საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გამოავლინეთ ისეთივე რწმენა, როგორიც მოსეს ჰქონდა
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 აპრილი
    • 1, 2. ა) რა გადაწყვეტილება მიიღო მოსემ 40 წლის ასაკში? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რატომ არჩია მოსემ ღვთის ხალხთან ერთად მონობაში ცხოვრება?

      მოსემ შესანიშნავად იცოდა, რა მომავალს უქადდა ეგვიპტეში ცხოვრება. ის ხედავდა, რომ მდიდარი და შეძლებული ეგვიპტელები სასახლეებში ცხოვრობდნენ. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ თავად მოსე სამეფო ოჯახში აღიზარდა. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ისწავლა მოსემ ეგვიპტელთა მთელი სიბრძნე“ — ლიტერატურა, ისტორია, ასტრონომია, მათემატიკა თუ სხვა მეცნიერებები (საქ. 7:22). მოსეს გააჩნდა სიმდიდრე, ძალა და სარგებლობდა პრივილეგიით; ეს ყველაფერი შეიძლება რიგითი ეგვიპტელისთვის მხოლოდ სანუკვარი ოცნება ყოფილიყო.

      2 თუმცა, როდესაც მოსეს 40 წელი შეუსრულდა, სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო; ეს გადაწყვეტილება ალბათ, სამეფო ოჯახს, რომელმაც იშვილა, საგონებელში ჩააგდებდა. მოსემ ჩვეულებრივი ეგვიპტელის ცხოვრებაზეც კი უარი თქვა და მონებთან ერთად ცხოვრება არჩია. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ მას უდიდესი რწმენა ჰქონდა (წაიკითხეთ ებრაელების 11:24—26). მოსე ხილულ სამყაროზე გაცილებით მეტს ხედავდა. ის სულიერი ადამიანი იყო; სწამდა იეჰოვასი, „ვინც უხილავია“ და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ღვთის დაპირებები შესრულდებოდა (ებრ. 11:27).

  • გამოავლინეთ ისეთივე რწმენა, როგორიც მოსეს ჰქონდა
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 აპრილი
    • 4. რას ფიქრობდა მოსე „ცოდვიან განცხრომაზე“?

      4 მოსე რწმენის თვალით ხედავდა, რომ „ცოდვიანი განცხრომა“ დროებითი და წარმავალი იყო. სხვებს მის ადგილზე შესაძლოა ეფიქრათ, რომ მართალია ეგვიპტე კერპთაყვანისმცემლობასა და სპირიტიზმს შთაენთქა და იეჰოვას ხალხს მონობის უღელი ედგა, მაგრამ ის მსოფლიო იმპერია იყო. მათგან განსხვავებით, მოსეს ერთი რამ კარგად ესმოდა: ღმერთს შეეძლო, მოვლენები საპირისპიროდ წარემართა. მიუხედავად იმისა, რომ განცხრომის მოყვარული ადამიანები, ერთი შეხედვით, წარმატებულნი იყვნენ, მოსეს სწამდა, რომ მათი ამგვარი მდგომარეობა მალე წარსულს ჩაჰბარდებოდა. სწორედ ამის გამო ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა მასზე „დროებითმა ცოდვიანმა განცხრომამ“.

      5. რა დაგვეხმარება, რომ არ ავყვეთ „დროებით ცოდვიან განცხრომას“?

      5 თქვენ რა დაგეხმარებათ, რომ არ აჰყვეთ „დროებით ცოდვიან განცხრომას“? არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ხორციელი სიამოვნება წუთიერია. რწმენის თვალით დაინახეთ, რომ „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც“ (1 იოან. 2:15—17). დაფიქრდით იმაზე, რა დღე დაადგებათ მოუნანიებელ შემცოდველებს. ისინი „მოლიპულ მიწაზე“ დგანან და „განადგურდებიან უეცარი შიშით“ (ფსალმ. 73:18, 19). თუ ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით, ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორი მომავალი მსურს?

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება