-
აღაშენე სხვები შენი საუბრით„დარჩით ღვთის სიყვარულში“
-
-
7, 8. რაზე ვაგებთ პასუხს იეჰოვას წინაშე?
7 მესამე მიზეზი, რის გამოც ენა უნდა ვაკონტროლოთ, ის არის, რომ იეჰოვას წინაშე პასუხს ვაგებთ ჩვენი სიტყვების გამო. ჩვენი საუბარი გავლენას ახდენს არა მარტო სხვებთან, არამედ იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე. იაკობის 1:26-ში ვკითხულობთ: „თუ ვინმეს თავი ღვთის თაყვანისმცემელი ჰგონია, მაგრამ ენას არ ლაგმავს და თავის გულს აცდუნებს, ფუჭიაa მისი თაყვანისცემა“. როგორც წინა თავიდან გავიგეთ, ჩვენი თაყვანისმცემლობა იმ შემთხვევაში იქნება ღვთისთვის მოსაწონი, თუ მეტყველების უნარს მართებულად გამოვიყენებთ. თუ ენას არ ვაკონტროლებთ და ხშირად სხვებს გულს ვტკენთ მწარე და გესლიანი სიტყვებით, ჩვენი მსახურება ფუჭი იქნება ღვთის თვალში. ამაზე სერიოზულად დაფიქრება ნამდვილად ღირს (იაკობი 3:8—10).
-
-
აღაშენე სხვები შენი საუბრით„დარჩით ღვთის სიყვარულში“
-
-
b ბიბლიაში უწმინდურება ფართო გაგებით გამოიყენება და მასში სხვადასხვა სახის ცოდვა იგულისხმება. თუმცა ყველანაირი უწმინდურება არ მოითხოვს სამართლებრივ განხილვას, ქრისტიანი შეიძლება გაირიცხოს კრებიდან, თუ მოუნანიებლად სჩადის უხეშ უწმინდურებას (2 კორინთელები 12:21; ეფესოელები 4:19; იხილეთ „მკითხველთა შეკითხვები“ 2006 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“).
-