წელიწადის დროები
პერიოდები, რომელთაც ახასიათებს გარკვეული ამინდი ან რომელთა დროსაც სრულდება გარკვეული სამიწათმოქმედო სამუშაოები.
წელიწადის დროების მონაცვლეობას განაპირობებს მზის გარშემო დედამიწის ბრუნვისას მისი ღერძის დახრილობა დედამიწის ორბიტის სიბრტყისადმი. ციური სხეულები, როგორც დროის მაჩვენებლები, წელიწადის დროებსაც აღნიშნავს (დბ. 1:14). დაბადების 8:22-ში ნათქვამია, რომ დედამიწაზე წელიწადის დროების მონაცვლეობა „არ შეწყდება“. იმის შესახებ ინფორმაცია, თუ რა კავშირია ებრაულ და გრეგორიანულ კალენდრებში თვეებს, აგრეთვე დღესასწაულებს, ამინდსა და სამიწათმოქმედო სამუშაოებს შორის, იხილეთ სტატია კალენდარი.
ისრაელში სამიწათმოქმედო წლის დროები მჭიდროდ უკავშირდებოდა ყოველწლიურ სადღესასწაულო დროებს, როცა ისრაელები მოსეს კანონით დადგენილ დღესასწაულებს აღნიშნავდნენ (1მტ. 23:31; 2მტ. 31:3). ამგვარად, როცა პავლემ რჩევები მისწერა ზოგ იუდეველ ქრისტიანს, რომლებიც ზედმიწევნით იცავდნენ დღეებს, თვეებსა და დროებს, მას მხედველობაში ჰქონდა კანონით გათვალისწინებული სადღესასწაულო დროები და არა უბრალოდ წელიწადის ან სამიწათმოქმედო წლის დროები (გლ. 4:10).