-
ცხებული, ცხებაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
იესოს მსგავსად, მათაც შეიძლება ეწოდოთ ცხებულები, ვინც იესოს კვალს მიჰყვებიან და წმინდა სულით არიან შობილნი და ცხებულნი (2კრ. 1:21). როგორც უშუალოდ აარონი იყო ცხებული სამღვდელოების თავად, ხოლო მისი ვაჟებიდან არც ერთი არ იყო ზეთით ცხებული, ისე უშუალოდ იესო იყო იეჰოვასგან ცხებული და მისი სულიერი ძმებისგან შემდგარი კრება კი იესო ქრისტეს მეშვეობით გახდა ცხებული, როგორც ჯგუფი (სქ. 2:1—4, 32, 33). ამგვარად, ღმერთმა დანიშნა ისინი, რომ ქრისტესთან ერთად ზეცაში მეფეები და მღვდლები ყოფილიყვნენ (2კრ. 5:5; ეფ. 1:13, 14; 1პტ. 1:3, 4; გმც. 20:6). იოანე მოციქულმა აღნიშნა, რომ წმინდა სულით ცხება ქრისტიანებს ასწავლიდა ყოველივეს (1ინ. 2:27). ის ავალებს მათ ახალი შეთანხმების მსახურებას და ამ საქმისთვის გამოსადეგს ხდის (2კრ. 3:5, 6).
-
-
ზეცად ამაღლებაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
რატომ იყო მნიშვნელოვანი. იესოს ზეცად ამაღლება რამდენიმე მიზეზის გამო იყო მნიშვნელოვანი. მას ნათქვამი ჰქონდა, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო, რათა თავისი მოწაფეებისთვის დამხმარედ წმინდა სული გამოეგზავნა (ინ. 16:7—14). ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოწაფეებზე წმინდა სულის გადმოფრქვევა იმის ნიშანი იყო, რომ იესო წარდგა მამის წინაშე და თავისი გამოსასყიდის საფასური წარადგინა (სქ. 2:33, 38). გარდა ამისა, ზეცად ამაღლების გარეშე ის თავის გამოსასყიდს ვერ წარუდგენდა ღმერთს, რადგან იერუსალიმის ტაძრის წმინდათაწმიდაში კი არ უნდა მიეტანა იგი, არამედ „თვით ზეცაში ... ღვთის სახის წინაშე“ (ებ. 9:24). ამასთანავე, იესო უნდა დანიშნულიყო და განდიდებულიყო, როგორც „დიდი მღვდელმთავარი ... რომელმაც ზეცა გაიარა“ (ებ. 4:14; 5:1—6). პავლე განმარტავს: „ის რომ დედამიწაზე ყოფილიყო, მღვდელი არ იქნებოდა“, მაგრამ იესო „სიდიადის ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში“ და, ამგვარად, „ხალხს უფრო აღმატებული სახით ემსახურება, რადგან ის შუამავალია უკეთესი შეთანხმებისა“ (ებ. 8:1—6). ამიტომ მემკვიდრეობით ცოდვას დაქვემდებარებულ ქრისტიანებს შეუძლიათ თავი იმით ინუგეშონ, რომ ჰყავთ „დამხმარე მამასთან, მართალი იესო ქრისტე“ (1ინ. 2:1; რმ. 8:34; ებ. 7:25).
-