‘იქადაგე სიტყვა გადაუდებლად’
1 როცა ისეთ რამეს ღებულობ, რასაც აწერია „სასწრაფო“, როგორ იქცევი? სიტყვა „სასწრაფო“ კატეგორიულად მოითხოვს „დაუყოვნებელ ყურადღებას“. მოციქული პავლე უსაფუძვლოდ არ მოუწოდებს ქრისტიანებს, ‘იქადაგონ გადაუდებლად’ (2 ტიმ. 4:2, აქ). დაუყოვნებლივ ავლენ ყურადღებას ამ საქმის შესასრულებლად?
2 როგორც ჩანს, პავლეს აცნობეს, რომ ზოგ ძმას ‘დაზარდა’ ქრისტიანული საქმე (რომ. 12:11, სსგ). ამის გამო მათი შრომა ადრინდელივით ნაყოფიერი აღარ იყო და იმდენ სიხარულსაც ვეღარ განიცდიდნენ, რამდენსაც სხვებისთვის დახმარების აღმოჩენით მიიღებდნენ.
3 იესოს თვალსაზრისი მსახურებასთან დაკავშირებით. როგორი კმაყოფილება მოჰქონდა იესოსთვის მსაუხურებას! მან თქვა: „ჩემი საჭმელია — ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე“. იესოს მაგალითი სტიმულს აძლევდა მის მოწაფეებს, რომლებსაც ის ეუბნებოდა: ‘ყანები გადათეთრებულან სამკალად’ (იოან. 4:34, 35). იესო მთელი თავისი მსახურების განმავლობაში გადაუდებლად ასრულებდა ამ საქმეს და ეს აშკარად გამოჩნდა მაშინ, როცა თავის მოწაფეებს უთხრა: „ევედრეთ სამკლის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“ (მათ. 9:38). იესოს ესმოდა, რომ საქადაგებლად იყო მოვლენილი და ამიტომ მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ არაფერს შეეშალა მისთვის ხელი ამ საქმის შესრულებაში.
4 რა შეიძლება ითქვას ჩვენზე? დღეს, ისე როგორც არასდროს, გადაუდებლად უნდა ვიქადაგოთ. დედამიწის ბევრ კუთხეში ყანები გამზადებულია სამკალად. იმ ქვეყნებშიც, სადაც ყველგან ნაქადაგებია, წელიწადში ათასობით ადამიანი ინათლება. და, თუმცა ამ ბოროტი სისტემის აღსასრული სწრაფად ახლოვდება, კიდევ ‘ბევრია გასაკეთებელი უფლის საქმეში’ (1 კორ. 15:58, აქ). დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, მთელი ენთუზიაზმით გავუზიაროთ სხვებს ცნობა სამეფოს შესახებ.
5 მოდი მთელი გულით ვეცადოთ, რომ სხვებამდე მივაწვდინოთ კეთილი ცნობა, იქნება ეს კარდაკარ მსახურების დროს თუ ყველგან, სადაც კი ხალხს ვხვდებით. რაც უფრო სრულად ვმონაწილეობთ სამქადაგებლო მსახურებაში, მით უფრო აშკარა ხდება, რომ ცხოვრებაში პირველ ადგილზე ვაყენებთ სამეფოს ინტერესებს (მათ. 6:33). თუ ყოველთვის გადაუდებლად ვიქადაგებთ, უსაზღვრო სიხარულს ვპოვებთ.