-
უფალიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
საპატიო წოდება. ის ფაქტი, რომ ქრისტიანებს მხოლოდ „ერთი უფალი“, იესო ქრისტე, ჰყავთ (ეფ. 4:5), არ გამორიცხავს „უფლის“ ან „ბატონის“ გამოყენებას ვინმეს პატივისცემისა და ძალაუფლების აღიარების ნიშნად. პეტრე მოციქულმა სარა ქრისტიანი ცოლებისთვის ნიმუშად მოიყვანა, რადგან ის თავის ქმარს, აბრაამს, მორჩილების ნიშნად „ბატონს უწოდებდა“ (1პტ. 3:1—6). ეს ფორმალური მიმართვა კი არა, გულწრფელი მორჩილების მაჩვენებელი იყო, რადგან სარამ ეს სიტყვები გულში თქვა (დბ. 18:12). სხვა მხრივ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქრისტიანები ერთმანეთისთვის ძმები არიან, არასწორი იქნება, თუ ვინმეს წინამძღოლად ან უფლად შერაცხავენ და მას თავიანთ სულიერ წინამძღოლად ჩათვლიან (მთ. 23:8—10; იხ. იეჰოვა; იესო ქრისტე).
-
-
პატივისცემაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ოჯახში. ცოლი დიდ პატივს მიაგებს ქმარს ანუ ჯანსაღ შიშს ავლენს ოჯახის თავის მიმართ (ეფ. 5:33). ღმერთმა ოჯახის თავად ყოფნის უპირატესობა კაცს მიანიჭა. პირველად კაცი შეიქმნა „ღვთის ანარეკლად და დიდებად“ და არა ქალი (1კრ. 11:7—9; 1ტმ. 2:11—13). სარა, რომელიც დიდ პატივს სცემდა ქმარს, შესანიშნავ მაგალითს აძლევს ცოლებს. ის მთელი გულით სცემდა ქმარს პატივს, რადგან მას ბატონს გულში უწოდებდა და არა მარტო სხვების გასაგონად (1პტ. 3:1, 2, 5, 6; შდრ. დბ. 18:12).
-
-
ქალიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
მოციქული პეტრე მორჩილ, პატიოსან, პატივისმცემელ და ღვთისმოსავ ქალებს ეუბნება: „თუკი კარგს აკეთებთ და შიშის მომგვრელს არაფერს უშინდებით, თქვენც სარას შვილები ხართ“. ისინი სარას შვილებად იმიტომ კი არ იწოდებიან, რომ მისი შთამომავლები არიან, არამედ იმიტომ, რომ ჰბაძავენ მას. ღმერთმა აკურთხა სარა — ის ისაკის დედა და აბრაამის მთავარი შთამომავლის, იესო ქრისტეს, წინაპარი გახდა (გლ. 3:16). ასე რომ, ქრისტიანი ცოლები, რომლებიც ურწმუნო ქმრებსაც კი ისე ეპყრობიან, როგორც სარას შვილებს შეჰფერით, ღვთისგან ჯილდოს მიიღებენ (1პტ. 3:6; დბ. 18:11, 12; 1კრ. 7:12—16).
-