საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბოლო დღეები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • იუდეველთა სისტემის ბოლო დღეები. უცხოტომელთა გაქრისტიანებამდე სამწელიწად-ნახევარზე ნაკლები დროით ადრე იესო ქრისტეს ერთგულ ებრაელ მოწაფეებზე წმინდა სული გადავიდა. იმ დროს პეტრემ ახსნა, რომ ამით შესრულდა იოელის წინასწარმეტყველება, და თქვა: „ბოლო დღეებში, — ამბობს ღმერთი, — გადმოვღვრი ჩემს სულს ყველანაირ ხორციელზე ... მაღლა ცაში მოვახდენ საკვირველებებს და დაბლა დედამიწაზე მოვავლენ ნიშნებს, სისხლს, ცეცხლსა და კვამლის ბოლქვებს. მზე დაბნელდება და მთვარე სისხლად იქცევა იეჰოვას დიდი და დიდებული დღის მოსვლამდე“ (სქ. 2:16—20). ამ შემთხვევაში „ბოლო დღეები“ წინ უძღოდა „იეჰოვას დიდ და დიდებულ დღეს“, რომლითაც მთავრდებოდა ბოლო დღეები (შდრ. სფ. 1:14—18; მლ. 4:5; მთ. 11:13, 14; იხ. იეჰოვას დღე). ვინაიდან პეტრე ამ სიტყვებით მიმართავდა იუდეველებსა და იუდეველ პროზელიტებს, მისი სიტყვები უშუალოდ მათ ეხებოდა და ნიშნავდა, რომ ისინი ცხოვრობდნენ იმ დროს არსებული იუდეველთა სისტემის (ამ სისტემაში აგრეთვე შედიოდა თაყვანისმცემლობის ცენტრი იერუსალიმში) ბოლო დღეებში. მანამდე იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურება (ლკ. 19:41—44; 21:5, 6), რაც ახ. წ. 70 წელს შესრულდა.

  • წინასწარმეტყველი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, წინასწარმეტყველების თანახმად, ღვთის სული გადმოვიდა იერუსალიმში მყოფ მოწაფეებზე. შედეგად, ისინი წინასწარმეტყველებდნენ და ხილვებს ხედავდნენ, ანუ ღვთის დიდებული საქმეების შესახებ აუწყებდნენ და შთაგონებით იღებდნენ ცოდნას ღვთის ძისა და იმის შესახებ, თუ რას ნიშნავდა ეს ყოველივე მათი მსმენელისთვის (სქ. 2:11—40). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინასწარმეტყველებაში მხოლოდ მომავლის წინასწარ გაცხადება არ იგულისხმება. მოციქულმა პავლემ თქვა, რომ ის, „ვინც წინასწარმეტყველებს, ადამიანებს ელაპარაკება აღსაშენებლად, გასამხნევებლად და ნუგეშსაცემად“. წინასწარმეტყველებას ის ყველა ქრისტიანისთვის მართებულ და სასურველ მიზნად მიიჩნევდა. უცხო ენებზე ლაპარაკი ნიშანი იყო ურწმუნოთათვის, წინასწარმეტყველება კი ნიშანი — მორწმუნეთათვის. თუმცა წინასწარმეტყველება ქრისტიანულ შეხვედრაზე მოსულ ურწმუნოსაც გამოადგებოდა, რადგან ის ამხელდა მას, განსჯიდა და „მისი გულის საიდუმლოებს“ ცხადს გახდიდა (1კრ. 14:1—6, 22—25). აქედანაც ჩანს, რომ ქრისტიანულ კრებაში წინასწარმეტყველება, ძირითადად, მომავლის წინასწარმეტყველებით არ შემოიფარგლებოდა. ის უმეტესწილად ეხებოდა აწმყოს, თუმცა აშკარა იყო, რომ ზებუნებრივი ავტორისგან, ღვთისგან მომდინარეობდა. პავლემ თანაქრისტიანებს დაანახვა, რომ კრებაში წინასწარმეტყველებისას მნიშვნელოვანი იყო წესრიგის დაცვა და თავშეკავების გამოვლენა, რათა ყველას ესწავლა და გამხნევებულიყო (1კრ. 14:29—33).

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება