-
„სასიხარულო ცნობები“ აპოკალიფსიდანსაგუშაგო კოშკი — 1999 | 1 დეკემბერი
-
-
3. ვის მისიას ეხმაურებიან იეჰოვას მოწმეები თავიანთი მსახურებით?
3 სასიხარულო ცნობის მაუწყებლები ანუ ასეთი სასიხარულო ამბის გამავრცელებლები, იეჰოვას მოწმეები, მართლაც ზედმიწევნით იმეორებენ სიმბოლური ზეციერი მაცნის ცნობას, რომლის მისია აგრეთვე „გამოცხადებაშია“ აღწერილი. „ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, დედამიწის მკვიდრთათვის — ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად“ (გამოცხადება 14:6). ‘მარადიულ სახარებაში’ შედის განაცხადი, რომ „წუთისოფლის სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი“; აგრეთვე ის, რომ მოვიდა იეჰოვას მიერ დანიშნული „ჟამი“, ‘რათა მოსპოს დედამიწის მომსპობნი’ (გამოცხადება 11:15, 17, 18). განა ეს ნამდვილად სახარებელი ცნობა არ არის?
-
-
„სასიხარულო ცნობები“ აპოკალიფსიდანსაგუშაგო კოშკი — 1999 | 1 დეკემბერი
-
-
6. რის დანახვაში ეხმარება ხალხს მე-4 თავში მოცემული ხილვა?
6 მე-4 თავში მოცემულია მოკრძალების ჩამნერგავი ხილვა. მოციქულმა იეჰოვა ღმერთის ზეციერი ტახტი იხილა. ის საშუალებას გვაძლევს, თვალი შევავლოთ იეჰოვას დიდებასა და მისი ზეციერი მმართველობის სტრუქტურას. გვირგვინოსანი მმართველები, რომელთა ტახტები სამყაროში ყველაზე აღზევებული ტახტის გარშემოა, იეჰოვას მიაგებენ პატივს და ამბობენ: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“ (გამოცხადება 4:11).
7. ა) რისკენ მოუხმობს ანგელოზი დედამიწის მკვიდრთ? ბ) რა არის ჩვენი საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი?
7 ნიშნავს ეს რამეს ხალხისთვის დღეს? რა თქმა უნდა. თუ მათ ათასწლიანი მეფობის დროს ცხოვრება სურთ, ყურად უნდა იღონ იმ ‘ანგელოზის’ განაცხადი, რომელიც ‘ზეცის შუა დაფრინავს’: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი“ (გამოცხადება 14:6, 7). იეჰოვას მოწმეების ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, დაეხმარონ ‘დედამიწის მკვიდრთ’ იეჰოვას გაცნობასა და თაყვანისცემაში, იმის აღიარებაში, რომ ის არის ყოვლისშემოქმედი და ნებაყოფლობით დაემორჩილონ მის სამართლიან უზენაესობას.
-