„ზეატაცებულნი არიან, რათა შეხვდნენ უფალს“ — როგორ?
შეუჩერებლივ გრძელდება ამ ბოროტი სისტემის აღსასრულამდე დარჩენილი დროის ათვლა. ყოველ საათს, ყოველ წუთს, ყოველ წამს ჩვენ ვუახლოვდებით დიდი ხნის წინათ ნაწინასწარმეტყველებ საოცარ მოვლენებს. არის თუ არა ზეატაცება ერთ-ერთი მათგანი? თუ დიახ, მაშინ როდის და როგორ მოხდება ის?
ისინი ვისაც ზეატაცების სწამთ, როგორც თავისი რწმენის საფუძვლისა, ციტირებას აკეთებენ პავლე მოციქულის სიტყვებიდან, 1 თესალონიკელთა 4:17-ში. მოდით გამოვიკვლიოთ ეს მუხლი თავის კონტექსტში. პავლე წერდა:
„რაც შეეხება განსვენებულებზე [სიკვდილში მძინარეებზე, აე], არ მინდა დაგტოვოთ ძმებო, უცოდინარნი, რომ არ ინაღვლოთ სხვებივით, რომელთაც იმედი არ გააჩნიათ. ვინაიდან თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოს საშუალებით განსვენებულებსაც მოიყვანს მასთან ერთად. რამეთუ ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, ცოცხლები, ვინც დავრჩით უფლის მოსვლამდე [დასწრებამდე, აე], ვერ დავასწრებთ განსვენებულებს. იმიტომ, რომ თვითონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმით და ღმერთის ბუკით და უწინ ქრისტეში განსვენებულები აღდგებიან; შემდეგ ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს [ზეატაცებულნი ვიქნებით ღრუბლებში მასთან ერთად, რათა შევეგებოთ ზეცაში უფალს, „კეთილი ცნობა“] და ამგვარად უფალთან ვიქნებით მარადის. ამიტომ ანუგეშეთ ერთიმეორე ამ სიტყვებით“ (1 თესალონიკელთა 4:13–18).
კრება თესალონიკეში შედარებით ახალგაზრდა იყო, მაშინ როდესაც დაახლოებით ჩ.ე. 50 წელს პავლემ გაუგზავნა იქ მცხოვრებ ქრისტიანებს თავისი პირველი ეპისტოლე. კრების წევრები დანაღვლინებულები იყვნენ იმის გამო, რომ ზოგიერთ მათ თანამომსახურეს „სიკვდილში ეძინა“. მაგრამ პავლეს მიერ მიწერილმა სიტყვებმა ანუგეშა თესალონიკელები აღდგომის იმედით.
ქრისტეს „დასწრება“
ამტკიცებდა რა იმას, რომ აღდგებიან განსვენებული ერთგული ქრისტიანები, პავლემ ასევე თქვა: „ჩვენ, ცოცხლები, ვინც დავრჩით უფლის მოსვლამდე [დასწრებამდე, აე ვერ დავასწრებთ განსვენებულებს [ვერ ვიქნებით განსვენებულებზე წინ, „კეთილი ცნობა“]“ (მე-15 მუხლი). ყურადღების ღირსია ის, რომ მოციქული მიუთითებდა უფლის „დასწრებაზე“. პირველდაწყებით ტექსტში ამ ადგილზე გამოყენებულია ბერძნული სიტყვა პა·რო·უსი·ან, რაც პირდაპირი გაგებით ნიშნავს „იყო ახლოს“.
როდესაც ამა თუ იმ ქვეყანაში სტუმრად ჩადის უცხო სახელმწიფოს მეთაური, ჩვეულებრივად აცხადებენ მისი დასწრების დღეებს. ეს ეხება უფალ იესო ქრისტეს დასწრებასც. „საგუშაგო კოშკი“ მუდამ აწვდის ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა გულწრფელად მკვლევარ პიროვნებებს მტკიცებებს იმისა, რომ ზეციური სამეფოს ძალაუფლებაში იესოს დასწრება დაიწყო 1914 წელს. იესოს დასწრებაზე მოწმობენ ის მოვლენები, რომლებიც 1914 წლიდან ხდება (მათე 24:3–14). ამიტომ, ამბობდა რა იმას, რომ უფალ იესო ქრისტეს დასწრების დროს მცხოვრები ზოგიერთი ქრისტიანი იქნება „ზეატაცებული ღრუბლებში, რათა ჰაერში შეეგებოს უფალს“, პავლე გულისხმობდა, რომ ჯერ კიდევ ცოცხლად დარჩენილნი შეხვდებიან ქრისტეს არა მიწაზე, არამედ უხილავ ზეციურ სფეროში, სადაც იესო ზის ღმერთის მარჯვნივ (ებრაელთა 1:1–3). მაგრამ ვინ არიან ისინი?
„ღმერთის ისრაელი“
წერილებში ბევრი რამ არის ნათქვამი ხორციელ ისრაელიანებზე და ასევე „ღმერთის სულიერ ისრაელზე“. მორწმუნე იუდეველებს და წარმართებს უნდა შეედგინათ ღმერთის სულიწმიდით ანუ მისი მომქმედი ძალით ცხებული ამ ჯგუფის სრული რიცხვი (გალატელთა 6:16; რომაელთა 11:25, 26; 1 იოანე 2:20, 27). წიგნი, გამოცხადება, გვიჩვენებს რომ სულიერი ისრაელის წევრების სრული რიცხვია — 144 000 და რომ ყველა ისინი კრავთან, იესო ქრისტესთან ერთად იმყოფებიან სიონის ციურ მთაზე. ქრისტესთან ერთად ისინი იქნებიან ზეცაში მეფეები და მღვდლები (გამოცხადება 7:1–8; 14:1–4; 20:6). მათ შორის იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ კრებასთან თესალონიკეში და სხვა ადგილებში, მიუხედავად იმისა, თუ რომელ რასას ან ეროვნებას მიკუთვნებოდნენ (საქმე 10:34, 35).
სანამ სულიერი ისრაელის ერთგული წევრებიდან ვინმე მიიღებდეს თავის ციურ ჯილდოს, მან უნდა რამე განიცადოს. ისე როგორც, წამების ძელზე იესოს სიკვდილს თან ახლდა მისი მკვდრეთით აღდგენა ზეცაში საცხოვრებლად, ასევე ქრისტიანებმაც, რომლებიც საზრდოობენ ციური იმედით, უნდა მოკვდნენ მანამ, ვიდრე მიიღებდნენ თავიანთ ჯილდოს (1 კორინთელთა 15:35, 36). ეს ეხებოდა ჩვენი ერის პირველ საუკუნეში მცხოვრებ სულიერი ისრაელის წევრებს და ეხება იმათაც, ვინც ცოცხალია დღეს.
მოიხსენია რა „უფლის მოსვლა [დასწრება, აე]“, პავლემ მიუთითა იმ დროზე , როდესაც განსვენებული ერთგული სულიერი ისრაელები მიიღებენ თავიანთ ზეციურ ჯილდოს. მოციქულმა დაწერა: „თვითონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმით და ღმერთის ბუკით და უწინ ქრისტეში განსვენებულები აღდგებიან“ (მე-16 მუხლი). ამიტომ შეგვიძლია მოველოდეთ, რომ, მაშინ, როცა დაიწყო იესოსი, რომგორც მეფის დასწრება, დაიწყო ზეციური აღდგომაც, რომლის დროსაც პირველები აღდგნენ სულიერი ისრაელის ის წევრები, რომლებიც მოკვდნენ , როგორც უმწიკვლოების დამცველნი (1 კორინთელთა 15:23). ახლა ისინი იესოსთან ერთად მსახურობენ ზეცაში. მაგრამ რა შეიძლება ითქვას შედარებით მცირე რაოდენობის სულით ცხებულ ქრისტიანებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ დედამიწაზე? მოელიან თუ არა ისინი ზეატაცებას?
„ზეატაცებულნი“ — როგორ?
იმის შემდეგ, რაც პავლემ მოიხსენია განსვენებული სულით ცხებული ქრისტიანების აღდგომა, დაუმატა: „შემდეგ ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ცაში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით მარადის“ (მე-17 მუხლი, „კეთილი ცნობა„). „ცოცხლები“ — ეს ისინი არიან, რომლებიც ცოცხლები იქნებიან ქრისტეს დასწრების დროს. ისინი იქნებიან „ზეატაცებულნი“, რათა შეეგებონ უფალ იესოს. მსგავსად ერთგული პირველი ქრისტიანებისა, თითოეული მათგანი უნდა მოკვდეს როგორც ადამიანი, რათა შეუერთდეს ქრისტეს ზეცაში (რომაელთა 8:17, 35–39).
როცა პავლე სწერდა წერილს კორინთელ ქრისტიანებს, თქვა: „ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღმერთის სასუფევლის დამკვიდრება, და ხრწნაც ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელობას. აი, მე საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ [დავიძინებთ მკვდარი ძილით, აე], მაგრამ ყველანი შევიცვლებით. ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი ბუკისას; ვინაიდან დაჰკრავს ბუკს და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით“ (1 კორინთელთა 15:50–52). ვინც სულიერი ისრაელის ნარჩენიდან კვდება ერთგულებაში, ერთ წამში იღებს თავის ზეციურ ჯილდოს. „თვალის დახამხამებაზე“ იქნება აღდგენილი, როგორც სულიერი ქმნილება და „ზეატაცებული“, რათა შეეგებოს იესოს და იმსახუროს ციურ სამეფოში მის თანამმართველად. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იეჰოვას დანარჩენ თაყვანისმცემლებზე? იმ დროს, როდესაც ახლოვდება ამ ბოროტი სისტემის აღსასრული, იქნებიან თუ არა ისინიც ზეატაცებულნი ცაში?
დარჩნენ ცოცხლები — ოღონდ არა ზეატაცების გზით
რამდენადაც იესომ მეფობა დაიწყო 1914 წლიდან, ამიტომ ჩვენ უკვე ვიმყოფებით ამ ქვეყნიერების „უკანასკნელ დროში“ (დანიელი 12:4). პავლე გვაფრთხილებდა: „დროთა და ვადათა შესახებ საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, ძმებო, რადგან თქვენ თვითონაც ზუსტად იცით, რომ უფლის დღე ისე მოვა, როგორც ღამე ქურდი. ვინაიდან, როცა იტყვიან: „მშვიდობა და უსაფრთხოება“, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს“ (1 თესალონიკელთა 5:1–3). მაგრამ ფხიზელი ქრისტიანები თავს დააღწევენ ამას. როგორ?
შეძახილი „მშვიდობა და უსაფრთხოება!“ მოასწავებს პერიოდს, რომელსაც იესომ „დიდი ჭირი“ უწოდა. იოანე მოციქული, გამოცხადების წიგნში აღწერს ერთგულ მსახურთა „დიდ უმრავლესობას“, რომელთაც იმედი აქვთ იცხოვრონ დედამიწაზე, და ამბობს: „ესენი არიან დიდი ჭირიდან მოსულები, და გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაათეთრეს ისინი კრავის სისხლით“ (გამოცხადება 7:9, 14; ლუკა 23:43). არა, მათ არა აქვთ იმედი რომ იქნებიან ზეატაცებულნი. არამედ დაიმედებულნი არიან დარჩნენ ცოცხლები სწორედ აქ, დედამიწაზე. საამისოდ რომ მოემზადონ, მათ სულიერად უნდა იფხიზლონ. როგორ შეგიძლია შენ გააკეთო ეს და გადაიტანო ამ სისტემის აღსასრული?
შენ უნდა „იფხიზლო და შეიმოსო რწმენისა და სიყვარულის ჯავშნით და გადარჩენის იმედის ჩაჩქნით“ (1 თესალონიკელთა 5:6–8). ახლა — დროა ყურადღება გამოვუყოთ ბიბლიას, ღმერთის წინასწარმეტყველურ სიტყვას. იმ დროს, როდესაც ილევა ამ სისტემის აღსასრულამდე დარჩენილი წამები, ყურადიღე პავლეს რჩევა: „წინასწარმეტყველებას ნუ დაამცირებთ. ყოველივე გამოსცადეთ, კეთილს ჩაეჭიდეთ“ (1 თესალონიკელთა 5:20, 21). ამიტომ იეჰოვას მოწმეები გიწვევენ შენ თავიანთ სამეფო დარბაზში, სადაც მათთან ერთად შეგიძლია ბიბლიური წინასწარმეტყველებებისა და ღმერთისგან შთაგონებული სიტყვის სხვა ასპექტების შესწავლა.
გაიზრდები რა ზუსტ შემეცნებასა და რწმენაში, გაიგებ რომ სრულდება იეჰოვა ღმერთის განზრახვები, რომელშიც შედის სამყაროს გათავისუფლება მისი მტრებისაგან და დედამიწაზე სამოთხის აღდგენა. გამოავლენ რა რწმენას, შენ ასევე იქნები, იმათ შორის ვინც გადაიტანს დიდ ჭირს და ექნება უპირატესობა მიესალმოს დედამიწაზე მკვდრეთით აღმდგარ მილიონობით ადამიანს. ხოლო რა სასიხარულო იქნება ღმერთის სამეფოს ქვეშ ცხოვრება, რომლის მეფედ და მმართველად იქნება იესო ქრისტე და მასთან ერთად მისი თანამმართველები, რომლებიც იყვნენ „ზეატაცებულნი“ რათა შეეგებონ უფალს ზეცაში, როგორც სულიერი ქმნილებები!
ძირითადად, წერილების თანახმად, რა ჭეშმარიტი იმედი აქვს მორჩილ კაცობრიობას? ეს არ არის იმედი ზეატაცებაზე, ეს არის მარადიული სიცოცხლის იმედი დედამიწაზე ღმერთის სამეფოს ქვეშ.
[სურათი 7 გვერდზე]
დიდჭირგადატანილები მიესალმებიან მკვდრეთით აღდგენილთ სამოთხის დედამიწაზე, რომლის მმართველებიც იქნებიან იესო და ცაში ატაცებულნი.