საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჰბაძავთ იეჰოვას სხვებზე ზრუნვაში?
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ივნისი
    • იეჰოვას სიყვარულით აღსავსე მზრუნველობა კარგად ჩანს ქრისტიანულ კრებაში. კრების თავი, იესო ქრისტე ხელმძღვანელობს უხუცესებს, რათა მათ ფარაზე იზრუნონ (იოანე 21:15—17). ბერძნული სიტყვა, რომელიც ბიბლიაში ნათარგმნია როგორც „ზედამხედველი“, უკავშირდება ზმნას, რომლის მნიშვნელობაცაა: „მზრუნველობით გაწეული მეთვალყურეობა“. პეტრე მიუთითებს უხუცესებს, თუ როგორ უნდა იზრუნონ ფარაზე: „მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო, ოღონდ არა იძულებით, არამედ ხალისით, არა უპატიოსნო შემოსავლის სიყვარულით, არამედ გულმოდგინებით. ნუ იბატონებთ მათზე, ვინც ღვთის საკუთრებაა, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის“ (1 პეტრე 5:2, 3).

  • ჰბაძავთ იეჰოვას სხვებზე ზრუნვაში?
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ივნისი
    • აღსანიშნავია, რომ პეტრეს სიტყვები, რომლებიც ზემოთ არის მოყვანილი, ყურადღებას ამახვილებს ერთ საშიშროებაზე — უხუცესებმა შეიძლება ‘იბატონონ’ კრებაზე. ეს შეიძლება იმით გამოიხატოს, რომ უხუცესმა რაღაც წესები დაადგინოს. ფარის დაცვის მეტისმეტი სურვილის გამო უხუცესი შეიძლება უკიდურესობაში გადავარდეს. აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში უხუცესებმა კრებაში დააწესეს, როგორ უნდა მისალმებოდნენ სამეფო დარბაზში შემოსულებს. ამ წესებში ერთ-ერთი ის იყო, თუ პირველი ვინ უნდა გამოლაპარაკებოდა კრებაზე მისულს. უხუცესები ფიქრობდნენ, რომ ასეთი წესების დაცვით კრებაში მშვიდობის შენარჩუნებას შეუწყობდნენ ხელს. გასაგებია, რომ ისინი კარგი აღძვრებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ, მაგრამ ზრუნავდნენ კი ისინი კრებაზე ისე, როგორც იეჰოვა ზრუნავს თავის ხალხზე? საყურადღებოა პავლე მოციქულის სიტყვები, საიდანაც ჩანს, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა მას კრების მიმართ. მან დაწერა: „ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს რწმენაზე ვბატონობთ, არამედ გეხმარებით, რომ სიხარული გქონდეთ, ვინაიდან თქვენივე რწმენით დგახართ“ (2 კორინთელები 1:24). იეჰოვა ენდობა თავის ხალხს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება