საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყველაფრის ‘აღდგინების ჟამი’ ახლოსაა!
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 სექტემბერი
    • ეს დავალება ვერ შესრულდებოდა რამდენიმე დღის, კვირის ან თვის განმავლობაში. ამისდა მიუხედავად, მოწაფეები დაუყოვნებლივ შეუდგნენ ქადაგებას. მაგრამ მათ აღდგინების ჟამისადმი ინტერესი არ დაუკარგავთ. იერუსალიმში შეკრებილ ხალხთან ამის შესახებ საუბრისას, პეტრემ თქვა: «მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები. რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან და მოგივლინოთ მან იესო ქრისტე, წინასწარ თქვენთვის განკუთვნილი, რომელიც ზეცამ უნდა მიიღოს, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს [„აღდგინების ჟამამდე“ სსგ], რასაც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავისი წმიდა წინასწარმეტყველების პირით» (საქმეები 3:19—21).

  • ყველაფრის ‘აღდგინების ჟამი’ ახლოსაა!
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 სექტემბერი
    • როგორც მოციქულმა პეტრემ მიუთითა იერუსალიმში შეკრებილ ხალხს, იესო „ზეცაში იყო შეკავებული“ (აქ), რაც 1914 წლამდე გრძელდებოდა, ვიდრე იესო სამეფო ძალაუფლებას მიიღებდა და მმართველობას დაიწყებდა, როგორც ღვთის მიერ დანიშნული მეფე. პეტრემ იწინასწარმეტყველა, რომ იმ დროს იეჰოვა ‘მოავლენდა’ თავის ძეს იმ გაგებით, რომ იესოს ნებას მისცემდა, შეესრულებინა თავისი მოვალეობა, როგორც მთავარ ფიგურას ღვთის განზრახვებში. ბიბლია ამ მოვლენას სიმბოლური ენით აღწერს: „და შვა [ღვთის ზეციერმა ორგანიზაციამ] ძე, ვაჟი [ღვთის სამეფო იესო ქრისტეს მმართველობით], რომელმაც უნდა მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით“ (გამოცხადება 12:5).

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება