საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მესია“
  • მესია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მესია
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იესო ქრისტე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბიბლიური თემები საუბრებისთვის
    ბიბლიური თემები საუბრებისთვის
  • მათეს სახარება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ფარისევლები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მესია“

მესია

მომდინარეობს ებრაული ზმნის ფუძიდან მაშახ (წასმა, ცხება) (გმ. 29:2, 7). მესია (მაშიახ) ნიშნავს ცხებულს. მისი ბერძნული შესატყვისია ქრისტოს ანუ ქრისტე (მთ. 2:4, სქ.).

ებრაულ წერილებში მიმღეობა მაშიახ მრავალი ადამიანის მიმართ გამოიყენება. დავითი ოფიციალურად მეფედ სცხეს ზეთით და ამიტომ ეწოდება ცხებული ანუ მესია (2სმ. 19:21; 22:51; 23:1; ფს. 18:50). სხვა მეფეებს, მათ შორის საულსაც და სოლომონსაც, ცხებულები ან იეჰოვას ცხებულები ეწოდებათ (1სმ. 2:10, 35; 12:3, 5; 24:6, 10; 2სმ. 1:14, 16; 2მტ. 6:42; გდ. 4:20). ეს წოდება გამოიყენებოდა მღვდელმთავრისა (ლვ. 4:3, 5, 16; 6:22) და პატრიარქების — აბრაამის, ისაკისა და იაკობის — მიმართ (1მტ. 16:16, 22). ცხებულად არის მოხსენიებული სპარსეთის მეფე კიროსიც, რადგან ღმერთმა მას კონკრეტული მისია დააკისრა (ეს. 45:1; იხ. ცხებული, ცხება).

ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში, კერძოდ, იოანეს 1:41-ში გვხვდება მაშიახის ტრანსლიტერაცია — მესსიას, რომელსაც დართული აქვს განმარტება: «რაც „ქრისტედ“ ითარგმნება» (იხ. აგრეთვე ინ. 4:25). ზოგან ქრისტოს დამოუკიდებლად გვხვდება მესიის, იგივე ცხებულის, ან თვითმარქვია მესიის აღსანიშნავად (მთ. 2:4; 22:42; მრ. 13:21). თუმცა ქრისტოს მეტწილად სახელ იესოსთან დგას (მაგალითად, „იესო ქრისტე“ ან „ქრისტე იესო“), რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ის მესიაა. ზოგ შემთხვევაში „ქრისტე“ სახელის გარეშეა ნახსენები (მაგალითად, „ქრისტე მოკვდა ჩვენთვის“), მაგრამ კონკრეტულად იესო ქრისტეა ნაგულისხმები (რმ. 5:8; ინ. 17:3; 1კრ. 1:1, 2; 16:24; იხ. ქრისტე).

მესია ებრაულ წერილებში. მაშიახში დანიელის 9:25, 26-ში ერთმნიშვნელოვნად მომავალი მესია იგულისხმება (იხ. სამოცდაათი კვირა). მომავალ მესიაზე ებრაული წერილების სხვა მუხლებშიც არის საუბარი, თუმცა მასში მხოლოდ იესო ქრისტე არ იგულისხმება. მაგალითად, ფსალმუნის 2:2-ში მოხსენიებულ ცხებულში პირველ რიგში იგულისხმება მეფე დავითი, რომლის ტახტიდან ჩამოგდებას ფილისტიმელი მეფეები ცდილობდნენ; მეორე რიგში, საქმეების 4:25—27-ის თანახმად, ნაწინასწარმეტყველები მესია — იესო ქრისტე. გარდა ამისა, ბევრი, ვისაც ცხებული ეწოდებოდა, ამა თუ იმ სახით განასახიერებდა იესო ქრისტეს, ხოლო მათი შესრულებული საქმეები — იესოს სამომავლო საქმეებს. ასეთები იყვნენ: დავითი, ისრაელის მღვდელმთავრები და მოსე (ებრ. 11:23—26-ში ქრისტედ წოდებული).

წინასწარმეტყველებები, რომლებშიც სიტყვა „მესია“ არ გვხვდება. ებრაული წერილების ბევრი მუხლი, რომლებშიც მესია არ იხსენიება, ებრაელებმა მესიას მიუსადაგეს. ალფრედ ედერშაიმმა ბიბლიაში 456 მონაკვეთი აღმოაჩინა, რომელსაც „ძველი სინაგოგა მესიას უკავშირებდა“. ამის დასტურად ედერშაიმს უძველესი რაბინული ხელნაწერებიდან 558 მინიშნება მოჰყავს (The Life and Times of Jesus the Messiah, 1906, ტ. I, გვ. 163; ტ. II, გვ. 710—737). მაგალითად, დაბადების 49:10-ში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მთავრის კვერთხი იუდას ტომს ერგებოდა და „შილო“ ამ ტომიდან მოვიდოდა. „შილოს“ მესიასთან აიგივებს „ონკელოსის თარგუმი“, იერუსალიმის თარგუმები და მიდრაში.

ებრაულ წერილებში მრავალი წინასწარმეტყველება დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის მესიის წარმოშობის, მისი გამოჩენის დროის, საქმიანობის, მისდამი სხვების დამოკიდებულებისა და ღვთის განზრახვაში მისი როლის შესახებ. ყველა ეს დეტალი ქმნიდა ერთ საერთო სურათს, რომელიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს მესიის ამოცნობაში დაეხმარებოდა და დაარწმუნებდა, რომ ის ნამდვილად იეჰოვას მიერ გამოგზავნილი წინამძღოლი იყო. მართალია, ებრაელებს წინასწარ არ შეეძლოთ ყველა ამ წინასწარმეტყველების ცხებულთან დაკავშირება, მაგრამ სახარებებიდან კარგად ჩანს, რომ იესოს გამოჩენისას მათ საკმარისი ცოდნა ჰქონდათ მასში მესიის ამოსაცნობად.

რა იყო ცნობილი მესიაზე ახ. წ. პირველ საუკუნეში. ისტორიული ცნობები საერთო სურათს გვიხატავს იმაზე, თუ რა იცოდნენ მესიაზე ებრაელებმა ახალი ერის პირველ საუკუნეში. ამის შესახებ ცნობებს ძირითადად სახარებები გვაწვდის.

მეფე და დავითის ძე. ებრაელები აღიარებდნენ, რომ მესია უნდა ყოფილიყო მეფე დავითის შტოდან. როდესაც ასტროლოგებმა იკითხეს, ახალდაბადებული „იუდეველთა მეფის“ შესახებ, ჰეროდე დიდი მაშინვე მიხვდა, რომ ისინი ქრისტეს გულისხმობდნენ (მთ. 2:2—4). ერთხელ იესომ ჰკითხა ფარისევლებს, ვისი შთამომავალი უნდა ყოფილიყო ქრისტე, მესია. მართალია, რელიგიურ ბელადებს არ სწამდათ იესოსი, მაგრამ ის კი იცოდნენ, რომ მესია დავითის შთამომავალი უნდა ყოფილიყო (მთ. 22:41—45).

ბეთლემში დაბადებული. მიქას 5:2, 4-დან გამომდინარე, „მმართველი ისრაელში“ ბეთლემიდან უნდა გამოსულიყო და „დედამიწის კიდეებს“ უნდა მისწვდომოდა მისი დიდება. ამ წინასწარმეტყველებას მესიას უკავშირებდნენ. როცა ჰეროდე დიდმა უფროს მღვდლებსა და მწიგნობრებს ჰკითხა, სად უნდა დაბადებულიყო მესია, მათ მიუგეს: „იუდეის ბეთლემში“ და მიქას 5:2 დაიმოწმეს (მთ. 2:3—6). მესიის დაბადების ადგილი უბრალო ხალხისთვისაც იყო ცნობილი (ინ. 7:41, 42).

წინასწარმეტყველი, რომელიც მრავალ ნიშანს მოახდენდა. ღმერთს მოსეს მეშვეობით ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა უფრო დიდი წინასწარმეტყველის გამოჩენა (კნ. 18:18). იესოს დროს იუდეველები ამ წინასწარმეტყველის მოლოდინში იყვნენ (ინ. 6:14). პეტრემ იცოდა, რომ მის რელიგიურ მოწინააღმდეგეებსაც კი სჯეროდათ, კანონის 18:18-ში ჩაწერილი მოსეს წინასწარმეტყველება მესიაზე რომ უნდა შესრულებულიყო, რასაც საქმეების 3:22, 23 ადასტურებს. ჭასთან მისულმა სამარიელმა ქალმაც იცოდა, რომ მესია წინასწარმეტყველი უნდა ყოფილიყო (ინ. 4:19, 25, 29). ხალხი მესიისგან ნიშნების მოხდენას ელოდა (ინ. 7:31).

სხვა გავრცელებული შეხედულებები. მართალია ებრაელები მესიის მოლოდინში იყვნენ, მაგრამ ყველას ერთნაირი ინფორმაცია არ ჰქონდა მასზე. მაგალითად, ზოგმა იცოდა, რომ ის ბეთლემში დაიბადებოდა, ზოგმა კი არა (მთ. 2:3—6; ინ. 7:27). ზოგს ეგონა, რომ წინასწარმეტყველი და ქრისტე ორი სხვადასხვა ფიგურა იყო (ინ. 1:20, 21; 7:40, 41). მესიასთან დაკავშირებული ზოგიერთი წინასწარმეტყველება თვით იესოს მოწაფეებსაც არ ესმოდათ, განსაკუთრებით ის წინასწარმეტყველებები, რომლებიც მესიის უარყოფას, წამებას, სიკვდილსა და აღდგომას ეხებოდა (ეს. 53:3, 5, 12; ფს. 16:10; მთ. 16:21—23; 17:22, 23; ლკ. 24:21; ინ. 12:34; 20:9). მაგრამ იესოს მოწაფეებიცა და ისინიც, ვინც ჯერ არ იყო მისი მოწაფე, ებრაულ წერილებში ჩაწერილი ამ წინასწარმეტყველებების არსს ბოლომდე მხოლოდ მათი შესრულებისა და განმარტების მერე ჩასწვდნენ (ლკ. 24:45, 46; სქ. 2:5, 27, 28, 31, 36, 37; 8:30—35). იუდეველების უმეტესობა არ აღიარებდა იმ ფაქტს, რომ მესია უნდა დატანჯულიყო და მომკვდარიყო, ამიტომ პირველი საუკუნის ქრისტიანები ებრაელებთან ქადაგების დროს ამაზე ამახვილებდნენ ყურადღებას (სქ. 3:18; 17:1—3; 26:21—23).

გამტყუნებული მოლოდინი. ლუკას სახარებიდან ჩანს, რომ იმ პერიოდში, როცა იესო ქვეყნიერებას მოევლინა, მრავალი იუდეველი მოუთმენლად ელოდა მესიის გამოჩენას. იმ დროს, როცა ჩვილი იესო ტაძარში მიიყვანეს, სიმონი და სხვა ებრაელები, რომლებიც „ისრაელის ნუგეშისცემას“ და „იერუსალიმის ხსნას“ ელოდნენ, იქ იმყოფებოდნენ (ლკ. 2:25, 38). იოანე ნათლისმცემლის მსახურების დროს ხალხი ქრისტეს, მესიის მოლოდინში იყო (ლკ. 3:15). მაგრამ ბევრს თავისებურად ესმოდა მესიის მოსვლის მიზანი. ებრაულ წერილებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებებიდან ჩანდა, რომ მესია ორ სხვადასხვა როლს შეითავსებდა. ის უნდა ყოფილიყო „თავმდაბალი, ვირზე ... ამხედრებული“, აგრეთვე „ცის ღრუბლებზე“ მომავალი მოწინააღმდეგეთა გასანადგურებლად და ყველა მმართველობის დასამორჩილებლად (ზქ. 9:9; დნ. 7:13). ებრაელები ვერ ხვდებოდნენ, რომ ეს წინასწარმეტყველებები ეხებოდა მესიის ორ სხვადასხვა დროს გამოჩენას.

ებრაული წერილობითი წყაროები ეთანხმება ლუკას 2:38-ში ჩაწერილ აზრს, რომ ხალხი იმ დროს იერუსალიმის ხსნას ელოდა. „იუდაურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „მათ ჰაერივით სჭირდებოდათ აღთქმული მხსნელი დავითის სახლიდან, რომელიც გაათავისუფლებდა საძულველ დამპყრობელთა უღლისგან, ბოლოს მოუღებდა ურჯულო რომაელების ბატონობას და მშვიდობიან მმართველობას დაამყარებდა“ (1976, ტ. VIII, გვ. 508). ებრაელები იესოს გამეფებას ეცადნენ (ინ. 6:15), მაგრამ მოლოდინი გაუმტყუნდათ, უარყვეს იგი.

როგორც ჩანს, იოანე ნათლისმცემელსა და მის მოწაფეებსაც ეგონათ, რომ მესია დედამიწაზე გამეფდებოდა. იოანემ იცოდა, რომ იესო მესია და ღვთის ძე იყო, რადგან თავად ჰქონდა ნანახი და მოსმენილი, როგორ სცხო ის ღმერთმა წმინდა სულით და როგორ დაამოწმა მასზე ზეციდან. იოანეს არ აკლდა რწმენა (მთ. 11:11). ასე რომ, იოანეს კითხვა, „შენა ხარ ის, ვინც მოდის, თუ სხვას ველოდოთ?“, შესაძლოა ამას ნიშნავდა: „შენ გაამართლებ იუდეველთა იმედებს, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“. იესომ პასუხში ყურადღება გაამახვილა თავის საქმეებზე (რაც ნაწინასწარმეტყველები იყო ებრაულ წერილებში). ბოლოს თქვა: „ბედნიერია ის, ვინც არ ბრკოლდება ჩემ გამო“. იესოს ეს პასუხი, რომელიც რწმენისა და გამჭრიახობის საჭიროებაზე ამახვილებდა ყურადღებას, დააკმაყოფილებდა და ანუგეშებდა იოანეს, აგრეთვე დაარწმუნებდა, რომ სწორედ იესო შეასრულებდა ღვთის განზრახვებს (მთ. 11:3; ლკ. 7:18—23). გარდა ამისა, იესოს ზეცად ამაღლებამდე მის მოწაფეებს ეგონათ, რომ ის მაშინვე იხსნიდა ისრაელს უცხოტომელთა ბატონობისგან და დაამყარებდა სამეფოს დედამიწაზე (ძალაუფლებას კვლავ დავითის დინასტიას დაუბრუნებდა) (ლკ. 24:21; სქ. 1:6).

ცრუმესიები. იესოს წინასწარმეტყველებისამებრ მისი სიკვდილის შემდეგ ებრაელები მრავალ ცრუ მესიას გაჰყვნენ (მთ. 24:5). „იოსებ ფლავიუსი გვატყობინებს, რომ პირველ საუკუნეში ტაძრის განადგურებამდე [ახ. წ. 70 წ.] არაერთი მესია გამოჩნდა. ისინი ხალხს რომის ბატონობისგან გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ და მიმდევრებიც ადვილად გაიჩინეს“ (The Jewish Encyclopedia, ტ. X, გვ. 251). მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ბარ კოხბა (ბარ კოზიბა), რომელიც ახ. წ. 132 წელს მესიად და მეფედ აღიარეს. ბარ კოხბას მიერ რომაელთა წინააღმდეგ წამოწყებულ აჯანყებას ათასობით იუდეველი შეეწირა. ცრუმესიების გამოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ებრაელები უფრო მესიის პოლიტიკური როლით იყვნენ დაინტერესებული. ამასთანავე, ისინი ერთ კონკრეტულ მესიას ელოდნენ და არა მაინცდამაინც მესიანურ ეპოქას ან მესიანურ ერს. ზოგი ბარ კოხბას დავითის შთამომავლად მიიჩნევდა, რაც მესიობაზე მის განაცხადს უფრო სარწმუნოს ხდიდა. მაგრამ ახ. წ. 70 წელს გენეალოგიური ჩანაწერების განადგურების შემდეგ, ვერავინ, ვინც მესიის სტატუსზე აცხადებდა პრეტენზიას, ვერ დაასაბუთებდა, რომ დავითის შთამომავალი იყო (აქედან გამომდინარე, მესია ახ. წ. 70 წლამდე უნდა მოსულიყო, როგორც იესო, რათა დაემტკიცებინა, რომ დავითის მემკვიდრე იყო. ამრიგად, ისინი, ვინც დღემდე ელიან დედამიწაზე მესიის გამოჩენას, ცდებიან). მოგვიანებით გამოჩენილ ცრუმესიებს შორის იყო კრეტელი მოსე, რომელიც ირწმუნებოდა, რომ კრეტასა და პალესტინას შორის ზღვას გაყოფდა, და სერენუსი, რომელმაც ბევრ ესპანელ ებრაელს აურია თავგზა. „იუდაურ ენციკლოპედიაში“ მოხსენიებულია 28 ადამიანი, რომელიც ახ. წ. 132—1744 წლებში მესიად ასაღებდა თავს (ტ. X, გვ. 252—255).

იესო — მესიად აღიარებული. სახარებისეულ ცნობებზე დაყრდნობით იესო ნამდვილად მესია იყო. იმ ადამიანებმა, რომლებსაც პირველ საუკუნეში მოწმეების გამოკითხვა და ფაქტების გადამოწმება შეეძლოთ, აღიარეს სახარებებში ჩაწერილი ინფორმაციის უტყუარობა. ისინი იმდენად იყვნენ დარწმუნებული ფაქტების სიზუსტეში, რომ მზად იყვნენ აეტანათ დევნა და თავი გაეწირათ რწმენისთვის, რომელიც სარწმუნო ფაქტებს ეფუძნებოდა. სახარებებიდან ცნობილია, რომ მრავალი სახალხოდ აღიარებდა იესოს ქრისტედ, მესიად (მთ. 16:16; ინ. 1:41, 45, 49; 11:27). იესოს არასდროს უთქვამს მათთვის, რომ ცდებოდნენ. პირიქით, ზოგჯერ თვითონაც ამბობდა, რომ ქრისტე იყო (მთ. 16:17; ინ. 4:25, 26). ხანდახან ის პირდაპირ არ ამბობდა, რომ მესია იყო; ზოგჯერ სხვებს უკრძალავდა ამის გახმაურებას (მრ. 8:29, 30; 9:9; ინ. 10:24, 25). იესო ხალხის გარემოცვაში იყო და მისი მოსმენა თუ დანახვა ყველას შეეძლო, ამიტომ სურდა, რომ ხალხს მოსმენილისა და დანახულის საფუძველზე ერწმუნა იგი. მათ საკუთარი თვალით იხილეს ებრაულ წერილებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებების შესრულება, რაც მათი რწმენის საფუძველი უნდა გამხდარიყო (ინ. 5:36; 10:24, 25; შდრ. ინ. 4:41, 42). მაშასადამე, იესოს შესახებ სახარებებში მოწოდებული ცნობები, ამასთანავე ებრაული წერილები, რომლებშიც ბევრი ეწერა იმაზე, თუ რას გააკეთებდა იგი, ხალხს შესაძლებლობას აძლევდა, მიმხვდარიყვნენ და ერწმუნათ, რომ იესო ნამდვილად მესია იყო (ინ. 20:31; იხ. იესო ქრისტე).

[ჩარჩო]

იესო ქრისტეზე დაწერილი და შესრულებული მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებები

წინასწარმეტყველება მოვლენა შესრულება

დბ. 49:10 დაიბადებოდა იუდას ტომში მთ. 1:2—16;

ლკ. 3:23—33; ებ. 7:14

ფს. 132:11; ეს. 9:7; იქნებოდა დავითის, მთ. 1:1, 6—16; 9:27;

11:1, 10 იესეს ძის შთამომავალი სქ. 13:22, 23; რმ. 1:3; 15:8, 12

მქ. 5:2 დაიბადებოდა ბეთლემში ლკ. 2:4—11; ინ. 7:42

ეს. 7:14 შობდა ქალწული მთ. 1:18—23; ლკ. 1:30—35

იერ. 31:15 მისი დაბადების მთ. 2:16—18

შემდეგ დახოცავდნენ

ბავშვებს

ოს. 11:1 მოუხმობდნენ ეგვიპტიდან მთ. 2:15

მლ. 3:1; 4:5; ეს. 40:3 მოუმზადებდნენ გზას მთ. 3:1—3; 11:10—14;

17:10—13; ლკ. 1:17, 76; 3:3—6;

7:27; ინ. 1:20—23; 3:25—28;

სქ. 13:24; 19:4

ეს. 61:1, 2 მიიღებდა დავალებას ლკ. 4:18—21

ეს. 9:1, 2 მისი მსახურების მთ. 4:13—16

შედეგად ნაფთალისა

და ზებულონის მიწაზე

ხალხი დიდ სინათლეს

იხილავდა

ფს. 78:2 მაგალითებით ილაპარაკებდა მთ. 13:11—13, 31—35

ეს. 53:4 იტვირთავდა ჩვენს სნეულებებს მთ. 8:16, 17

ფს. 69:9 იქნებოდა იეჰოვას მთ. 21:12, 13;

სახლის მოშურნე ინ. 2:13—17

ეს. 42:1—4 როგორც იეჰოვას მსახური, მთ. 12:14—21

არ იკამათებდა ქუჩაში

ეს. 53:1 არ ირწმუნებდნენ ინ. 12:37, 38;

რმ. 10:11, 16

ზქ. 9:9; ფს. 118:26 ჩოჩორზე ამხედრებული მთ. 21:1—9; მრ. 11:7—11;

შევიდოდა იერუსალიმში; ლკ. 19:28—38;

განადიდებდნენ, როგორც ინ. 12:12—15

იეჰოვას სახელით მომავალ

მეფეს

ეს. 28:16; 53:3; უარყოფდნენ, მაგრამ მთავარი მთ. 21:42, 45, 46;

ფს. 69:8; 118:22, 23 ქვაკუთხედი გახდებოდა სქ. 3:14; 4:11; 1პტ. 2:7

ეს. 8:14, 15 გახდებოდა დაბრკოლების ქვა ლკ. 20:17, 18; რმ. 9:31—33

ფს. 41:9; 109:8 უღალატებდა ორგული მთ. 26:47—50;

მოციქული ინ. 13:18, 26—30;

სქ. 1:16—20

ზქ. 11:12 გასცემდნენ 30 ვერცხლად მთ. 26:15; 27:3—10;

მრ. 14:10, 11

ზქ. 13:7 გაიფანტებოდნენ მოწაფეები მთ. 26:31, 56; ინ. 16:32

ფს. 2:1, 2 რომაელი მმართველები მთ. 27:1, 2; მრ. 15:1, 15;

და ისრაელის წინამძღოლები ლკ. 23:10—12; სქ. 4:25—28

იეჰოვას ცხებულის წინააღმდეგ

გაილაშქრებდნენ

ეს. 53:8 გაასამართლებდნენ და მთ. 26:57—68; 27:1, 2, 11—26;

დაგმობდნენ ინ. 18:12—14, 19—24, 28—40;

19:1—16

ფს. 27:12 ცრუმოწმეებს დაუპირისპირებდნენ მთ. 26:59—61;

მრ. 14:56—59

ეს. 53:7 ბრალმდებლების წინაშე მთ. 27:12—14;

ხმას არ ამოიღებდა მრ. 14:61; 15:4, 5;

ლკ. 23:9

ფს. 69:4 უმიზეზოდ მოიძულებდნენ ლკ. 23:13—25;

ინ. 15:24, 25

ეს. 50:6; მქ. 5:1 სცემდნენ და შეაფურთხებდნენ მთ. 26:67; 27:26, 30;

ინ. 19:3

ფს. 22:16 ბოძზე გააკრავდნენ მთ. 27:35; მრ. 15:24, 25;

ლკ. 23:33; ინ. 19:18, 23;

20:25, 27

ფს. 22:18 მის მოსასხამზე წილს იყრიდნენ მთ. 27:35;

ინ. 19:23, 24

ეს. 53:12 შემცოდველებში ჩაითვლებოდა მთ. 26:55, 56; 27:38;

ლკ. 22:37

ფს. 22:7, 8 შეურაცხყოფდნენ ბოძზე გაკრულს მთ. 27:39—43;

მრ. 15:29—32

ფს. 69:21 ძმარსა და ნაღველს მისცემდნენ მთ. 27:34, 48;

მრ. 15:23, 36

ფს. 22:1 ღმერთი მტრების მთ. 27:46;

ხელში დატოვებდა მრ. 15:34

ფს. 34:20; გმ. 12:46 მისი ძვლები არ გადატყდებოდა ინ. 19:33, 36

ეს. 53:5; ზქ. 12:10 განგმირავდნენ მთ. 27:49; ინ. 19:34, 37;

გმც. 1:7

ეს. 53:5, 8, 11, 12 მოწამებრივი სიკვდილით მთ. 20:28; ინ. 1:29;

გამოისყიდდა ცოდვებს რმ. 3:24; 4:25; 1კრ. 15:3;

და ღვთისკენ გზას ებ. 9:12—15; 1პტ. 2:24;

გაუხსნიდა ადამიანებს 1ინ. 2:2

ეს. 53:9 მდიდრებთან დაიმარხებოდა მთ. 27:57—60;

ინ. 19:38—42

ინ. 1:17; 2:10 სამი დღე იქნებოდა

სამარხში და შემდეგ აღდგებოდა მთ. 12:39, 40; 16:21; 17:23; 27:64; 28:1—7;

სქ. 10:40; 1კრ. 15:3—8

ფს. 16:8—11, სქ. აღდგებოდა,

ვიდრე გაიხრწნებოდა სქ. 2:25—31; 13:34—37

ფს. 2:7 წმინდა სულის ცხებისა მთ. 3:16, 17; მრ. 1:9—11;

და აღდგომის შემდეგ ლკ. 3:21, 22; სქ. 13:33;

იეჰოვა თავის ძედ აღიარებდა რმ. 1:4; ებ. 1:5; 5:5

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება