-
„მან . . . ღმერთს ასიამოვნა“საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 1
-
-
„გადაყვანილ იქნა, რათა სიკვდილი არ ენახა“
როგორ დაასრულა ენოქმა სიცოცხლე? ამის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით; ამიტომ ეს დიდ ინტერესს იწვევს ჩვენში. წიგნ „დაბადებაში“ ამ ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ ეს წერია: „დადიოდა ენოქი ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად; აღარ იყო იგი, რადგან ღმერთმა წაიყვანა“ (დაბადება 5:24). რა გაგებით წაიყვანა ღმერთმა ენოქი? პავლე მოციქული გვიხსნის: „რწმენით ენოქი გადაყვანილ იქნა, რათა სიკვდილი არ ენახა, და აღარსად იყო, რადგან ღმერთმა გადაიყვანა. გადაყვანამდე მან დამოწმება მიიღო, რომ ღმერთს ასიამოვნა“ (ებრაელები 11:5). რას გულისხმობდა პავლე სიტყვებში „გადაყვანილ იქნა, რათა სიკვდილი არ ენახა“? ბიბლიის ზოგ თარგმანში ნათქვამია, რომ ღმერთმა ენოქი ზეცაში წაიყვანა. მაგრამ ეს შეუძლებელია, ასე ყოფილიყო. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იესო ქრისტე იყო პირველი ადამიანი, რომელიც აღდგომის შემდეგ ზეცად ამაღლდა (იოანე 3:13).
მაშინ, რა გაგებით იქნა ენოქი „გადაყვანილი“ ისე, რომ სიკვდილი არ ენახა? როგორც ჩანს, იეჰოვამ ის სიკვდილის ძილით დააძინა, რათა მოძალადეების ხელით არ მომკვდარიყო და ტკივილი არ ეგრძნო. მაგრამ „გადაყვანამდე მან დამოწმება მიიღო, რომ ღმერთს ასიამოვნა“. როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო? შესაძლოა მას სიკვდილამდე ღმერთმა ხილვაში აჩვენა სამოთხედქცეული დედამიწა, რითაც ენოქმა ღვთის კეთილგანწყობის აშკარა დამოწმება მიიღო. პავლე მოციქული, რომელიც ენოქთან ერთად სხვა ერთგულ კაცებს და ქალებს მოიხსენიებს, ამბობს: „ესენი ყველანი რწმენაში დაიხოცნენ“ (ებრაელები 11:13). შესაძლოა ენოქის მტრები მისი სიკვდილის შემდეგ მის გვამს ეძებდნენ, მაგრამ „აღარსად იყო“, რადგან, როგორც ჩანს, იეჰოვამ გააქრო ის და ამგვარად არ მისცა მათ უფლება, შეურაცხეყოთ ან ცრუ თაყვანისმცემლობისთვის გამოეყენებინათ.b
ზემოხსენებული ბიბლიური მონაკვეთების საფუძველზე შევეცადოთ, წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება დასრულებულიყო ენოქის სიცოცხლე. დავუშვათ, მოვლენები ასე განვითარდა: ენოქი გაშმაგებულ ბრბოს გაურბის და გრძნობს, რომ უკანასკნელი ძალები ეცლება. ის პოულობს თავშესაფარს, რათა სული მოითქვას, მაგრამ იცის, რომ დიდხანს ვერ დაემალება მათ. მალე, ალბათ, მას იპოვიან და წამებით მოკლავენ. ის ღმერთს ლოცვით მიმართავს და დახმარებას სთხოვს. შედეგად მის გულში სიმშვიდე ისადგურებს და ფიქრებით სხვაგან გადადის, რადგან ღმერთი მას იმდენად ცოცხლად აჩვენებს ხილვას, რომ თითქოს ყველაფერი რეალურად ხდება.
ენოქს, ალბათ, წამებით მოკლავდნენ, იეჰოვას რომ არ წაეყვანა
შესაძლოა ის ხილვაში ხედავს სრულიად განსხვავებულ სამყაროს, რომელიც ედემის ბაღივით თვალწარმტაცია, მაგრამ ერთი განსხვავებით — ქერუბიმები აღარ იცავენ ბაღის შესასვლელს და ადამიანები თავისუფლად მიმოდიან. ყველა, ქალი თუ კაცი, ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსეა. მათ შორის სრული ჰარმონია და მშვიდობა სუფევს. ყველას ერთმანეთი უყვარს და რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე მეტად აღარავის დევნიან. ენოქი ხომ სწორედ ასეთი სიძულვილის მსხვერპლი გახდა და კარგად იცოდა, რაოდენ მტკივნეული იყო ეს. ახლა ენოქი გრძნობს, რომ იეჰოვას ძალიან უყვარს იგი და იწონებს მას. იეჰოვა არწმუნებს, რომ მომავალში სწორედ ასეთ გარემოში იცხოვრებს. ნელ-ნელა ის უფრო და უფრო მშვიდდება, ხუჭავს თვალებს და ღრმა, ხანგრძლივ ძილს ეძლევა.
ენოქს დღემდე სიკვდილის ძილით სძინავს; ის იეჰოვა ღმერთის უსაზღვრო მეხსიერებაშია შემონახული! საუკუნეების შემდეგ იესო დაჰპირდა თავის მიმდევრებს, რომ დადგებოდა დღე, როცა ყველა, ვინც იეჰოვას მეხსიერებაში იყო, მოისმენდა ქრისტეს ხმას, აღდგებოდა და იხილავდა ულამაზეს ახალ ქვეყნიერებას, სადაც მშვიდობა იქნებოდა გამეფებული (იოანე 5:28, 29).
-
-
„მან . . . ღმერთს ასიამოვნა“საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 1
-
-
b როგორც ჩანს, ღმერთმა ამავე მიზნით გააქრო მოსესა და იესოს სხეულებიც (კანონი 34:5, 6; ლუკა 24:3—6; იუდა 9).
-