საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • pe თ. 26 გვ. 217-224
  • ბრძოლა სწორი მოქმედებისთვის

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბრძოლა სწორი მოქმედებისთვის
  • შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბრძოლაში შეიძლება გამარჯვების მოპოვება
  • ვისწავლოთ სხვების შეცდომებზე
  • გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელია დახმარება
  • თქვენ შეძლებთ სიწმინდის შენარჩუნებას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • როგორ დავძლიოთ არასწორი სურვილები?
    გამოიღვიძეთ! — 2003
  • გამოავლინეთ ისეთივე რწმენა, როგორიც მოსეს ჰქონდა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
  • „იბრძოლე რწმენის ღირსეულ ბრძოლაში“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
იხილეთ მეტი
შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
pe თ. 26 გვ. 217-224

თავი 26

ბრძოლა სწორი მოქმედებისთვის

1. რის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ ქრისტიანებმა?

სანამ არსებობს სატანის წუთისოფელი, ქრისტიანებს ესაჭიროებათ ბრძოლა, რომ არ მოექცნენ მის ცუდ ზეგავლენაში. მოციქული პავლე წერდა: „შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შესძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას“ (ეფესელთა 6:11–18). მაგრამ ჩვენი ბრძოლა მიმართულია არა მარტო სატანისა და მისი ქვეყნიერების წინააღმდეგ, არამედ ჩვენი საკუთარი, ბოროტი გულისთქმების წინააღმდეგაც. ბიბლია ამბობს: „ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე“ (დაბადება 8:21; რომაელთა 5:12).

2. ა) რატომ გვიპყრობს ხშირად ბოროტების ჩადენის ძლიერი სურვილი? ბ) რატომ უნდა ვიბრძოლოთ ცუდი სურვილების წინააღმდეგ?

2 პირველი ადამიანის ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო, შეიძლება, ჩვენი გული ბოროტებისკენ ისწრაფოდეს. თუ დავემორჩილებით ამ სურვილს, ვეღარ მივიღებთ მარადიულ სიცოცხლეს ღმერთის ახალ სისტემაში. ამიტომ საჭიროა ვიბრძოლოთ, რომ სწორად ვმოქმედებდეთ. როგორც მოციქული პავლე განმარტავს, თვითონაც ეწეოდა ასეთ ბრძოლას: „კეთილის გაკეთება მნებავს და ბოროტი მეტმასნება“ (რომაელთა 7:21–23, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). შესაძლოა, ეს ბრძოლა შენც ძნელი გეჩვენება და დროდადრო განიცდი ძლიერ შინაგან კონფლიქტს. რა გადაწყვეტილებას მიიღებ ასეთ შემთხვევაში?

3. ა) როგორი შინაგანი კონფლიქტი არსებობს მრავალ ადამიანში? ბ) რომელი ბიბლიური ჭეშმარიტება მტკიცდება ფაქტით, რომ სწორად მოქმედების სურვილის მიუხედავად, მრავალი ადამიანი სჩადის უსამართლობას?

3 შენ უკვე გაეცანი ღმერთის შესანიშნავ აღთქმას დედამიწაზე სრულყოფილ პირობებში მარადიული ცხოვრების შესახებ. შენ გწამს ამ დანაპირების და გსურს ყოველივე ეს საუკეთესო. მაშასადამე, იცი, რომ ღმერთისადმი მსახურება შენივე მუდმივი კეთილდღეობისთვისაა სასარგებლო. მაგრამ შეიძლება გულში გსურს ის, რის შესახებაც იცი, რომ ცუდია. დროდადრო გიჩნდება ძლიერი სურვილი იმრუშო, მოიპარო ან ჩაიდინო სხვა რაიმე ცუდი საქმე. ზოგიერთები, რომლებიც სწავლობენ ამ წიგნს, შეიძლება, სჩადიან კიდეც მსგავს ცუდ საქმეებს, ამასთანავე იციან, რომ ეს საქმეები განიკითხება ღმერთის მიერ. ის ფაქტი, რომ ადამიანები სწორად მოქმედების სურვილის მიუხედავად, აკეთებენ იმას, რაც მცდარია, ამტკიცებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას: „უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას“ (იერემია 17:9).

ბრძოლაში შეიძლება გამარჯვების მოპოვება

4. ა) ვისზეა დამოკიდებული, მოვიპოვებთ თუ არა ბრძოლაში გამარჯვებას? ბ) რა არის საჭირო, სწორი მოქმედებისთვის ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად?

4 მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ შეუძლია ცუდი სურვილების დაოკება. თუ ნამდვილად გსურს ამის გაკეთება, გული განიმტკიცე და ის გატარებს სწორი გზით. მაგრამ ეს დამოკიდებულია შენზე (ფსალმუნი 25:1, 11). შენს ნაცვლად სხვა ვერავინ მოიპოვებს ამ ბრძოლაში გამარჯვებას. ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, დაეუფლე სიცოცხლისმომცემ ბიბლიურ შემეცნებას (იოანე 17:3). მაგრამ საჭიროა კიდევ უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ გონებით აითვისო ეს შემეცნება. მან შენს გულშიც უნდა შეაღწიოს. შენ ღრმად უნდა შეიგრძნო ის, რასაც სწავლობ, რომ ნამდვილად გქონდეს სურვილი მოიქცე მასთან შეთანხმებულად.

5. როგორ შეიძლება განავითარო ღმერთის კანონების მიმართ გულითადი მადლიერება?

5 მაგრამ როგორ შეგიძლია მადლიერება განვითარო შენს გულში ღმერთის კანონების მიმართ? შენ უნდა იფიქრო მათზე და ღრმად ჩაუკვირდე მათ. მაგალითად, შეეკითხე საკუთარ თავს: რით არის სასარგებლო ღმერთისადმი მორჩილება? შემდეგ კი თვალი გადაავლე იმ ადამიანთა ცხოვრებას, რომლებიც უარყოფდნენ ღმერთის კანონებს. მაგალითად, 19 წლის გოგონა წერდა: „ვენერიული დაავადებით სამჯერ ვიყავი ავად. ბოლოს დავკარგე დედობის უფლება, რადგან საჭირო გახდა საშვილოსნოს მოცილება“. ნამდვილად, ძალიან სამწუხაროა, თუ დავუფიქრდებით, რამდენი პრობლემა წამოიჭრება, როდესაც ადამიანები არ ემორჩილებიან ღმერთის კანონებს (მეორე მეფეთა 13:1–19). ერთმა ქალმა, რომელმაც იმრუშა, ნაღვლიანად თქვა: „ღმერთის მიმართ დაუმორჩილებლობა არ ღირს ამდენ ტკივილად და ემოციურ მოშლილობად. ახლა მე ვიტანჯები ამის გამო“.

6. ა) რატომ არ ღირს ისეთი სიამოვნების მიღება, რომელიც ცუდ მოქმედებას მოაქვს? ბ) როგორი ცხოვრებით დატკბობა შეეძლო მოსეს ეგვიპტეში?

6 და მაინც ზოგიერთი ამბობს, რომ მრუშობა, დათრობა და ნარკოტიკების მიღება სიამოვნებას ანიჭებს. მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული სიამოვნება დიდხანს არ გრძელდება. ნუ დაუშვებ, რომ ცდუნდე იმ მოქმედებით, რომელიც წაგართმევდა ჭეშმარიტ და მარადიულ ბედნიერებას. გაიხსენე მოსე, რომელიც „ფარაონის ასულის ძედ“ აღიზარდა. მოსე ფუფუნებით ცხოვრობდა ძველი ეგვიპტის სამეფო კარზე. ბიბლიის თანახმად, მან „ღვთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა წარმავალ, ცოდვიან განცხრომას“ (ებრაელთა 11:24, 25). მაშასადამე, უზნეო, თავაშვებული ცხოვრება, რომელიც, როგორც ჩანს, ეგვიპტის სამეფო კარზე არსებობდა, მოსეს გარკვეულ სიამოვნებას სთავაზობდა. მაგრამ რატომ უარყო მან ყოველივე ეს?

7. რატომ შეაქცია მოსემ ზურგი ეგვიპტის სამეფო კარის ‘დროებით, ცოდვიან განცხრომას’?

7 იმიტომ რომ, მოსეს სწამდა იეჰოვა ღმერთის. მან იცოდა, რომ არსებობდა გაცილებით უკეთესი რამ, ვიდრე წარმავალი ცოდვილი განცხრომა რომელსაც ეგვიპტის სამეფო კარი სთავაზობდა. ბიბლია ამბობს: „[ის] უყურებდა საზღაურს“. მოსე ღრმად უფიქრდებოდა იმას, რაც ღმერთმა აღუთქვა. მას სწამდა, რომ ღმერთი შექმნიდა სამართლიან ახალ სისტემას. მისი გული შეძრული იყო იმით, რომ იეჰოვა ადამიანების მიმართ ავლენდა უდიდეს სიყვარულსა და მზრუნველობას. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსეს მხოლოდ წაკითხული ან მოსმენილი კი არ ჰქონდა იეჰოვას შესახებ, არამედ როგორც ბიბლია ამბობს, „იგი, თითქოს უხილავს ხედავდა, მტკიცე იყო“ (ებრაელთა 11:26, 27, აფ). მოსესთვის რეალობა იყო იეჰოვა და მისი აღთქმები მარადიული სიცოცხლის შესახებ.

8. ა) რა არის აუცილებელი, სწორი მოქმედებისთვის ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად? ბ) ჭაბუკის მიერ გამოთქმული, რომელი თვალსაზრისის მიღება იქნებოდა ჩვენთვის ბრძნული?

8 შეიძლება თუ არა ეს შენზეც ითქვას? წარმოადგენს თუ არა შენთვის იეჰოვა მოსიყვარულე მამის მსგავს რეალურ პიროვნებას? როცა ეცნობი მის აღთქმებს — მისცეს ადამიანებს მარადიული სიცოცხლე სამოთხეში, დედამიწაზე — გაქვს თუ არა წარმოდგენილი, რომ შენც იქ იმყოფები და სარგებლობ ყოველივე ამ კურთხევით? (იხილე 156–162 გვერდები). ცდუნებებთან ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად გვესაჭიროება მჭიდრო ურთიერთკავშირი იეჰოვასთან. მოსეს მსგავსად, ჩვენც უნდა ‘ვუყუროთ საზღაურს’. სიძვის ცდუნების წინაშე მდგარ ოცი წლის ჭაბუკს იგივე შეხედულება ჰქონდა, როგორიც მოსეს. მან თქვა: „ჩემთვის მარადიული სიცოცხლის იმედი იმდენად ძლიერი იყო, რომ არ შემეძლო მისი დაკარგვა უზნეობით გამოწვეული წუთიერი სიამოვნების გამო“. ნუთუ ეს სწორი შეხედულება არ არის, რომელიც ჩვენც უნდა გვქონდეს?

ვისწავლოთ სხვების შეცდომებზე

9. რატომ აღმოჩნდა მეფე დავითი უმწეო სწორი მოქმედებისთვის ბრძოლაში?

9 ბრძოლის დროს არასოდეს მოადუნო ყურადღება ისე, როგორც ეს ერთხელ დავით მეფეს დაემართა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც დავითმა ბანიდან დაინახა მობანავე მშვენიერი ბარშებაყი. იმის ნაცვლად, რომ ზურგი შეექცია, მან გააგრძელა მზერა, რის გამოც დავითის გულში წამოიჭრა გარყვნილი აზრები. მისი სურვილი — ჰქონოდა სქესობრივი კავშირი ბარშებაყთან — იმდენად გაძლიერდა, რომ ბრძანა მისი მოყვანა სასახლეში. მოგვიანებით, როდესაც ბარშებაყი დაორსულდა და დავითმა ვეღარ შეძლო ჩადენილი მრუშობის დაფარვა, მან მოაწყო მისი ქმრის მკვლელობა ბრძოლაში (მეორე მეფეთა 11:1–17).

10. ა) როგორ დაისაჯა დავითი ჩადენილი ცოდვის გამო? ბ) რას შეეძლო დავითის დაცვა მრუშობისგან?

10 ეს იყო ნამდვილად საშინელი ცოდვა. და ამის გამო დავითი ძალიან იტანჯებოდა. ის თავისი საქციელის გამო არა მხოლოდ ღრმა მწუხარებას განიცდიდა, არამედ იეჰოვამაც დასაჯა ის და სიცოცხლის ბოლომდე ოჯახში უთანხმოება და უწესრიგობა ჰქონდა (ფსალმუნი 50:5, 6; მეორე მეფეთა 12:10–12). დავითის გული უფრო მაცდუნებელი იყო, ვიდრე თავად მას ჰქონდა შეგნებული. არასწორმა სურვილებმა სძლიეს დავითს. ამის შემდეგ მან თქვა: „აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი“ (ფსალმუნი 50:7). მაგრამ რაც დავითმა ბარშებაყთან ჩაიდინა, არ უნდა მომხდარიყო. მისი პრობლემა იყო ის, რომ გააგრძელა მზერა; ის არ გაერიდა იმ სიტუაციას, რომლითაც გაძლიერდა მისი სექსუალური სურვილი სხვისი ცოლის მიმართ.

11. ა) რა უნდა ვისწავლოთ დავითის შემთხვევიდან? ბ) შენი აზრით, რას შეუძლია ‘ვნებების’ აღძვრა? გ) რას ერიდება ბრძენი ადამიანი, როგორც ეს ერთმა ჭაბუკმა თქვა?

11 დავითის შემთხვევიდან უნდა ვისწავლოთ, რომ საჭიროა ვერიდოთ სიტუაციებს, რომლებითაც აღიძვრება არასწორი სქესობრივი გრძნობები. მაგალითად, რა იქნება შედეგი, თუ კითხულობ ისეთ წიგნებს და უყურებ ისეთ სატელევიზიო პროგრამებსა და ფილმებს, სადაც ყურადღება გამახვილებულია სექსზე? მოსალოდნელია, რომ შენში აღიძრას სქესობრივი წადილი. ამიტომ, გაექეცი ისეთ მოქმედებებსა და გართობებს, რომლითაც აღიძვრება „ვნება“ (კოლასელთა 3:5; 1 თესალონიკელთა 4:3–5; ეფესელთა 5:3–5). სხვა პიროვნებასთან ურთიერთობის დროს ნუ ჩაიგდებ თავს ისეთ სიტუაციაში, რომელიც მრუშობამდე მიგიყვანს. ერთმა 17 წლის ჭაბუკმა მართებულად შენიშნა: «ყველას შეუძლია თქვას: „ჩვენ ვიცით, როდის უნდა შევჩერდეთ“. მართალია, პიროვნებამ შესაძლოა იცის, როდის, მაგრამ შეუძლია კი ყველას ამის გაკეთება? უმჯობესია მოერიდო მსგავს სიტუაციას».

12. რომელი მაგალითი უნდა გვახსოვდეს იოსების ცხოვრებიდან?

12 დავითს რომ გაეხსენებინა იოსების მაგალითი, არასოდეს ჩაიდენდა ამ დიდ ცოდვას ღმერთის წინაშე. ეგვიპტეში იოსები დანიშნული იყო ფოტიფარის სახლის მმართველად. როდესაც ფოტიფარი სახლში არ იყო, მისი ავხორცი ცოლი ცდილობდა ლამაზი იოსების ცდუნებას და ეუბნებოდა: „დაწექი ჩემთან“. მაგრამ იოსები უარს ეუბნებოდა. ერთხელ ქალმა ხელი სტაცა იოსებს და ცდილობდა, აღეძრა მასში სურვილი, რომ ერთად დაწოლილიყვნენ. მაგრამ იოსებმა თავი დააღწია მას და გაიქცა. ის მტკიცედ იცავდა გულის სიწმინდეს იმ ფიქრით, რომ თავისი სექსუალური სურვილი კი არ დაეკმაყოფილებინა, არამედ შეესრულებინა ის, რაც სწორი იყო იეჰოვას თვალში. მან თქვა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?“ (დაბადება 39:7–12).

გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელია დახმარება

13, 14. ა) რა არის აუცილებელი ჩვენთვის ამ ბრძოლაში გამარჯვების მისაღწევად? ბ) როგორ შეიცვალნენ კორინთში მცხოვრები ადამიანები როცა გახდნენ ქრისტიანები და რისი დახმარებით? გ) როგორი ადამიანები იყვნენ პავლე და ტიტე?

13 ამ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვების მიზნით ბიბლიური შემეცნება ღრმად უნდა ჩაინერგო გულში, რომ აღძრული იყო მასთან შეთანხმებული მოქმედებისკენ. მაგრამ ასევე, ღმერთის ხალხთან უნდა გქონდეს ურთიერთობა და გახდე იეჰოვას ხილული ორგანიზაციის ნაწილი. მისი დახმარებით შეძლებ შეცვლას, მიუხედავად იმისა, როგორ ღრმადაც არ უნდა იყო ცოდვაში ჩაფლული. ძველ კორინთში მცხოვრები ადამიანების შესახებ, რომლებიც შეიცვალნენ, მოციქული პავლე წერდა: „თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი. მაგრამ განიბანეთ“ (1 კორინთელთა 6:9–11).

14 შენ წარმოიდგინე! იმ ადრინდელი ქრისტიანებიდან ზოგიერთი წინათ იყო მეძავი, მრუში, ჰომოსექსუალისტი, ქურდი ან ლოთი. მაგრამ ქრისტიანთა ორგანიზაციის დახმარებით ისინი შეიცვალნენ. ერთ დროს თავად პავლე მოციქულიც სჩადიოდა ცუდ საქმეებს (1 ტიმოთე 1:15). თანაქრისტიან ტიტეს ის სწერდა: „ვინაიდან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უმეცარნი, ურჩნი, გზააბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები“ (ტიტე 3:3).

15. ა) რა გვიჩვენებს, რომ პავლესთვის არ იყო ადვილი სწორად მოქცევა? ბ) როგორი სარგებლობის მიღება შეგვიძლია პავლეს მაგალითიდან?

15 იყო თუ არა პავლესთვის ადვილი, სწორად მოქცეულიყო, როცა ის ქრისტიანი გახდა? არა. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ის ებრძოდა მაცდუნებელ სურვილებსა და განცხრომებს, რომელთა მონაც ერთ დროს იყო. პავლე წერდა: „ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, მე თვითონ უღირსი არ დავრჩე“ (1 კორინთელთა 9:27). პავლე შეუპოვრად ებრძოდა თავის სურვილებს და აიძულებდა საკუთარ თავს ეკეთებინა, რაც სწორი იყო, მაშინაც კი, თუ საკუთარ სხეულში საპირისპირო სურვილს გრძნობდა. თუ მოიქცევი ისე, როგორც პავლე, ამ ბრძოლაში შენც მოიპოვებ გამარჯვებას.

16. თანამედროვე ცხოვრების რომელი მაგალითები დაგვეხმარება, სწორი მოქმედებისთვის ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად?

16 თუ ამჩნევ, რომ გიჭირს ზოგიერთი ცუდი ჩვევის დაძლევა, დაესწარი იეჰოვას მოწმეთა შემდგომ დიდ კონგრესს. უსათუოდ, ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენს შენზე დამსწრეთა სიხარული და უმწიკვლო ყოფაქცევა. ეს ადამიანები ერთ დროს იყვნენ ამ ქვეყნიერების ნაწილი, სადაც სიძვა, ცოლ-ქმრული ერთგულების დარღვევა, ლოთობა, ჰომოსექსუალიზმი, თამბაქოს მოწევა, ნარკომანია, ქურდობა, თაღლითობა, სიცრუე და აზარტული თამაშები ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება. იყო დრო, როცა მრავალი მათგანი ასე ცხოვრობდა (1 პეტრე 4:3, 4). გარდა ამისა, თუ შენ გაქვს ურთიერთობა იეჰოვას მოწმეებთან კრების შეხვედრებზე, — რაც შენ დაუყოვნებლივ უნდა გაგეკეთებინა, — იმ ადამიანთა შორის იქნები, რომლებიც იბრძოდნენ ზუსტად იმავე ჩვევებისა და სურვილების წინააღმდეგ, რასაც შესაძლოა, ამჟამად შენ ებრძვი. მაშ ასე, გამაგრდი! ისინი იმარჯვებენ სწორი მოქმედებისათვის ბრძოლაში. ღმერთის დახმარებით ამას შენც შეძლებ.

17. ა) როგორი ურთიერთობა არის აუცილებელი, თუ გვინდა მოვიპოვოთ ბრძოლაში გამარჯვება? ბ) ვისგან შეგიძლია მიიღო დახმარება პრობლემების გადასაწყვეტად?

17 თუ შენ გარკვეული დროის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებთან ერთად სწავლობ ბიბლიას, უეჭველია, რომ უკვე დაესწარი შეხვედრებს სამეფო დარბაზში. შეხვედრებზე რეგულარული დასწრება ჩვევად გაიხადე. ყველას გვესაჭიროება სულიერი გამხნევება, რასაც ასეთი ქრისტიანული ურთიერთობით მივიღებთ (ებრაელთა 10:24, 25). გაეცანი კრების უხუცესებს. მათი მოვალეობაა, რომ ‘მწყემსონ ღმერთის სამწყსო’ (1 პეტრე 5:1–3; საქმეები 20:28). ამიტომ, ნუ დააყოვნებ, თუ ღმერთის კანონის საწინააღმდეგო ჩვევების დასაძლევად გესაჭიროება დახმარება. შენ დარწმუნდები, რომ ისინი მოსიყვარულეები, კეთილები და ყურადღებიანები არიან (1 თესალონიკელთა 2:7, 8).

18. მომავლის რომელი პერსპექტივა გვაძლევს ძალას, რომ განვაგრძოთ ბრძოლა?

18 ის ზემოქმედება, რომელიც გვაიძულებს მოვიქცეთ არასწორად, გამომდინარეობს არა მარტო სატანის ქვეყნიერებიდან, არამედ ჩვენი შინაგანი არასრულყოფილი არსებიდანაც. ამიტომ ღმერთისადმი ერთგულება მოითხოვს ყოველდღიურ ბრძოლას. მაგრამ რა სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ეს ბრძოლა არ გასტანს მარადიულად! მალე, სატანა და მთელი მისი ბოროტი წუთისოფელი განადგურდება. მაშინ ღმერთის ახალ სისტემაში, რომელიც ასე ახლოსაა, გამეფებული იქნება სამართლიანი პირობები, რაც ბევრად გააუმჯობესებს ცხოვრებას. ბოლოს და ბოლოს, ცოდვის ყოველგვარი კვალი წარსულს ჩაბარდება და მეტად აღარ მოგვიწევს სწორი მოქმედებისთვის უმძიმესი ბრძოლა.

19. რატომ ღირს ნებისმიერ ძალისხმევად, რომ იეჰოვასათვის მოსაწონი იყო?

19 გამუდმებით იფიქრე ახალი სისტემის ყველა კურთხევაზე. დიახ, შეიმოსე „ხსნის იმედის მუზარადით“ (1 თესალონიკელთა 5:8). დაე, შენი აზრებიც ისეთივე იყოს, როგორც ერთმა ახალგაზრდა ქალმა გამოთქვა: „მე ვფიქრობ ყველაფერზე, რაც კი იეჰოვამ აღმითქვა და გააკეთა ჩემთვის. მას არ მივუტოვებივარ, არამედ მრავალმხრივ მაკურთხა. ვიცი, რომ მას ჩემთვის მხოლოდ საუკეთესო სურს და მეც მინდა ვასიამოვნო. მარადიული სიცოცხლე ნებისმიერ ძალისხმევად ღირს“. თუ ერთგულად ვიცავთ სამართლიანობის გზებს, ვიხილავთ ყველა იმ კეთილი დანაპირების შესრულებას, რომელიც იეჰოვამ მისცა თავის მოყვარულებს (იესო ნავეს ძე 21:43).

[სურათი 219 გვერდზე]

რატომ უარყო მოსემ ძველი ეგვიპტის ცხოვრების წესი, მიუხედავად იმისა, რომ სიამოვნების მიმნიჭებელი იყო?

[სურათები 220, 221 გვერდებზე]

დავითი აგრძელებდა ბარშებაყის მზერას; ის არ გაერიდა ვითარებას, რომელმაც უზნეობამდე მიიყვანა.

[სურათი 222 გვერდზე]

როდესაც ფოტიფარის ცოლმა უზნეობის ჩადენა შესთავაზა, იოსები გაიქცა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება