-
დამარხვა, დასამარხი ადგილიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
მეფეთა სამარხი ანუ დავითის სამარხი. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრემ თქვა დავითის შესახებ: „ის მოკვდა და დამარხეს და მისი სამარხი დღემდე ჩვენ შორისაა“ (სქ. 2:29). ეს სიტყვები იმაზე მოწმობს, რომ მეფე დავითის სამარხი ახ. წ. 33 წელს ჯერ კიდევ არსებობდა.
-
-
თავიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
მეთაურობა. თავში აგრეთვე ოჯახის, ტომის, ერისა და ქვეყნის მეთაური იგულისხმება (მსჯ. 11:8; 1სმ. 15:17; 1მფ. 8:1; 1მტ. 5:24). მამამთავარი იგივე პატრიარქია (ბერძ. პატრიარქეს) (სქ. 2:29; 7:8, 9; ებ. 7:4). „სათავეში ყოფნა“ გაძღოლას გულისხმობს (მქ. 2:13). თუ ისრაელი ღმერთს დაემორჩილებოდა, სხვა ერების თავში მოექცეოდა, იმ გაგებით, რომ ვერავინ დაჩაგრავდა და მატერიალური დოვლათიც არ მოაკლდებოდა. უფრო მეტიც, სხვა ერები გახდებოდნენ მისი მოვალენი (კნ. 28:12, 13), ხოლო თუ ისრაელები არ დაემორჩილებოდნენ ღმერთს, თავად ისესხებდნენ ხიზნებისგან, რომლებიც მათი თავები გახდებოდნენ (კნ. 28:43, 44).
-