საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა არის ქრისტიანული ნეიტრალიტეტი?
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
    • 2. როგორ ცხადვყოფთ, რომ ნეიტრალური პოზიცია გვიკავია?

      ჩვენ არ ვერევით პოლიტიკაში, რადგან არც იესო ერეოდა. მაგალითად, როცა მისი სასწაულის მოწმეებმა იესოს გამეფება მოინდომეს, მან ეს არ დაუშვა (იოანე 6:15). რა იყო ამის მიზეზი? მოგვიანებით იესომ ასეთი რამ თქვა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოანე 18:36). აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც იესოს მიმდევრები, სხვადასხვა სიტუაციაში ნეიტრალურ პოზიციას ვიკავებთ. მაგალითად, მონაწილეობას არ ვიღებთ ომში (წაიკითხეთ მიქას 4:3). ჩვენ არც დროშისთვის პატივის მიგების ცერემონიალში ვმონაწილეობთ, რადგან ეს თაყვანისცემის ტოლფასია, თუმცა არც უპატივცემულობას ვიჩენთ ეროვნული სიმბოლოების მიმართ (1 იოანე 5:21). ამასთანავე, მხარს არ ვუჭერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოსს. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, თუ როგორ ვავლენთ ერთგულებას ღვთის სამეფოსადმი.

  • რა არის ქრისტიანული ნეიტრალიტეტი?
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
    • 4. ქრისტიანული ნეიტრალიტეტი ჩვენი დამოკიდებულებებიდან და საქციელიდან უნდა ჩანდეს

      წაიკითხეთ 1 იოანეს 5:21. შემდეგ ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

      ვიდეო: „ჭეშმარიტ ქრისტიანებს გაბედულება სჭირდებათ, რომ ნეიტრალიტეტი დაიცვან“ (2:49)

      • რატომ თქვა უარი აიენგემ პარტიის წევრობაზე და პატრიოტულ ცერემონიალში მონაწილეობის მიღებაზე?

      • თქვენი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო მან?

      კიდევ რა სიტუაციებში შეიძლება გაგვიჭირდეს ნეიტრალიტეტის დაცვა? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

      ვიდეო: «რა ვისწავლეთ „საგუშაგო კოშკიდან“? — შეინარჩუნეთ ნეიტრალიტეტი ამ დაქსაქსულ მსოფლიოში!» (5:16)

      • როგორ დავიცვათ ნეიტრალიტეტი, როცა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებს ვუყურებთ?

      • როგორ დავიკავოთ ნეიტრალური პოზიცია მაშინაც კი, როცა პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები უშუალოდ ჩვენზე ახდენს გავლენას?

      • როგორ შეიძლება იმოქმედონ ჩვენზე გარშემომყოფებმა თუ მასმედიამ?

      ილუსტრაციების კოლაჟი: 1) განრისხებული ხალხი საპროტესტო აქციას მართავს; 2) მამაკაცი სპორტულ შეჯიბრებაზე ყვირის და დროშას აფრიალებს; 3) სკოლის მოსწავლე ერთგულების ფიცს დებს; 4) ჯარისკაცი იარაღით ხელში; 5) ორი პოლიტიკოსი დებატებს მართავს; 6) ქალი საარჩევნო ბილეთს ყუთში აგდებს.

      რა და რა შემთხვევაში უნდა დაიკავოს ქრისტიანმა ნეიტრალური პოზიცია?

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება