საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rs გვ. 112-გვ. 115
  • გახსენების საღამო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გახსენების საღამო
  • მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • მსგავსი მასალა
  • რატომ უნდა აღვნიშნოთ უფლის გახსენების საღამო?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • უფლის ვახშამი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რატომ აღვნიშნავთ უფლის გახსენების საღამოს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
იხილეთ მეტი
მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
rs გვ. 112-გვ. 115

გახსენების საღამო

განმარტება: შეკრება იესო ქრისტეს სიკვდილის გასახსენებლად, მისი სიკვდილის გახსენების საღამო. ყველა სხვა ადამიანის სიკვდილისგან განსხვავებით, იესოს სიკვდილს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს არის ერთადერთი ღირსსახსოვარი მოვლენა, რომლის აღნიშვნაც იესომ თავის მოწაფეებს დაავალა. მას აგრეთვე უწოდებენ საიდუმლო სერობას და უფლის ვახშამს (1 კორ. 11:20).

რა მნიშვნელობა აქვს გახსენების საღამოს?

თავის ერთგულ მოციქულებს იესომ უთხრა: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკ. 22:19). სულითცხებულ ქრისტიანთა კრების წევრებს მოციქული პავლე სწერდა: „ყოველთვის, როცა ამ პურს შეჭამთ და ამ სასმისს შესვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ მის მოსვლამდე“ (1 კორ. 11:26). გახსენების საღამოს დროს განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება იმაზე, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს იესო ქრისტეს სიკვდილი იეჰოვას განზრახვის განხორციელებაში. აგრეთვე ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ იესოს მსხვერპლს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ახალი შეთანხმებისთვის და მათთვის, ვინც მასთან ერთად იქნება ზეციერ სამეფოში (იოან. 14:2, 3; ებრ. 9:15).

გახსენების საღამო იმასაც შეგვახსენებს, რომ იესოს სიკვდილით განიწმინდა იეჰოვას სახელი. მისი სიკვდილი შეესაბამებოდა განზრახვას, რომლის გაცხადებაც ღმერთმა დაბადების 3:15-დან დაიწყო. იესომ სიკვდილამდე უერთგულა იეჰოვას, რითაც დაამტკიცა, რომ ადამის ცოდვა შემოქმედის შეცდომაზე არ მეტყველებდა და ადამიანს უმძიმესი განსაცდელების დროსაც შეუძლია ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება. იესოს სიკვდილით დამტკიცდა, რომ იეჰოვა სრულყოფილი შემოქმედია და სამართლიანად არის უზენაესი ხელისუფალი. გარდა ამისა, იეჰოვას განზრახვით იესოს მსხვერპლად გაღებული სრულყოფილი სიცოცხლე ადამის შთამომავლების გამოსყიდვას უნდა მომსახურებოდა. ამის წყალობით მილიარდობით მორწმუნე ადამიანს მიეცემოდა სამოთხედქცეულ დედამიწაზე მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა, რითაც გამოვლინდებოდა იეჰოვას უდიდესი სიყვარული მათ მიმართ და შესრულდებოდა მისი თავდაპირველი განზრახვა (იოან. 3:16; დაბ. 1:28).

დედამიწაზე ყოფნის უკანასკნელ ღამეს იესო უზარმაზარ პასუხისმგებლობას გრძნობდა. იესომ იცოდა, რა ჰქონდა ზეციერ მამას განზრახული მასთან დაკავშირებით, მაგრამ მან ისიც იცოდა, რომ გამოცდისას ერთგული უნდა დარჩენილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ შეძლებდა მამის სახელის განწმენდას და კაცობრიობის ხსნას. ამ მოვლენას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და სწორედ ამიტომ უთხრა იესომ მოწაფეებს, რომ მისი სიკვდილი გაეხსენებინათ.

რისი სიმბოლოა პური და ღვინო გახსენების საღამოზე?

გახსენების საღამოს დაწესებისას იესომ მოციქულებს უფუარ პურთან დაკავშირებით უთხრა: „ეს ჩემს სხეულს ნიშნავს“ (მარ. 14:22). პური იესოს უცოდველი ხორციელი სხეულის სიმბოლო იყო. მას მსხვერპლად უნდა გაეღო თავისი სხეული, რათა ადამიანებს მომავალში მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა ჰქონოდათ. გახსენების საღამოზე განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება მათ იმედზე, ვინც ქრისტესთან ერთად იქნება ზეციერ სამეფოში.

როცა ერთგულ მოციქულებს ღვინო გადააწოდა, იესომ თქვა: «ეს ჩემს სისხლს ნიშნავს, „შეთანხმების სისხლს“, რომელიც მრავალთათვის უნდა დაიღვაროს» (მარ. 14:24). ღვინო იესოს სისხლის სიმბოლო იყო. მისი დაღვრილი სისხლი ცოდვების მიტევების შესაძლებლობას მისცემდა ყველას, ვინც რწმენას გამოავლენდა. იესოს უმთავრესად მხედველობაში ჰქონდა ცოდვებისგან მათი განწმენდა, ვინც ზეცაში მისი თანამემკვიდრე იქნებოდა. იესოს სიტყვებიდან აგრეთვე ჩანს, რომ მისი დაღვრილი სისხლის საფუძველზე ძალაში შევიდოდა ახალი შეთანხმება იეჰოვა ღმერთსა და სულითცხებულ ქრისტიანთა კრებას შორის.

იხილეთ აგრეთვე გვერდები 202, 203 („ლიტურგია“).

ვინ უნდა მიიღოს პური და ღვინო?

ვის მისცა იესომ პური და ღვინო, როცა სიკვდილის წინ გახსენების საღამო დააწესა? თერთმეტ ერთგულ მიმდევარს, რომელთაც უთხრა: „შეთანხმებას გიდებთ სამეფოსთვის, როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება“ (ლუკ. 22:29). იქ მყოფთაგან იესო ყველას დაჰპირდა, რომ მასთან ერთად იქნებოდნენ ზეციერ სამეფოში (იოან. 14:2, 3). დღეს პური და ღვინო მხოლოდ მათ უნდა მიიღონ, ვისაც უშუალოდ ეხება ‘შეთანხმება სამეფოსთვის’.

რამდენი ადამიანი იღებს პურსა და ღვინოს? იესომ თქვა, რომ ზეციერ სამეფოში ყოფნის შესაძლებლობა მხოლოდ „მცირე სამწყსოს“ მიეცემოდა (ლუკ. 12:32). მათი სრული რიცხვი 144 000 იქნებოდა (გამოცხ. 14:1—3). „მცირე სამწყსოს“ შევსება უნდა დაწყებულიყო ახ. წ. 33 წლიდან. ამიტომ ლოგიკურია, რომ დღეს ცოტანი უნდა იღებდნენ სიმბოლოებს.

ამტკიცებს იოანეს 6:53, 54 იმას, რომ მარადიული სიცოცხლისთვის ყველამ უნდა მიიღოს პური და ღვინო?

იოან. 6:53, 54: «იესომ უთხრა მათ: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ კაცის ძის ხორცს არ ჭამთ და მის სისხლს არ სვამთ, სიცოცხლე არა გაქვთ თქვენში. ვინც ჩემს ხორცს ჭამს და ჩემს სისხლს სვამს, მარადიული სიცოცხლე აქვს და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს“».

აქ აშკარად არ იგულისხმება პირდაპირი გაგებით ჭამა და სმა, რადგან ეს ღვთის კანონის დარღვევა იქნებოდა (დაბ. 9:4; საქ. 15:28, 29). უნდა აღინიშნოს, რომ იოანეს 6:53, 54-ში ჩაწერილი სიტყვები იესოს არ უთქვამს გახსენების საღამოსთან დაკავშირებით. ამ სიტყვების წარმოთქმის დროს მის მსმენელებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ გახსენების საღამოზე, რომელზეც პური და ღვინო იესოს ხორცისა და სისხლის სიმბოლო იქნებოდა. ამის შემდეგ დაახლოებით ერთი წელი გავიდა გახსენების საღამოს დაწესებამდე. მოციქული იოანე თავის სახარებაში დაახლოებით შვიდი თავის შემდეგ (მე-14 თავში) იწყებს თხრობას იმის შესახებ, რაც გახსენების საღამოს დაწესების დროს მოხდა.

თუ იესო არ გულისხმობდა გახსენების საღამოზე პურისა და ღვინის მიღებას, რა გაგებით უნდა ‘ჭამოს ადამიანმა კაცის ძის ხორცი და სვას მისი სისხლი’? იესომ თქვა, რომ მას, ვინც მის ხორცს შეჭამდა და მის სისხლს დალევდა, „მარადიული სიცოცხლე“ ექნებოდა. ამ მუხლებამდე, მე-40 მუხლში იესომ ხალხს აუხსნა, თუ ღვთის ნების თანახმად რა უნდა გაეკეთებინათ მარადიული სიცოცხლის მისაღებად. რა იყო ღვთის ნება? ამ მუხლში ვკითხულობთ: „მამაჩემის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“. აქედან გამომდინარე, ადამიანმა გადატანითი მნიშვნელობით რომ ‘ჭამოს მისი ხორცი და სვას მისი სისხლი’, უნდა ირწმუნოს, რომ მსხვერპლად გაღებულ მის ხორცსა და სისხლს გამოსყიდვის ძალა აქვს. ასეთი რწმენა მოეთხოვება ყველას, ვინც მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს, იქნება ეს ზეცაში ქრისტესთან ერთად თუ დედამიწაზე სამოთხეში.

წელიწადში რამდენჯერ და როდის უნდა აღინიშნოს გახსენების საღამო?

იესოს კონკრეტულად არ უთქვამს, წელიწადში რამდენჯერ უნდა აღნიშნულიყო ეს მოვლენა. მან უბრალოდ თქვა: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკ. 22:19). პავლემ დაწერა: „ყოველთვის, როცა ამ პურს შეჭამთ და ამ სასმისს შესვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ მის მოსვლამდე“ (1 კორ. 11:26). სიტყვაში „ყოველთვის“ მაინცდამაინც არ იგულისხმება წელიწადში ბევრჯერ. „ყოველთვის“ შეიძლება გავიგოთ როგორც „ყოველწლიურად“, წლიდან წლამდე. წელიწადში რამდენჯერ აღნიშნავენ, მაგალითად, ქორწინების წლისთავს ან ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენებს? ერთხელ, საიუბილეო დღეს. ამავე პრინციპით უნდა მივუდგეთ გახსენების საღამოსაც — მით უმეტეს, რომ იესომ ის იმ დღეს დააწესა, როცა ებრაელებს პასექი ჰქონდათ. ეს იყო ყოველწლიური დღესასწაული, რომლის აღნიშვნაც აღარ მოეთხოვებოდათ გაქრისტიანებულ ებრაელებს.

იეჰოვას მოწმეები გახსენების საღამოს აღნიშნავენ 14 ნისანს, მზის ჩასვლის შემდეგ. ამ დღის გამოსათვლელად ისინი ეყრდნობიან ებრაულ კალენდარს, რომელიც გავრცელებული იყო პირველ საუკუნეში. ებრაელებისთვის დღე იწყებოდა მზის ჩასვლით და გრძელდებოდა მომდევნო საღამომდე, მზის ჩასვლამდე. ამგვარად, ებრაული კალენდრის მიხედვით იესო იმ დღეს მოკვდა, რომელ დღესაც გახსენების საღამო დააწესა. ნისანი იწყებოდა მზის ჩასვლით მას შემდეგ, რაც იერუსალიმში გამოჩნდებოდა ახალი მთვარე გაზაფხულის ბუნიობის რომელიმე უახლოეს დღეს. გახსენების საღამოს თარიღის დასადგენად ამ დღიდან უნდა გადავითვალოთ 14 დღე (გახსენების საღამოს თარიღი შეიძლება არ დაემთხვეს პასექის დღესასწაულს, რომელსაც დღეს ებრაელები აღნიშნავენ. რატომ? მათი კალენდარული თვეების ათვლა იწყება ასტრონომიული ახალმთვარობიდან და არა იერუსალიმში ახალი მთვარის გამოჩენიდან, რაც შეიძლება დაახლოებით 18—30 საათის შემდეგ მოხდეს. გარდა ამისა, დღეს ებრაელთა უმეტესობა პასექს 15 ნისანს აღნიშნავს. ისინი არ აღნიშნავენ მას 14-ში, როგორც ეს იესომ გააკეთა მოსეს კანონის შესაბამისად).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება