-
ვინ არის ღმერთი?იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
2. რას გვიმჟღავნებს ბიბლია იეჰოვას შესახებ?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია. ღვთის სიტყვაში ამის რამდენიმე მიზეზია მოყვანილი. მასში წერია, რომ მხოლოდ იეჰოვაა „უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 83:18). იეჰოვას „ყოვლისშემძლეც“ ეწოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მან შექმნა სამყარო და წარმოშვა სიცოცხლე დედამიწაზე (გამოცხადება 4:8, 11). ის ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს (ფსალმუნი 90:2).
-
-
როგორ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი?იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
იეჰოვა ჩვენი შემოქმედია, ამიტომ მხოლოდ ის იმსახურებს ჩვენგან უპირობო ერთგულებას (გამოცხადება 4:11). ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გვიყვარდეს იგი და მხოლოდ მას ვცემდეთ თაყვანს, რაც გამორიცხავს თაყვანისცემის დროს ქანდაკებებისა თუ ხატების გამოყენებას (წაიკითხეთ ესაიას 42:8).
ჩვენი თაყვანისცემა წმინდა და იეჰოვასთვის მოსაწონი უნდა იყოს (რომაელები 12:1). აქედან გამომდინარე, მისი ნორმების თანახმად უნდა ვიცხოვროთ. მაგალითად, ვისაც უყვარს ღმერთი, ის ქორწინებასთან მიმართებით მის მიერ დადგენილ ნორმებს აღიარებს და ერიდება ისეთ მავნე ჩვევებს, როგორებიცაა თამბაქოს მოხმარება და ნარკოტიკული საშუალებებისა თუ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება.a
-