-
„მოხედე ამ ვაზს“!საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ივნისი
-
-
როგორც იეჰოვამ შეადარა პირდაპირი გაგებით ისრაელი ვაზს, ისე იესომაც მსგავსი მეტაფორა გამოიყენა. იმ საღამოს, რომელიც ბევრისთვის „საიდუმლო სერობის“ სახელით არის ცნობილი, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მე ჭეშმარიტი ვაზი ვარ, მამაჩემი კი მევენახეა“ (იოანე 15:1). იესომ თავისი მოწაფეები ვაზის ლერწებს შეადარა. როგორც ვაზის ლერწები საზრდოობს ძირითადი ღეროდან, ისე ქრისტეს მოწაფეები უნდა დარჩნენ მასთან ერთობაში. „უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ“, — თქვა იესომ (იოანე 15:5). ვაზი მევენახეს ნაყოფის მისაღებად მოჰყავს, იეჰოვა კი თავისი ხალხისგან სულიერი ნაყოფის გამოღებას მოელის. ამას კმაყოფილება და დიდება მოაქვს ღვთისთვის, მევენახისთვის (იოანე 15:8).
-
-
„მოხედე ამ ვაზს“!საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ივნისი
-
-
‘ბევრი ნაყოფი გამოიღეთ’
„ჭეშმარიტი ვაზის“ სიმბოლური ტოტებით ცხებული ქრისტიანები არიან წარმოდგენილნი. მაგრამ „სხვა ცხვრებიც“ უნდა იყვნენ ქრისტეს „ნაყოფიერი“ მოწაფეები (იოანე 10:16). მათაც შეუძლიათ „ბევრი ნაყოფის“ გამოღება და თავიანთი ზეციერი მამისთვის დიდების მოტანა (იოანე 15:5, 8). იესოს მიერ ჭეშმარიტ ვაზზე მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითი შეგვახსენებს, რომ ხსნა დამოკიდებულია იმაზე, დავრჩებით თუ არა ქრისტესთან ერთობაში და გამოვიღებთ თუ არა კარგ სულიერ ნაყოფს. იესომ თქვა: „თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე ვიცავ მამის მცნებებს და ვრჩები მის სიყვარულში“ (იოანე 15:10).
-