საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g20 № 3 გვ. 6-7
  • იყავით თანამგრძნობი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იყავით თანამგრძნობი
  • გამოიღვიძეთ! — 2020
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • პრობლემა
  • ბიბლიური პრინციპი
  • რაში გვეხმარება თანაგრძნობა?
  • როგორ უნდა მოიქცეთ?
  • სიბრალული გულკეთილობასა და თანაგრძნობას გვასწავლის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • თანაგრძნობის გამოვლენა
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
  • თანაგვიგრძნობს ღმერთი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2018
  • ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა
    გამოიღვიძეთ! — 2019
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2020
g20 № 3 გვ. 6-7
თვითმფრინავში თეთრკანიანი და სიქი მამაკაცი ერთმანეთის გვერდიგვერდ სხედან. მათ სიამოვნებთ ერთმანეთთან ურთიერთობა.

იყავით თანამგრძნობი

პრობლემა

თუ მხოლოდ იმაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომ სხვები ჩვენგან განსხვავდებიან, ეს შეიძლება მათ ნაკლად მივიჩნიოთ და ზემოდან დავუწყოთ ყურება. ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ხელს შეგვიშლის თანაგრძნობის გამოვლენაში. თუ გიჭირთ სხვების თანაგრძნობა, ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ წინასწარშექმნილი აზრის ტყვეობაში ხართ, რაც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.

ბიბლიური პრინციპი

„მოხარულებთან იხარეთ, მოტირალებთან იტირეთ“ (რომაელები 12:15).

დასკვნა: ამ პრინციპიდან ჩანს, რომ თანამგრძნობები უნდა ვიყოთ, ანუ საკუთარი თავი სხვის ადგილას წარმოვიდგინოთ და მათი გრძნობები გავიზიაროთ.

რაში გვეხმარება თანაგრძნობა?

როცა თანაგრძნობას ვავლენთ, სხვებთან ბევრ საერთოს ვპოულობთ; ვხვდებით, რომ მათაც ჩვენნაირი გრძნობები აქვთ და ჩვენსავით რეაგირებენ; იმასაც ვაცნობიერებთ, რომ წარმომავლობის მიუხედავად ყველა ერთ დიდ ოჯახს მივეკუთვნებით. თუ დავაკვირდებით, სხვებთან რა გვაქვს საერთო, ნაკლებად გაგვიჩნდება მათი განსჯის სურვილი.

თანაგრძნობა სხვების მიმართ პატივისცემით განგვაწყობს. ანა-მარია, რომელიც სენეგალში ცხოვრობს, ზემოდან უყურებდა დაბალი კასტის ხალხს. ის გვიხსნის, როგორ დაეხმარა თანაგრძნობა დამოკიდებულების შეცვლაში: „როცა დავინახე, რამდენ რამეს უძლებდა ეს ხალხი, თავი მათ ადგილას წარმოვიდგინე და მივხვდი, რომ არაფრით ვიყავი მათზე უკეთესი და არც არაფრით ვუპირატესობდი“. რაც მეტად შევალთ სხვების მდგომარეობაში, მით მეტად თანავუგრძნობთ მათ და ნაკლებად კრიტიკულები ვიქნებით.

როგორ უნდა მოიქცეთ?

ეცადეთ, ყურადღება იმაზე კი არ გაამახვილოთ, თუ რით განსხვავდებიან სხვები თქვენგან, არამედ იმაზე, თუ რა საერთო გაქვთ. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რას გრძნობენ ისინი, როცა . . .

თუ თანამგრძნობები ვიქნებით, გაგვიადვილდება, ყველა ერთი დიდი ოჯახის წევრად მივიჩნიოთ.

  • ოჯახთან ერთად სადილობენ.

  • დამქანცველი დღის ბოლოს სახლში ბრუნდებიან.

  • მეგობრებთან ერთად დროს ატარებენ.

  • საყვარელ მუსიკას უსმენენ.

შეეცადეთ, მათ ადგილას დააყენოთ თავი. დაფიქრდით:

  • რას ვიგრძნობდი, თუ სხვები ჩემს ღირსებას გათელავდნენ?

  • რას ვიგრძნობდი, თუ ისეთი ადამიანები განმსჯიდნენ, რომლებიც საერთოდ არ მიცნობენ?

  • როგორ მოპყრობას ვისურვებდი, თუ იმ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ვიქნებოდი, რომელთა მიმართაც ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს?

იგივე მამაკაცები ერთმანეთს ფოტოებს აჩვენებენ. მათ არც ისე ცოტა რამ აქვთ საერთო, ორივეს ჰყავს ოჯახი, დაკავებულები არიან სპორტით და აქვთ სამუშაო.

ნამდვილი ამბავი: რობერტი (სინგაპური)

„ადრე მეგონა, რომ სმენადაქვეითებული ხალხი უცნაურები, განუვითარებლები და ზედმეტად მგრძნობიარეები იყვნენ, ამიტომ თავს ვარიდებდი. თუმცა არ ვთვლიდი, რომ წინასწარშექმნილი აზრი მქონდა და ამით ვინმეს ზიანს ვაყენებდი.

წინასწარშექმნილი აზრისგან მას შემდეგ გავთავისუფლდი, რაც თანაგრძნობით მოვეკიდე ამ ხალხს. ადრე ვფიქრობდი, რომ ლაპარაკის დროს უაზროდ მაშტერდებოდნენ. ამიტომაც დავასკვენი, რომ გონებრივად ჩამორჩენილები იყვნენ. ერთხელ ვეცადე, წარმომედგინა, მე როგორ ვიგრძნობდი თავს მათ ადგილას. რა თქმა უნდა, ასეთ დროს მეც გაკვირვებული დავუწყებდი ყურებას. სასმენი აპარატიც რომ მქონოდა, მაინც უცნაური გამომეტყველება მექნებოდა და დავიძაბებოდი, ოღონდ კი რამე გამეგო.

როცა სმენადაქვეითებულების ადგილას წარმოვიდგინე თავი, სრულიად შევიცვალე მათდამი დამოკიდებულება“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება