-
კრება, კრებულიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ამ კრებას „ზეცაში ჩაწერილ პირმშოთა კრება“ ეწოდება. მისი თავი ქრისტეა და მის წევრთა რაოდენობა 144 000-ია (ებ. 12:23; გმც. 7:4). ეს მოხმობილნი „ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი“, რათა დედამიწაზე განსაკუთრებული დავალება შეესრულებინათ და შემდეგ, როგორც ქრისტეს პატარძალი, მასთან ერთად ყოფილიყვნენ ზეცაში. როგორც ებრაელებისგან შემდგარ ღვთის კრებულის წევრებს უნდა დაეკმაყოფილებინათ კონკრეტული მოთხოვნები, ისე ღვთის ქრისტიანული კრების წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს. ისინი სულიერი გაგებით ქალწულები არიან და მიჰყვებიან კრავს, იესო ქრისტეს, სადაც არ უნდა წავიდეს. „მათი ბაგეებიდან სიცრუე არ გამოსულა, უმანკონი არიან“ (გმც. 14:1—5).
-
-
პირველი ნაყოფიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
გადატანითი მნიშვნელობით. იესო ქრისტე ნათლობის დროს ღვთის სულიერ ძედ იქნა შობილი, თუმცა სულიერი ცხოვრებისთვის გაცოცხლდა ახ. წ. 33 წლის 16 ნისანს ანუ იმ დღეს, როცა იეჰოვას წინაშე საწმინდარში პირველმოწეული მარცვლეული მიჰქონდათ. ამგვარად, მას ეწოდება პირველნაყოფი, ღვთის პირველნაყოფთაგან პირველი (1კრ. 15:20, 23; 1პტ. 3:18). იესო ქრისტეს ერთგული მიმდევრებიც, ანუ მისი სულიერი ძმებიც, ღვთის პირველნაყოფი არიან, თუმცა არა პირველნაყოფთაგან პირველი. ისინი შეიძლება შევადაროთ მეორე მარცვლეულის პირველმოწეულ ნაყოფს ანუ ხორბლის პირველნაყოფს, რომელსაც იეჰოვას ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სწირავდნენ. მათი რიცხვი 144 000-ს შეადგენს. ისინი „ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი, როგორც პირველი ნაყოფი ღვთისა და კრავისთვის“ და „მის ქმნილებათა შორის ერთგვარი პირველი ნაყოფი“ არიან (გმც. 14:1—4; იაკ. 1:18).
-