საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გლოვა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • გლოვა და მარხვა აზრს მოკლებულია, თუ ადამიანი იეჰოვას სიტყვას არ ემორჩილება (ზქ. 7:2—7). „ღვთისმოსაწონი დანაღვლიანება წარმოშობს მონანიებას ხსნისთვის“. ასე ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ ნაღვლიანდება, როცა ესმის, რომ ღვთის წინააღმდეგ შესცოდა. ის ითხოვს პატიებას და აღარ უბრუნდება ცოდვილ გზას. „ქვეყნიური დანაღვლიანება კი სიკვდილს წარმოშობს“. შეიძლება ადამიანი იმიტომ წუხდეს, რომ მისი დანაშაული გამოაშკარავდა და რეპუტაცია შეელახა, მაგრამ არ ჰქონდეს ღვთისგან პატიების მიღების სურვილი (2კრ. 7:10, 11). მაგალითად, როცა ესავი ეგოისტურად ცდილობდა პირმშოობის დაბრუნებას, მისმა ცრემლებმა საერთოდ არ იმოქმედა ისაკსა და ღმერთზე (ებ. 12:16, 17).

  • მონანიება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • ღვთისმოსაწონი და არა ქვეყნიური დანაღვლიანება. კორინთელებისთვის მიწერილ მეორე წერილში მოციქული პავლე მოიხსენიებს ღვთისმოსაწონ დანაღვლიანებას, რომელიც ამ კრების წევრებში პავლეს პირველ წერილში ჩაწერილმა შეგონებამ წარმოშვა (2კრ. 7:8—13). მართალია, თავიდან ინანა (მეტამელომე), რომ მკაცრი სიტყვები მისწერა და დაანაღვლიანა ისინი, მაგრამ გული გაუკეთდა მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ მისმა შეგონებამ ღვთისმოსაწონი დანაღვლიანება და არასწორი დამოკიდებულებისა და საქციელის გამო გულწრფელი სინანული (მეტანეა) წარმოშვა. მან იცოდა, რომ მისი სიტყვებით გამოწვეული დანაღვლიანება მათთვის სასიკეთო აღმოჩნდა და არა საზიანო. მონანიებისკენ აღმძვრელი დანაღვლიანება არც მათთვის უნდა გამხდარიყო სინანულის მიზეზი, რადგან ეს მათ ხსნას მოემსახურებოდა. ამგვარად ისინი არ ჩამოშორდებოდნენ და არ განუდგებოდნენ ჭეშმარიტებას და არ დაკარგავდნენ მარადიული სიცოცხლის იმედს. პავლემ ღვთისმოსაწონი დანაღვლიანება სიკვდილის წარმომშობ „ქვეყნიურ დანაღვლიანებას“ დაუპირისპირა, რომელსაც საფუძვლად ღვთისა და სიმართლის სიყვარული და რწმენა არ უდევს. ქვეყნიურ სინანულს წარმოშობს წარუმატებლობა, გულგატეხილობა, დანაკარგი, სასჯელი და სირცხვილი (შდრ. იგ. 5:3—14, 22, 23; 25:8—10). მას ხშირად თან ახლავს გაბოროტება, გულისწყრომა და შური. ასეთი დანაღვლიანება ხანგრძლივ სასიკეთო შედეგს არ იძლევა, არც გაუმჯობესებას ემსახურება და არც იმედს აღძრავს (შდრ. იგ. 1:24—32; 1თს. 4:13, 14). ეს არის ცოდვის მწარე შედეგების გამო სინანული და არა თავად ცოდვითა და ღვთის სახელისთვის მიყენებული შეურაცხყოფით გამოწვეული წუხილი (ეს. 65:13—15; იერ. 6:13—15, 22—26; გმც. 18:9—11, 15, 17—19; შდრ. ეზკ. 9:4).

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება