საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ ეწევა ორგანიზება ქრისტიანულ კრებას
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
    • იეჰოვას უყვარს წესრიგი (1 კორინთელები 14:33). ამიტომ ლოგიკურია, რომ იგი თავისი ხალხის საქმიანობასაც გაუწევდა ორგანიზებას. როგორ ეწევა ორგანიზება ქრისტიანულ კრებას? ჩვენ როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ წესრიგს კრებაში?

      1. ვინაა კრების წინამძღოლი?

      ბიბლიიდან ვიგებთ, რომ კრების თავი ანუ წინამძღოლი ქრისტეა (ეფესოელები 5:23). ის ზეციდან ხელმძღვანელობს მთელ მსოფლიოში ღვთის ხალხის საქმიანობას. იესომ დანიშნა „ერთგული და გონიერი მონა“, რომელსაც დღეს „ხელმძღვანელ საბჭოსაც“ ვუწოდებთ. ამ საბჭოში რამდენიმე გამოცდილი უხუცესი მსახურობს (წაიკითხეთ მათეს 24:45—47). პირველ საუკუნეში იერუსალიმში იყვნენ მოციქულები და უხუცესები, რომლებიც ქრისტიანულ კრებას მითითებებს აძლევდნენ. მსგავსად, დღეს ხელმძღვანელი საბჭო ზრუნავს იმაზე, რომ მთელ მსოფლიოში არსებულმა კრებებმა საჭირო მითითებები მიიღონ (საქმეები 15:2). ისინი არ არიან ჩვენი წინამძღოლები. ეს მამაკაცები ღვთის სიტყვას მიმართავენ ხელმძღვანელობისთვის და იესოს ემორჩილებიან როგორც კრების წინამძღოლს.

      2. რა პასუხისმგებლობა აკისრიათ უხუცესებს?

      უხუცესები მოწიფული ქრისტიანი მამაკაცები არიან, რომლებიც იეჰოვას ხალხს ღვთის სიტყვას ასწავლიან, მხარში უდგანან და ამხნევებენ. ამ საქმისთვის ისინი ანაზღაურებას არ იღებენ. პირიქით, უხუცესები ღვთის ხალხს ემსახურებიან „ხალისით, როგორც ღმერთს სურს, არა გამორჩენის მიზნით, არამედ მზადყოფნით“ (1 პეტრე 5:1, 2). უხუცესებს დიდ დახმარებას უწევენ მომსახურეები. თუ ისინი დროთა განმავლობაში დააკმაყოფილებენ უხუცესად მსახურებისთვის საჭირო მოთხოვნებს, შესაძლოა მათ ეს პასუხისმგებლობაც მიენდოთ.

      ხელმძღვანელი საბჭო ზოგიერთ უხუცესს სარაიონო ზედამხედველად ნიშნავს. ისინი კრებებს ინახულებენ, მითითებებს აძლევენ და ამხნევებენ. გარდა ამისა, სარაიონო ზედამხედველები კრებებში ნიშნავენ უხუცესებს და მომსახურეებს, რომლებიც შეესაბამებიან ბიბლიურ მოთხოვნებს (1 ტიმოთე 3:1—10, 12; ტიტე 1:5—9).

      3. რა პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ იეჰოვას მოწმეს?

      თითოეული იეჰოვას მოწმე ადიდებს ღვთის სახელს — შეძლებისდაგვარად მონაწილეობს კრების შეხვედრებსა და სამქადაგებლო საქმეში (წაიკითხეთ ფსალმუნის 148:12, 13).

      გაიღრმავეთ ცოდნა

      ქვემოთ შეიტყობთ, როგორი წინამძღოლია იესო და როგორ ცდილობენ უხუცესები, მიჰბაძონ მას. გაიგებთ იმასაც, ჩვენ როგორ მივყვეთ იესოს ხელმძღვანელობას და ვითანამშრომლოთ უხუცესებთან.

      4. იესო გულისხმიერი წინამძღოლია

      გაიგეთ, რისკენ მოგვიწოდებს იესო. წაიკითხეთ მათეს 11:28—30 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

      • როგორი წინამძღოლია იესო და რისი გაკეთება სურს ჩვენთვის?

      როგორ ჰბაძავენ უხუცესები იესოს? ნახეთ ვიდეო.

      ვიდეო: „უხუცესები მხარში უდგანან ნეპალში მიწისძვრით დაზარალებულ და-ძმებს“ (4:56)

      ბიბლიიდან ნათლად ჩანს, როგორ უნდა შეასრულონ უხუცესებმა თავიანთი დავალება.

      წაიკითხეთ ესაიას 32:2 და 1 პეტრეს 5:1—3; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

      • რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ფიქრობთ, რომ უხუცესები იესოს ჰბაძავენ და ცდილობენ და-ძმების გამხნევებას?

      • კიდევ როგორ ჰბაძავენ უხუცესები იესოს?

      5. უხუცესები მაგალითს გვაძლევენ

      როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ უხუცესებს თავიანთი პასუხისმგებლობის მიმართ? რას მოელის იესო მათგან? ნახეთ ვიდეო.

      ვიდეო: „უხუცესებო, უხელმძღვანელეთ სამწყსოს!“ (7:39)

      წაიკითხეთ მათეს 23:8—12 და გაიგეთ, რა თქვა იესომ მათზე, ვისაც კრებაში პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

      • ბიბლიის თანახმად, რას მოელის იესო უხუცესებისგან? თქვენი აზრით, მიჰყვებიან რელიგიური წინამძღოლები იესოს მითითებას?

      ა. ილუსტრაციების კოლაჟში ნაჩვენებია, რას აკეთებს უხუცესი, რომ თავადაც შეინარჩუნოს ღმერთთან ახლო ურთიერთობა და ოჯახის წევრებსაც დაეხმაროს ამაში: 1) ბიბლიის პირადი შესწავლის დაწყებამდე ლოცულობს; 2) მეუღლესთან ერთად ასწავლის ქალიშვილს ბიბლიას. ბ. იგივე უხუცესი თავის ცოლთან ერთად საავადმყოფოში ინახულებს თანაქრისტიანს. გ. იგივე უხუცესი კარდაკარ ქადაგების დროს ერთ მამაკაცს ბიბლიურ ცნობას უზიარებს. დ. იგივე უხუცესი მოხსენებას წარმოთქვამს კრების შეხვედრაზე და დარბაზში იატაკს წმენდს.
      1. ა. უხუცესები ყველაფერს აკეთებენ, რომ თავადაც შეინარჩუნონ ღმერთთან ახლო ურთიერთობა და ოჯახის წევრებსაც დაეხმარონ ამაში.

      2. ბ. უხუცესები ყველა თანაქრისტიანზე ზრუნავენ.

      3. გ. უხუცესები რეგულარულად ქადაგებენ.

      4. დ. უხუცესები ღვთის ხალხს მოძღვრავენ. ისინი ბევრ სხვა რამესაც აკეთებენ, მაგალითად, მონაწილეობენ დარბაზის დასუფთავებაში.

      6. ჩვენ ვთანამშრომლობთ უხუცესებთან

      ბიბლია გვიხსნის, რატომ უნდა ვითანამშრომლოთ უხუცესებთან. წაიკითხეთ ებრაელების 13:17 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

      • გონივრულია ბიბლიური მითითება, გავუგონოთ და დავემორჩილოთ მათ, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია? ახსენით.

      წაიკითხეთ ლუკას 16:10 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

      • რატომ უნდა ვითანამშრომლოთ უხუცესებთან მაშინაც კი, როცა საქმე, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საკითხს ეხება?

      ზოგი ამბობს: „აუცილებელი არაა, რომელიმე რელიგიას მიეკუთვნებოდე“.

      • რატომ იქნება ჩვენთვისვე კარგი, თუკი ღმერთს სხვებთან ერთად ვცემთ თაყვანს?

      შეჯამება:

      კრების თავი იესოა. უხუცესები ემორჩილებიან იესოს და მიჰყვებიან მის ხელმძღვანელობას. ამასთანავე, გვამხნევებენ და მაგალითს გვაძლევენ. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ მათთან სიხარულით.

      გასამეორებელი კითხვები:

      • ვინაა კრების წინამძღოლი?

      • რა პასუხისმგებლობა აკისრიათ უხუცესებს?

      • რა პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ იეჰოვას მოწმეს?

      დავალება:

      გაიგეთ მეტი:

      ნახეთ, როგორ ზრუნავენ ხელმძღვანელი საბჭო და უხუცესები თანაქრისტიანებზე.

      „უხუცესები მხარში ედგნენ თანაქრისტიანებს აკრძალვის დროს“ (4:22)

      გაიგეთ, რა შედის სარაიონო ზედამხედველის მოვალეობაში.

      „ერთი კვირა სარაიონო ზედამხედველის ცხოვრებიდან“ (4:51)

      წაიკითხეთ, რა როლს ასრულებენ ქალები ქრისტიანულ კრებაში.

      „ეწევიან იეჰოვას მოწმე ქალები რელიგიურ მსახურებას?“ („საგუშაგო კოშკი“, 1 სექტემბერი, 2012)

      შეიტყვეთ, როგორ უდგანან მხარში უხუცესები თანამორწმუნეებს.

      „ქრისტიანი უხუცესები გვეხმარებიან, რომ სიხარული გვქონდეს“ („საგუშაგო კოშკი“, 15 იანვარი, 2013)

  • როგორ შევუწყოთ ხელი ოჯახის ბედნიერებას (1-ლი ნაწილი)
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
    • 1. რას ურჩევს ბიბლია ქმრებს?

      იეჰოვამ ოჯახისთავის პასუხისმგებლობა ქმარს დააკისრა (წაიკითხეთ ეფესოელების 5:23). ღმერთი მოელის, რომ იგი ოჯახის საკეთილდღეოდ მიიღებს გადაწყვეტილებებს. ბიბლია ქმრებს მოუწოდებს: „გიყვარდეთ თქვენი ცოლები“ (ეფესოელები 5:25). თუ ქმარს უყვარს ცოლი, შინ თუ გარეთ პატივისცემით ექცევა და ყველაფერს აკეთებს, რომ დაიცვას და იზრუნოს მის ფიზიკურ თუ ემოციურ მოთხოვნილებებზე (1 ტიმოთე 5:8). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი ზრუნავს, რომ მის მეუღლეს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეს (მათე 4:4). მაგალითად, ის ლოცულობს და კითხულობს ბიბლიას მასთან ერთად. თუ ქმარი სიყვარულსა და მზრუნველობას არ მოაკლებს თავის ცოლს, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ექნება (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:7).

  • რას აკეთებს „ერთგული და გონიერი მონა“
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
    • ქრისტიანული კრების „თავი“ იესოა (ეფესოელები 5:23). დღეს ის ზეციდან „ერთგული და გონიერი მონის“ დახმარებით ხელმძღვანელობს თავის მიმდევრებს (წაიკითხეთ მათეს 24:45). ეს „მონა“ თავად იესომ დანიშნა, ამიტომ გარკვეული უფლებამოსილება აქვს. თუმცა ის მაინც ემორჩილება ქრისტეს და ემსახურება მის ძმებს. მოდი გავიგოთ, ვინ არის „ერთგული და გონიერი მონა“ და როგორ ზრუნავს ჩვენზე.

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება