საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 4/15 გვ. 32
  • „ბავშვობიდანვე იცი“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „ბავშვობიდანვე იცი“
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 4/15 გვ. 32

„ბავშვობიდანვე იცი“

უახლესი მეცნიერული გამოკვლევების თანახმად, ბავშვებთან საუბარი დიდად მოქმედებს მათი გონების განვითარებაზე, უყალიბებს ფიქრის, საღი აზროვნებისა და პრობლემებთან გამკლავების უნარს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში. ერთ-ერთი ფრანგული გაზეთის ცნობით ზოგ მკვლევარს სჯერა, რომ „სიტყვები, რომლებსაც ბავშვი ყოველდღე ისმენს, ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა ინტელექტის, სწავლისა და საზოგადოებაში წარმატებისთვის“ (International Herald Tribune).

მაგრამ სიტყვები პიროვნების მიერ უნდა იქნეს წარმოთქმული. ამის მაგივრობას ტელევიზორი და რადიო ვერ გასწევს.

სიეტლის (ვაშინგტონის, აშშ) უნივერსიტეტის ნევროლოგმა აღნიშნა: „ახლა ჩვენ ვიცით, რომ სინაფსები ძალიან ადრე ვითარდება და ტვინი პირდაპირი მნიშვნელობით ელოდება ამ პროცესს. ჩვენ აქამდე არ ვიცოდით, თუ რამდენად ადრე იწყებოდა ყოველივე ეს. მაგალითად, ბავშვები თავიანთ მშობლიურ ენას ექვსი თვის ასაკისთვის არჩევენ“.

ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევებმა უარყო ფართოდ გავრცელებული აზრია, რომ ბავშვების ინტელექტუალური განვითარება, მხოლოდ მის მიმართ დიდი სიყვარულის გამოვლენაზეა დამოკიდებული. ბავშვის განვითარებაში აგრეთვე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობლების როლს.

ეს გვახსენებს მოციქულ პავლეს ინსპირირებულ წერილს ტიმოთესადმი მიწერილს: „ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება სახსნელად“. შეიძლება სწორედ, საღვთო წერილმა, რომლის შესახებაც ბავშვობიდან ასწავლიდნენ მორწმუნე დედა და ბებია ტიმოთეს, ღვთის გამორჩეულ მსახურად მის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა (2 ტიმოთე 1:5; 3:15).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება