საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მწყემსებო, მიჰბაძეთ დიდებულ მწყემსებს!
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ნოემბერი
    • 4. რა საკითხის განხილვას დაეთმობა ეს სტატია?

      4 როგორ უნდა ექცეოდნენ ქრისტიანი უხუცესები სამწყსოს? წმინდა წერილები ქრისტიანული კრების წევრებს სთხოვს და მოუწოდებს, რომ „გაუგონონ მათ, ვისაც . . . [მათ შორის] ხელმძღვანელობა აკისრიათ“. უხუცესებს რაც შეეხება, მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იბატონონ „მათზე, ვინც ღვთის საკუთრებაა“ (ებრ. 13:17; წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:2, 3). მოდი დავსვათ ასეთი შეკითხვა: როგორ შეუძლიათ უხუცესებს, ისე უხელმძღვანელონ სამწყსოს, რომ, როგორც ზემოთ ვთქვით, არ იბატონონ მასზე ანუ არ გადაამეტონ ღვთისგან მიცემულ თავიანთ მოვალეობას?

  • მწყემსებო, მიჰბაძეთ დიდებულ მწყემსებს!
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ნოემბერი
    • 9. რა ურჩია იესომ თავის მოწაფეებს?

      9 იესოს აზრი სულიერი მწყემსების როლთან დაკავშირებით დიდად განსხვავდებოდა იაკობისა და იოანეს აზრისგან, რომელიც მათ ერთხელ პირდაპირ და აშკარად დააფიქსირეს. ეს ორი მოციქული სამეფოში, ასე ვთქვათ, საპატიო ადგილის დაკავებისკენ ისწრაფოდა. თუმცა იესომ მიუთითა მათ და უთხრა: „თქვენ იცით, რომ ხალხთა მმართველნი ბატონობენ მათზე და დიდებულთა ძალაუფლებაში არიან ისინი. თქვენ შორის კი ასე არ უნდა იყოს. პირიქით, ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის დიდი იყოს, თქვენი მსახური იყოს“ (მათ. 20:25, 26). მოციქულებს ესაჭიროებოდათ იმ არასწორი მიდრეკილების დაძლევა, რასაც ერქვა სხვებზე ბატონობა ანუ ხალხებზე ძალაუფლების მოპოვება.

      10. ა) როგორ დამოკიდებულებას მოელის იესო უხუცესებისგან სამწყსოსადმი? ბ) რა მაგალითი დაგვიტოვა პავლემ?

      10 იესო მოელის ქრისტიანი უხუცესებისგან, რომ ისინი ისევე მოექცევიან სამწყსოს, როგორც თავად ის ექცეოდა მას. უხუცესები თავიანთი თანამორწმუნეების მსახურები უნდა იყვნენ და არა მათი ბატონები. პავლე მოციქულსაც ასეთი თავმდაბლური დამოკიდებულება ჰქონდა სხვების მიმართ; მან ერთხელ ეფესოს კრების უხუცესებს ასეთი რამ უთხრა: „თქვენ კარგად იცით, რომ აზიაში მოსვლის პირველივე დღიდან სულ თქვენთან ვიყავი და ვემსახურებოდი უფალს, როგორც მონა, უდიდესი თავმდაბლობით“. პავლეს სურდა, რომ უხუცესები სხვების გამხნევებისა და დახმარების დროს ყოფილიყვნენ გულწრფელები და თავმდაბლები. მან თქვა: „ყველაფერში გიჩვენეთ, რომ ასეთი შრომით უნდა დაეხმაროთ უძლურებს“ (საქ. 20:18, 19, 35). მან კორინთელ და-ძმებს უთხრა, რომ ის არ ბატონობდა მათ რწმენაზე. ის იყო მათი თავმდაბალი თანამსახური, რომელიც ეხმარებოდა თანამორწმუნეებს, სიხარული ჰქონოდათ ღვთის მსახურებაში (2 კორ. 1:24). მოციქულმა თავმდაბლობისა და თავდაუზოგავი შრომის შესანიშნავი, ბრწყინვალე მაგალითი დაუტოვა ჩვენი დროის უხუცესებს.

  • მწყემსებო, მიჰბაძეთ დიდებულ მწყემსებს!
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ნოემბერი
    • „მაგალითი იყავით სამწყსოსთვის“

      უხუცესები ეხმარებიან თავიანთ ოჯახებს, რომ მოემზადონ ქადაგებისთვის (იხილეთ მე-13 აბზაცი)

      13, 14. რა მხრივ უნდა იყვნენ უხუცესები სამაგალითოები სამწყსოსთვის?

      13 პეტრემ უხუცესებს ჯერ ის ურჩია, რომ არ გაბატონებულიყვნენ კრებაზე და შემდეგ უთხრა, რომ მაგალითი ყოფილიყვნენ სამწყსოსთვის (1 პეტ. 5:3). როგორ შეუძლია უხუცესს, მაგალითი გახდეს კრებისთვის? მოდი, შევეხოთ იმ ორ მოთხოვნას, რომელიც მოეთხოვება ძმას ზედამხედველად მსახურებისთვის. ბიბლიაში წერია, რომ ის უნდა იყოს საღად მოაზროვნე და ოჯახს კარგად უნდა განაგებდეს. თუ უხუცესს ჰყავს ოჯახი, მისაბაძი ოჯახისთავი უნდა იყოს, „რადგან, თუ კაცმა ის არ იცის, ოჯახი როგორ განაგოს, ღვთის კრებაზე როგორ იზრუნებს?“ (1 ტიმ. 3:1, 2, 4, 5). ზედამხედველად მსახურების პასუხისმგებლობა რომ მიენდოს, ძმა საღად უნდა აზროვნებდეს ანუ კარგად უნდა ერკვეოდეს ბიბლიურ პრინციპებში და უნდა იცოდეს მათი გამოყენება. ის უნდა იყოს გაწონასწორებული და აუჩქარებელი „მოსამართლე“. როცა ამ ყველა თვისებას ხედავენ კრების წევრები თავიანთი კრების უხუცესებში, თავისუფლად ენდობიან მათ.

      14 კიდევ ერთი სფერო, რაშიც ზედამხედველები მისაბაძები და სამაგალითოები არიან, ქადაგების საქმეა, რომელსაც ისინი ხელმძღვანელობენ. თავის მხრივ, ზედამხედველებისთვის მაგალითი უფალი იესო ქრისტეა. სასიხარულო ცნობის ქადაგებას იესოს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა დედამიწაზე მსახურების დროს. მან აჩვენა თავის მოწაფეებს, როგორ კეთდებოდა ეს საქმე (მარ. 1:38; ლუკ. 8:1). მაუწყებელი ძალიან მხნევდება, როცა უხუცესი მის მხარდამხარ მსახურობს, რადგან ხედავს მწყემსის გულმოდგინებას ამ სიცოცხლის მომცემ საქმეში და ამ ყველაფერთან ერთად სწავლობს მისგან იმას, თუ როგორ იქადაგოს. მართლაც, იმის დანახვა, რომ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ზედამხედველები მთელი გულით არიან ჩაბმულნი ქადაგების საქმეში, მთელ კრებას გადასდებს ამ გულმოდგინების სულს. უხუცესები მისაბაძები არიან აგრეთვე იმაშიც, რომ ყოველთვის მომზადებულები მოდიან კრებებზე და აქტიურად არიან ჩართულნი პროგრამაში; ამასთანავე, მონაწილეობენ სამეფო დარბაზის მოვლასა და დასუფთავებაში (ეფეს. 5:15, 16; წაიკითხეთ ებრაელების 13:7 ).

      უხუცესები მაგალითს აძლევენ სხვებს ქადაგებაში (იხილეთ მე-14 აბზაცი)

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება