-
როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებებიიხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
5. გაუფრთხილდით სხვების სინდისს
ჩვენ ყოველთვის ერთნაირ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ამიტომ ისმის კითხვა: როგორ გავუფრთხილდეთ სხვების სინდისს? განვიხილოთ ორი სიტუაცია:
1) და, რომელიც მკვეთრ მაკიაჟს იკეთებს, გადადის კრებაში, სადაც სხვა დებს ეს თვალში ხვდებათ.
წაიკითხეთ რომაელების 15:1 და 1 კორინთელების 10:23, 24; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
ამ მუხლებიდან გამომდინარე, როგორ შეუძლია ამ დას, მოიქცეს? თქვენ როგორ მოიქცევით, თუ ვინმეს სინდისი არ აძლევს იმის გაკეთების უფლებას, რასაც თქვენ აკეთებთ?
2) ძმამ იცის, რომ ბიბლია არ კრძალავს ალკოჰოლური სასმელების ზომიერად დალევას. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილი აქვს, საერთოდ არ დალიოს. მას ეპატიჟებიან ისეთ ადგილას, სადაც თანაქრისტიანები ალკოჰოლს სვამენ.
წაიკითხეთ ეკლესიასტეს 7:16 და რომაელების 14:1, 10; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
ამ მუხლებიდან გამომდინარე, როგორ შეუძლია ამ ძმას, მოიქცეს? თქვენ როგორ მოიქცევით, თუ ხედავთ, რომ ვინმე ისეთ რამეს აკეთებს, რისი გაკეთების უფლებასაც თქვენ სინდისი არ გაძლევთ?
როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები
1) სთხოვეთ იეჰოვას დახმარება, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ (იაკობი 1:5).
2) მოიძიეთ სახელმძღვანელო პრინციპები ბიბლიასა და მასზე დაფუძნებულ ლიტერატურაში. რჩევისთვის შეგიძლიათ გამოცდილ ქრისტიანსაც მიმართოთ.
3) იფიქრეთ, როგორ იმოქმედებს თქვენი გადაწყვეტილება როგორც თქვენს, ისე სხვების სინდისზე.
-
-
როგორ შევუწყოთ ხელი ოჯახის ბედნიერებას (1-ლი ნაწილი)იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
6. თქვენ შეძლებთ პრობლემების მოგვარებას
იდეალური ქორწინება არ არსებობს. ამიტომ წყვილებმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ პრობლემების მოსაგვარებლად. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
საიდან ჩანდა, რომ ამ წყვილს უწინდებური სიახლოვე აღარ ჰქონდა?
რა გააკეთეს მათ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა განემტკიცებინათ?
წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:24 და კოლოსელების 3:13; თითოეული მუხლის წაკითხვის შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როგორ დაეხმარება ამ მუხლში მოცემული რჩევა მეუღლეებს, განამტკიცონ ერთმანეთთან ურთიერთობა?
ბიბლიაში წერია, რომ პატივს უნდა ვცემდეთ ერთმანეთს. ეს იმასაც გულისხმობს, რომ სხვებს კეთილად და თავაზიანად მოვექცეთ. წაიკითხეთ რომაელების 12:10 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
ერთმანეთს უნდა ელოდებოდეს ცოლ-ქმარი, ვინ პირველი გამოავლენს პატივისცემას? რატომ ფიქრობთ ასე?
-
-
რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ როგორ გამოვიყურებითიხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
ყველას განსხვავებული გემოვნება გვაქვს. ამაზე ისიც მეტყველებს, რას ვიცვამთ და როგორ გამოვიყურებით. ბიბლიაში მოცემული რამდენიმე პრინციპი დაგვეხმარება, იეჰოვასაც ვასიამოვნოთ და გემოვნებითაც ჩავიცვათ. მოდი განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
1. რა პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ?
ჩვენ „მოკრძალებული და გონივრულად შერჩეული წესიერი ტანსაცმელი“ უნდა გვეცვას და ისე გამოვიყურებოდეთ, „როგორც ღვთისმოშიშ . . . [ადამიანებს] შეჰფერით“ (1 ტიმოთე 2:9, 10). მოდი განვიხილოთ ეს ოთხი პრინციპი: 1) ჩვენ „მოკრძალებულად“ უნდა გვეცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ჩავიცვათ გამომწვევი ტანსაცმელი და არც ისე გამოვიყურებოდეთ, რომ ყურადღების ცენტრში მოვექცეთ; 2) სამოსი „გონივრულად“ უნდა შევარჩიოთ, რაც იქიდან გამოჩნდება, თუ არ მივყვებით მოდის ყველა ტრენდს; 3) ჩვენ „წესიერი ტანსაცმელი“ უნდა გვეცვას. ალბათ შეგინიშნავთ, რომ კრების შეხვედრაზე ყველას თავისი გემოვნებით აცვია, თუმცა მათი ჩაცმულობაც და ვარცხნილობაც იმაზე მოწმობს, რომ პატივს სცემენ ღმერთს; 4) ჩვენ ისე უნდა გამოვიყურებოდეთ, „როგორც ღვთისმოშიშ . . . [ადამიანებს] შეჰფერით“. ამ შემთხვევაში სხვებიც შენიშნავენ, რომ ჭეშმარიტ ღმერთს ვცემთ თაყვანს (1 კორინთელები 10:31).
2. რატომ უნდა გავითვალისწინოთ თანაქრისტიანები?
მართალია, ყველას გვაქვს უფლება, თავად გადავწყვიტოთ, რა ჩავიცვათ, მაგრამ მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ, როგორ იმოქმედებს ჩვენი ჩაცმის სტილი სხვებზე. ჩვენ მხედველობაში ვიღებთ მათ გრძნობებს და ვითვალისწინებთ ბიბლიურ რჩევას: „თითოეული ჩვენგანი უნდა ცდილობდეს, რომ აამოს თავის მოყვასს მისდა სასიკეთოდ და აღსაშენებლად“ (წაიკითხეთ რომაელების 15:1, 2).
3. რა შემთხვევაში შეიძლება ჩვენმა ჩაცმულობამ სხვებს იეჰოვას გაცნობის სურვილი აღუძრას?
მართალია, ყოველთვის ვცდილობთ, რომ სიტუაციის შესაფერისად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას მაშინ ვაქცევთ, როცა კრების შეხვედრებს ვესწრებით და სამქადაგებლო საქმეში ვმონაწილეობთ. არ გვინდა, რომ ქადაგების დროს ჩვენი ჩაცმულობით მსმენელს ყურადღება გავუფანტოთ. პირიქით, გვსურს, მიმზიდველად წარმოვაჩინოთ „ჩვენი მხსნელი ღვთის მოძღვრება“ (ტიტე 2:10).
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ შეიტყობთ, როგორ განვსაზღვროთ, გამოვიყურებით თუ არა ქრისტიანისთვის შესაფერისად.
ჩაცმულობით ცხადვყოფთ, პატივს ვცემთ თუ არა უფლებამოსილ პირებს. მართალია, მათგან განსხვავებით იეჰოვა გულს ხედავს, მაგრამ მაინც მოელის, რომ მისადმი პატივისცემას ჩვენი ჩაცმულობითაც გამოვიჩენთ.
4. იეჰოვასადმი პატივისცემას ვიჩენთ, თუ ღირსეულად გამოვიყურებით
უმთავრესად, რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ როგორ გამოვიყურებით? წაიკითხეთ ფსალმუნის 47:2 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენს ჩაცმულობაზე იმან, რომ იეჰოვას მსახურები ვართ?
თქვენი აზრით, უნდა დავფიქრდეთ, როგორ გამოვიყურებით, როცა კრების შეხვედრებს ვესწრებით ან სამქადაგებლო საქმეში ვმონაწილეობთ? ახსენით.
5. როგორ მივიღოთ ღვთისმოსაწონი გადაწყვეტილება
მნიშვნელობა არ აქვს, ძვირფასი ტანსაცმელი გვაცვია თუ არა, ჩვენ სუფთად და სიტუაციის შესაბამისად უნდა გამოვიყურებოდეთ. წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:24 და 1 ტიმოთეს 2:9, 10. შემდეგ იმსჯელეთ, რატომ არ უნდა ჩავიცვათ . . .
ზედმეტად თავისუფალი ან დაუდევარი სტილის ტანსაცმელი
გამომწვევი ტანსაცმელი, მაგალითად, მოტმასნილი და ამოღებული
მართალია, ქრისტიანებს მოსეს კანონის დაცვა არ მოგვეთხოვება, მაგრამ ამ კანონიდან იეჰოვას თვალსაზრისის დანახვა შეგვიძლია. წაიკითხეთ კანონის 22:5 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რატომ არ უნდა გამოვიყურებოდეთ ისე, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს დავემსგავსოთ?
წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:32, 33 და 1 იოანეს 2:15, 16; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რატომ უნდა გავითვალისწინოთ როგორც თანაქრისტიანების, ისე სხვების გრძნობები?
როგორი ჩაცმის სტილია გავრცელებული იქ, სადაც ცხოვრობთ?
თქვენი აზრით, მისაღებია ასეთი სტილი ქრისტიანისთვის? ახსენით.
არჩევანი დიდი გვაქვს, რომ იეჰოვას მოსაწონად გამოვიყურებოდეთ.
ზოგი ამბობს: „ჩემი გადასაწყვეტია, რას ჩავიცვამ“.
თქვენ რას ფიქრობთ?
შეჯამება:
თუ ღირსეულად გამოვიყურებით, იეჰოვას მიმართაც ვიჩენთ პატივისცემას და გარშემომყოფების მიმართაც.
გასამეორებელი კითხვები:
რატომაა იეჰოვასთვის მნიშვნელოვანი ის, თუ როგორ გამოვიყურებით?
რა პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, როცა ჩაცმის ან ვარცხნილობის სტილს ვირჩევთ?
როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენმა ჩაცმულობამ მათზე, ვინც არ არიან იეჰოვას მოწმეები?
გაიგეთ მეტი:
როგორ შთაბეჭდილებას ვუქმნით სხვებს ჩვენი ჩაცმულობით?
გაიგეთ, რაზე უნდა დაფიქრდეთ, სანამ ტატუს გაკეთებას გადაწყვეტთ.
შეიტყვეთ, რომელი პრინციპები დაგეხმარებათ ჩაცმის სტილის არჩევისას.
„განადიდებთ ღმერთს თქვენი ჩაცმულობით?“ („საგუშაგო კოშკი“, სექტემბერი, 2016)
გაიგეთ, რა დაეხმარა ერთ ქალბატონს, პატივი ეცა სხვების არჩევანისთვის.
„ჩაცმულობა და გარეგნობა ჩემთვის დაბრკოლების ლოდი იყო“ („გამოიღვიძეთ!“, 8 იანვარი, 2004)
-