საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rs გვ. 151-გვ. 156
  • ზეატაცება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ზეატაცება
  • მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ზეატაცება
  • თუ ვინმე გეუბნება. . .
  • იესო ქრისტე
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • „ზეატაცებულნი არიან, რათა შეხვდნენ უფალს“ — როგორ?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1993
  • ხსნა
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • იქნები თუ არა შენ ატაცებული ზეცაში?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1993
იხილეთ მეტი
მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
rs გვ. 151-გვ. 156

ზეატაცება

განმარტება: ზოგს სწამს, რომ დადგება დრო, როცა ერთგული ქრისტიანები ხორციელად იქნებიან ატაცებულნი ზეცაში, რათა „ჰაერში“ შეუერთდნენ უფალს. ბევრი თვლის (თუმცა არა ყველა), რომ სწორედ ეს იგულისხმება 1 თესალონიკელების 4:17-ში.

რა საკითხზე მსჯელობდა პავლე მოციქული, როცა თქვა, რომ ქრისტიანები ატაცებულნი იქნებოდნენ უფალთან?

1 თეს. 4:13—18, ბსგ: „გვსურს იცოდეთ, ძმებო, სიმართლე განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, რომელთაც იმედი არ გააჩნიათ. ვინაიდან თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს მასთან ერთად. რადგან ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, ვინც დავრჩით უფლის მოსვლამდე, ვერ დავასწრებთ განსვენებულებს. ვინაიდან თვითონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმაზე და ღვთის საყვირზე და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან, მერე კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოდ. ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით“ (როგორც ჩანს, თესალონიკის ქრისტიანული კრების ზოგიერთი წევრი უკვე აღარ იყო ცოცხალი. პავლე მოუწოდებდა კრების წევრებს, რომ აღდგომის იმედით ენუგეშებინათ ერთმანეთი. მან შეახსენა მათ, რომ იესო აღდგა და „უფლის მოსვლისას“ მათი კრების ერთგული ქრისტიანებიც აღდგებოდნენ, რათა ქრისტესთან ერთად ყოფილიყვნენ).

ვინ იქნებოდა „ზეატაცებული ღრუბლებში“, როგორც ეს 1 თესალონიკელების 4:17-შია ნათქვამი?

მე-15 მუხლიდან ვიგებთ, რომ ატაცებულნი იქნებოდნენ ერთგული ქრისტიანები, რომლებიც ‘უფლის მოსვლამდე დარჩებოდნენ’ ანუ ცოცხლები იქნებოდნენ ქრისტეს მოსვლისას. არ მოუწევდათ მათ სიკვდილი? რომაელების 6:3—5-დან და 1 კორინთელების 15:35, 36, 44-დან გამომდინარე (ციტირებულია 154-ე გვერდზე), ზეცაში ასვლამდე ისინი უნდა მომკვდარიყვნენ. მაგრამ სიკვდილის შემდეგ მათ არ მოუწევდათ ლოდინი, რადგან ქრისტე მოსული იქნებოდა. ისინი „ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე“ იქნებოდნენ „ზეატაცებულნი“ უფალთან (1 კორ. 15:51, 52, ბსგ; აგრეთვე გამოცხადების 14:13).

დაინახავს ხალხი ღრუბლებზე მომავალ ქრისტეს და მათ თვალწინ აიტაცებს ის ერთგულ ქრისტიანებს?

იესოს თქმით, კვლავ იხილავდა მას ქვეყნიერება პირდაპირი გაგებით?

იოან. 14:19, ბთი: „კიდევ ცოტაც და წუთისოფელი ვეღარ მიხილავს, თქვენ კი [ერთგული მიმდევრები] მიხილავთ, რადგან მე ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ“ (კურსივი ჩვენია) (შეადარეთ 1 ტიმოთეს 6:16).

რა არის ნაგულისხმები ზეციდან უფლის ჩამოსვლაში?

შესაძლებელია, რომ უფალი უხილავად ჩამოვიდეს („გადმოვიდეს“, ბსგ) ზეციდან, როგორ ეს 1 თესალონიკელების 4:16-შია ნათქვამი? მაგალითად, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, იეჰოვამ თქვა, რომ ჩავიდოდა და ნახავდა, რას აკეთებდა ხალხი სოდომსა და გომორაში (დაბ. 18:21, ბსგ). ამ შემთხვევაში იეჰოვა არავის დაუნახია. ადამიანებმა მხოლოდ იეჰოვას მიერ გაგზავნილი ანგელოზები ნახეს (იოან. 1:18). დედამიწაზე არც იესო ჩამოვა ხორციელად. ის იმ გაგებით ჩამოვა, რომ ყურადღებას მიაპყრობს თავის ერთგულ მიმდევრებს მათი დაჯილდოების მიზნით.

რა გაგებით „იხილავენ“ ადამიანები უფალს, „ღრუბელზე მომავალს“?

იესომ იწინასწარმეტყველა: „მაშინ იხილავენ ძეს კაცისას [იესო ქრისტეს], ღრუბელზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით“ (ლუკ. 21:27, ბსგ). ეს და მსგავსი მუხლები არანაირად არ უპირისპირდება იმას, რაც იესომ იოანეს 14:19-ში თქვა. დავფიქრდეთ: რა მოხდა სინას მთასთან, როცა ღმერთი ხალხთან ‘ღრუბელში მივიდა’, როგორც გამოსვლის 19:9-შია ნათქვამი? ღმერთი უხილავად იყო მათთან. ისრაელები ხედავდნენ მისი იქ ყოფნის დამადასტურებელ ხილულ ნიშნებს, მაგრამ საკუთარი თვალით არავის უხილავს ღმერთი. ‘ღრუბელზე მოსვლაში’ იესო, როგორც ჩანს, იმას გულისხმობდა, რომ თავად ის თვალისთვის უხილავი იქნებოდა, მაგრამ ადამიანები დაინახავდნენ მისი მოსვლის ნიშნებს. მას გონების თვალით „დაინახავდნენ“, ანუ მიხვდებოდნენ, რომ ის მოსულია (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ქრისტეს მეორედ მოსვლა“).

შესაძლებელია ზეცაში ფიზიკური სხეულით ასვლა?

1 კორ. 15:50, ბსგ: „ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძთ ღვთის სასუფევლის დამკვიდრება, და ხრწნაც ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელებას“.

ეწინააღმდეგება ეს აზრი იმას, რასაც ბიბლია ელია წინასწარმეტყველის შესახებ მოგვითხრობს? არა. ამის გაგებაში გვეხმარება იესოს სიტყვები: „არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა“ (იოან. 3:13, ბსგ). ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ცად ავიდა ელია ქარბორბალათი“. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის სულიერ სამყაროში მოხვდა. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, მოგვიანებით მან წერილი გაუგზავნა იუდას მეფეს (2 მეფ. 2:11, ბსგ [4 მეფ. 2:11]; 2 მატ. 21:1, 12—15). მაშინ თვითმფრინავები არ არსებობდა და იეჰოვამ სხვა საშუალება (ცეცხლოვანი ეტლი და ქარიშხალი) გამოიყენა ელიას ცაში ასატაცებლად და სხვა ადგილზე გადასაყვანად (შეადარეთ დაბადების 1:6—8, 20).

მოულოდნელად გაუჩინარდებიან დედამიწიდან ქრისტიანები და ისე ავლენ ზეცაში, რომ სიკვდილი არ მოუწევთ?

რომ. 6:3—5, ბსგ: „ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? . . ვინაიდან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას“ (ის, რაც იესოს შემთხვევაში მოხდა, მაგალითი იყო. როგორც მისმა მოწაფეებმა, ისე სხვებმა, იცოდნენ, რომ იესო მოკვდა. ის ზეცაში არ ასულა მანამ, სანამ არ მოკვდა და აღდგა).

1 კორ. 15:35, 36, 44, ბსგ: „მაგრამ იტყვის ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენო? უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა. ითესება მიწიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ (ასე რომ, სულიერი სხეულის მიღებამდე ადამიანი უნდა მოკვდეს).

დიდი გასაჭირის დაწყებამდე აიტაცებს უფალი ერთგულ ქრისტიანებს სასწაულებრივად?

მათ. 24:21, 22, ბთი: „იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება. ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ძე ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები“ (აქ არ არის ნათქვამი, რომ „რჩეულები“ დიდი გასაჭირის დაწყებამდე იქნებიან ზეატაცებულნი. ეს მუხლი უფრო ისეთ აზრს ტოვებს, რომ ზოგიერთი მათგანი შეიძლება დედამიწაზე გადაურჩეს დიდ გასაჭირს მათთან ერთად, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვს).

გამოცხ. 7:9, 10, 14, ბსგ: «ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან. იდგნენ ტახტის წინაშე და კრავის წინაშე თეთრი სამოსელით შემოსილნი და პალმებით ხელში. იძახდნენ დიდი ხმით და ამბობდნენ: „ხსნა ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომარეს, და კრავს!“ . . . „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები“» (საიდანღაც რომ მოხვიდე, იქ უნდა იყო. აქედან გამომდინარე, უამრავი ხალხი დედამიწაზე იქნება დიდი გასაჭირის დროს და გადარჩება) (ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი დედამიწაზე იქნებიან, იხილეთ 162-ე და 163-ე გვერდებზე).

რა უნდა გააკეთონ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა, რომ გადარჩნენ დიდი გასაჭირის დროს?

რომ. 10:13, ბსგ: «ყოველი, ვინც უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს მოუხმობს, გადარჩება».

სოფ. 2:3, ბსგ: «ეძიეთ უფალი [„იეჰოვა“, აქ], ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს» (აგრეთვე ესაიას 26:20).

ზეცაში წავა ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი დიდი გასაჭირის შემდეგ?

მათ. 5:5, ბსგ: «ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას [„მიწას“, სსგ]».

ფსალმ. 37:29, ბსგ [36:29]: «მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას [„დედამიწას“, აქ] და იარსებებენ უკუნისამდე» (აგრეთვე მე-10, მე-11 და 34-ე მუხლები).

1 კორ. 15:50, ბსგ: „ხორცსა და სისხლს არ ძალუძთ ღვთის სასუფევლის დამკვიდრება“.

იხილეთ აგრეთვე „ზეცა“.

რა მიზანი აქვს ზოგი ქრისტიანის ზეცაში წასვლას?

გამოცხ. 20:6, ბსგ: „ისინი იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი და იმეფებენ მასთან ერთად ათას წელს“ (თუ ისინი ქრისტესთან ერთად იმეფებენ, ლოგიკურია, რომ იქნებიან ადამიანები, რომელთაც უხელმძღვანელებენ. ვის უხელმძღვანელებენ ისინი? იხილეთ მათეს 5:5 და ფსალმუნის 37:29).

იხილეთ აგრეთვე „ხელახლა დაბადება“.

დაბრუნდებიან ზეცაში წასულები უკან, რათა დედამიწაზე იცხოვრონ მარადიულად?

იგავ. 2:21, ბსგ: «წრფელნი ქვეყნად იცხოვრებენ [„დაიმკვიდრებენ დედამიწას“, აქ] და უბიწონი დარჩებიან მასში» (ამ მუხლში არ წერია, რომ მართალი ადამიანები დედამიწაზე დაბრუნდებიან. აქ ნათქვამია, რომ ისინი დარჩებიან დედამიწაზე).

1 თეს. 4:17, ბსგ: „ამგვარად [ზეცაში ასული ქრისტიანები] უფალთან ვიქნებით სამარადისოდ“.

თუ ვინმე გეუბნება. . .

„გწამთ, რომ ქრისტე თავის ერთგულებს ზეცაში აიტაცებს?“

შეგიძლია ასე უპასუხო: „ამ საკითხზე ყველას არა აქვს ერთი აზრი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ატაცება? . . ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლო იქნება ჩვენი აზრის შედარება ბიბლიასთან“ (გამოიყენე შესაფერისი მასალა წინა გვერდებიდან).

ან შეგიძლია უთხრა: „როგორც მე ამიხსნეს, ატაცება ქრისტიანების გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ბევრი თვლის, რომ ამის წყალობით გადაურჩებიან მომავალ დიდ გასაჭირს. თქვენც ასე ფიქრობთ?“ შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „იმ დროს ჩვენ ნამდვილად დაგვჭირდება ღვთის დახმარება. ამასთან დაკავშირებით მინდა ძალიან საინტერესო მუხლი გაჩვენოთ“ (სოფ. 2:3). 2) „ბიბლიიდან ჩანს, რომ ზოგ ერთგულ ადამიანს ღმერთი დედამიწაზე გადაარჩენს (იგავ. 2:21, 22). როგორც ადამისა და ევას შემთხვევიდან ვხედავთ, ღმერთს თავიდანვე სურდა, რომ ადამიანებს დედამიწაზე ეცხოვრათ“.

სხვა ვარიანტი: „თქვენ ალბათ გულისხმობთ აღსასრულის დროს მცხოვრები ქრისტიანების ზეცაში ატაცებას . . . დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რას გააკეთებენ ისინი ზეცაში? . . ნახეთ, რა წერია გამოცხადების 20:6-ში (და 5:9, 10-ში) . . . მაგრამ ვის უნდა უხელმძღვანელონ მათ?“ (ფსალმ. 37:10, 11, 29).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება