეიტრალური პოზიცია გვიკავია?
ჩვენ არ ვერევით პოლიტიკაში, რადგან არც იესო ერეოდა. მაგალითად, როცა მისი სასწაულის მოწმეებმა იესოს გამეფება მოინდომეს, მან ეს არ დაუშვა (იოანე 6:15). რა იყო ამის მიზეზი? მოგვიანებით იესომ ასეთი რამ თქვა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოანე 18:36). აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც იესოს მიმდევრები, სხვადასხვა სიტუაციაში ნეიტრალურ პოზიციას ვიკავებთ. მაგალითად, მონაწილეობას არ ვიღებთ ომში (წაიკითხეთ მიქას 4:3). ჩვენ არც დროშისთვის პატივის მიგების ცერემონიალში ვმონაწილეობთ, რადგან ეს თაყვანისცემის ტოლფასია, თუმცა არც უპატივცემულობას ვიჩენთ ეროვნული სიმბოლოების მიმართ (1 იოანე 5:21). ამასთანავე, მხარს არ ვუჭერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოსს. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, თუ როგორ ვავლენთ ერთგულებას ღვთის სამეფოსადმი.
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ შეიტყობთ, რა სიტუაციებში შეიძლება გაგვიჭირდეს ნეიტრალიტეტის დაცვა. გაიგებთ იმასაც, თუ როგორ მივიღოთ იეჰოვას მოსაწონი გადაწყვეტილებები.
3. ნამდვილი ქრისტიანები ნეიტრალიტეტს იცავენ
იესომ და მისმა მიმდევრებმა ამ მხრივ კარგი მაგალითი დაგვიტოვეს. წაიკითხეთ რომაელების 13:1, 5—7 და 1 პეტრეს 2:13, 14. შემდეგ ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რატომ ვავლენთ პატივისცემას ხელისუფლების მიმართ?
რით ვაჩვენებთ, რომ ვემორჩილებით მათ?
ომის დროს ზოგი ქვეყანა თითქოსდა ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, რეალურად კი მხარს უჭერს კონფლიქტის ორივე მხარეს. სინამდვილეში, რა არის ნეიტრალიტეტი? წაიკითხეთ იოანეს 17:16. შემდეგ ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რას ნიშნავს ნეიტრალიტეტის დაცვა?
როგორ უნდა მოიქცეთ, როცა ხელისუფლება ისეთი რამის გაკეთებას მოითხოვს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ღვთის კანონთან? წაიკითხეთ საქმეების 5:28, 29. შემდეგ ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
თუ ხელისუფლების დადგენილი კანონი არ ეთანხმება ღვთის კანონს, რომელს უნდა დავემორჩილოთ?
რა სიტუაციებში შეიძლება არ დაემორჩილოს ქრისტიანი ხელისუფლებას?
4. ქრისტიანული ნეიტრალიტეტი ჩვენი დამოკიდებულებებიდან და საქციელიდან უნდა ჩანდეს
წაიკითხეთ 1 იოანეს 5:21. შემდეგ ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რატომ თქვა უარი აიენგემ პარტიის წევრობაზე და პატრიოტულ ცერემონიალში მონაწილეობის მიღებაზე?
თქვენი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო მან?
კიდევ რა სიტუაციებში შეიძლება გაგვიჭირდეს ნეიტრალიტეტის დაცვა? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
როგორ დავიცვათ ნეიტრალიტეტი, როცა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებს ვუყურებთ?
როგორ დავიკავოთ ნეიტრალური პოზიცია მაშინაც კი, როცა პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები უშუალოდ ჩვენზე ახდენს გავლენას?
როგორ შეიძლება იმოქმედონ ჩვენზე გარშემომყოფებმა თუ მასმედიამ?
რა და რა შემთხვევაში უნდა დაიკავოს ქრისტიანმა ნეიტრალური პოზიცია?
ვინმემ შეიძლება გკითხოთ: „რატომ არ ერევით პოლიტიკაში?“.
როგორ უპასუხებთ?
შეჯამება:
ქრისტიანები მაქსიმალურად ცდილობენ, პოლიტიკურად ნეიტრალურები დარჩნენ. ეს ჩანს როგორც მათი დამოკიდებულებებიდან, ისე საუბრიდან და საქციელიდან.
გასამეორებელი კითხვები:
რა ვალდებულება გვაკისრია ხელისუფლების წინაშე?
რატომ უნდა დავიცვათ ნეიტრალიტეტი?
რა სიტუაციებში შეიძლება გაგვიჭირდეს ნეიტრალიტეტის დაცვა?
გაიგეთ მეტი:
რა მსხვერპლზე წასასვლელად უნდა ვიყოთ მზად ნეიტრალიტეტის დასაცავად?
როგორ შეუძლიათ ოჯახებს, წინასწარ მოემზადონ ნეიტრალიტეტის დასაცავად?
რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ სამშობლოს დაცვაზე უფრო ღირებული მიზანიც არსებობს?
გაიგეთ, რა დაგვეხმარება, არ გავხდეთ „ქვეყნიერების ნაწილი“, როცა სამუშაოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ.
„თითოეული თავის სატარებელს ატარებს“ („საგუშაგო კოშკი“, 15 მარტი, 2006)
-