-
პატივისცემაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
მშობლებს, როგორც ღვთის მიერ უფლებამოსილთ, შვილების აღზრდა, დამოძღვრა და მათთვის სწორი მიმართულების მიცემა ევალებათ. ისინი შვილების პატივისცემას იმსახურებენ (გმ. 20:12; ეფ. 6:1—3; ებ. 12:9). თუმცა მშობლის პატივისცემა მხოლოდ მორჩილებას არ გულისხმობს, ზრდასრულმა შვილებმა საჭიროების შემთხვევაში უნდა იზრუნონ კიდეც მშობლებზე (შდრ. მთ. 15:4—6). ქრისტიანული კრების წევრი, რომელიც არ ზრუნავდა მოხუცებულ და გაჭირვებულ მშობელზე, ურწმუნოზე უარესად ითვლებოდა (1ტმ. 5:8). მოციქულმა პავლემ ტიმოთეს მისწერა, რომ კრებას ტვირთად არ უნდა დასწოლოდნენ ის ქვრივები, რომლებსაც შვილები და შვილიშვილები ანუ პატრონი ჰყავდათ (1ტმ. 5:4).
-
-
სული (II)წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
მართალია, იესოს სულითცხებული მიმდევრები არასრულყოფილი ხორციელი ქმნილებები არიან, მაგრამ ზეციერი მოწოდებისა და მემკვიდრეობის წყალობით ისინი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ. როგორც ჩანს, მოციქულს სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში, როცა მიწიერი მამები იეჰოვა ღმერთს, „ჩვენი სულიერი ცხოვრების მამას“ (სიტყვასიტყვით „სულების მამას“) შეადარა (ებ. 12:9; შდრ. 12:23). ქრისტეს თანამემკვიდრეები, ვიდრე ზეციური ცხოვრებისთვის აღდგებიან და ისეთივე სხეული ექნებათ, როგორიც ქრისტეს, ჯერ კიდევ დედამიწაზე ერთი სულით უნდა იყვნენ გაერთიანებულნი ქრისტესთან, თავიანთ „თავთან“, და არ უნდა დაემონონ ხორცის სურვილებსა და უზნეო მიდრეკილებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეიძლება მეძავს შეუერთდნენ და მისი „ერთხორცი“ გახდნენ (1კრ. 6:15—18; 15:44—49; რმ. 8:5—17).
-