-
„ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 ივლისი
-
-
„ნუ იძიებთ შურს“
15. რომაელების 12:19-ის თანახმად, რა მიზეზით უნდა მოვერიდოთ სამაგიეროს გადახდას?
15 პავლე კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს, თუ რატომ არ უნდა მივუზღათ ადამიანს სამაგიერო. ასეთი საქციელი მოკრძალებაზე მეტყველებს. პავლე ამბობს: «ნუ იძიებთ შურს, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით ღვთის რისხვას, რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“» (რომაელები 12:19). ქრისტიანი, რომელიც ცდილობს შური იძიოს, კადნიერებას ავლენს. ის საკუთარ თავზე იღებს იმას, რაც ღმერთმა უნდა გააკეთოს (მათე 7:1). ასეთი ადამიანი ცხადყოფს, რომ არ ენდობა იეჰოვას სიტყვებს: „მე მივუზღავ“. ჭეშმარიტ ქრისტიანებს კი სწამთ, რომ იეჰოვა „გაუჩენს სამართალს თავის რჩეულებს“ (ლუკა 18:7, 8; 2 თესალონიკელები 1:6—8). ისინი შურისძიებას იეჰოვას ანდობენ, რაც მოკრძალების მაჩვენებელია (იერემია 30:23, 24; რომაელები 1:18).
-
-
„ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 ივლისი
-
-
18. რატომ არის სამაგიეროს გადახდისგან თავის შეკავება სწორი საქციელი და, ამავე დროს, სიყვარულისა და მოკრძალების მაჩვენებელი?
18 რომაელების მე-12 თავის მიმოხილვიდან დავინახეთ რამდენიმე სერიოზული მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გადავუხადოთ სხვას სამაგიერო. პირველი მიზეზი ისაა, რომ ეს სწორი საქციელია. თუ გავითვალისწინებთ იეჰოვას მიერ ჩვენდამი გამოვლენილ თანაგრძნობას, სწორიცაა და გონივრულიც, რომ შევწიროთ მას მსხვერპლად ჩვენი თავი და დავემორჩილოთ მის მითითებას — გვიყვარდეს ჩვენი მტრები. მეორე მიზეზი ისაა, რომ სამაგიეროს გადახდისგან თავის შეკავება სიყვარულის მაჩვენებელია. თუ ასე მოვიქცევით და მშვიდობას შევინარჩუნებთ, შეიძლება სასტიკი მოწინააღმდეგეებიც კი იეჰოვას თაყვანისმცემლები გახდნენ. მესამე მიზეზია ის, რომ სამაგიეროს გადახდაზე უარის თქმა ჩვენს მოკრძალებაზე მეტყველებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კადნიერებას გამოვავლენთ, რადგან იეჰოვა ამბობს: „ჩემია შურისძიება“. ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს: „სადაც კადნიერებაა, იქ დამცირებაც მოვა, სიბრძნე კი მოკრძალებულებთანაა“ (იგავები 11:2). თუ ღმერთს მივანდობთ შურისძიებას, ამით მოკრძალებას გამოვავლენთ.
-