-
„უსწავლელი და უბრალო ადამიანები“საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
-
-
18. როგორ ეხმარებოდნენ ერთმანეთს იერუსალიმში თანაქრისტიანები?
18 იერუსალიმში ახლად ჩამოყალიბებული კრება სწრაფად გაიზარდა, მასში 5 000-ზე მეტი მოწაფე იყო.d მართალია, ისინი ერთმანეთისგან წარმოშობით, განათლებითა თუ სოციალური მდგომარეობით განსხვავდებოდნენ, მაგრამ „ერთ მუშტად [იყვნენ] შეკრული“ — გაერთიანებულნი გონებითა და აზრით (საქ. 4:32; 1 კორ. 1:10). მარტო ლოცვით არ შემოფარგლულან, მოწაფეები ერთმანეთს სულიერად აძლიერებდნენ და, საჭიროების შემთხვევაში, მატერიალურადაც ეხმარებოდნენ (1 იოან. 3:16—18). მაგალითად, იოსებმა, რომელსაც მოციქულებმა ბარნაბა შეარქვეს, მიწის ნაკვეთი გაყიდა და აღებული ფული შორეული ქვეყნებიდან ჩასული ძმების დასახმარებლად გაიღო (თავისთვის არაფერი დაუტოვებია), რათა ახალშეძენილი რწმენის განსამტკიცებლად იერუსალიმში დარჩენა შეძლებოდათ.
-
-
„უსწავლელი და უბრალო ადამიანები“საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
-
-
d ვარაუდობენ, რომ ახ. წ. 33 წელს იერუსალიმში დაახლოებით 6 000 ფარისეველი იყო. რაც შეეხება სადუკეველებს, მათ რაოდენობა ფარისევლებზე ოდნავ მცირე იყო. როგორც ჩანს, ამ მიზეზითაც იყო გამოწვეული იესოს მოძღვრებების გავრცელების მიმართ მათი შიში.
-