საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა ნაყოფი გამოიღო ქადაგებამ — „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • 11 მაგალითი მდოგვის მარცვალზე. კაცი თესავს მდოგვის მარცვალს, რომელიც ხედ იქცევა და მის ტოტებში ფრინველები იბუდებენ (წაიკითხეთ მათეს 13:31, 32). ამ მაგალითის რომელი ასპექტებია ყურადსაღები? 1) საოცარი ზრდა. მდოგვის მარცვალი, რომელიც „ყველაზე პატარა თესლია“, დიდტოტებიან ხედ იქცევა (მარ. 4:31, 32). 2) ზრდა გარანტირებულია. „დათესვის მერე . . . [თესლი] ამოდის“. იესოს არ უთქვამს, რომ ის შეიძლება ამოვიდეს. მან თქვა: „ამოდის“, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ზრდას ვერაფერი აჩერებს. 3) გაზრდილი ხე იზიდავს ფრინველებს და მათი თავშესაფარი ხდება. „მოფრინავენ ცის ფრინველები“ და „მის ჩრდილში იბუდებენ“. როგორ უკავშირდება ამ მაგალითის ეს სამი ასპექტი თანამედროვე სულიერ მკას?

      12. როგორ უკავშირდება მდოგვის მარცვლის მაგალითი თანამედროვე სულიერ მკას? (იხ. აგრეთვე დიაგრამა „ბიბლიის შესწავლების რიცხობრივი ზრდა“).

      12 1) საოცარი ზრდა: მდოგვის მარცვლის მაგალითი ასახავს სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელების მასშტაბებსა და ქრისტიანული კრების ზრდას. 1919 წლიდან გულმოდგინე მომკელები აღდგენილ ქრისტიანულ კრებაში გროვდებიან. თავიდან მომკელთა რიცხვი მცირე იყო, მაგრამ შემდეგ სწრაფად გაიზარდა. ზრდა, რომელიც 1900-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, კოლოსალურია (ეს. 60:22). 2) ზრდა გარანტირებულია: ქრისტიანული კრების ზრდას ვერაფერი აჩერებს. მართალია, ღვთის მტრებმა ბევრჯერ დაახვავეს „ქვები“ ამ „პაწაწინა თესლს“, მაგრამ მან ყველა დაბრკოლება გადალახა და მაინც გაიზარდა (ეს. 54:17). 3) თავშესაფარი: „ცის ფრინველები“, რომლებიც ხის ტოტებში იბუდებენ, განასახიერებენ 240-მდე ქვეყანაში მცხოვრებ მილიონობით გულმართალ ადამიანს, რომლებიც გამოეხმაურნენ სამეფოს შესახებ ცნობას და ქრისტიანულ კრებას შეაფარეს თავი (ეზეკ. 17:23). სწორედ იქ იკვებებიან ისინი სულიერი საზრდოთი, მხნევდებიან და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ (ეს. 32:1, 2; 54:13).

      მდოგვის ხეს სხვადასხვა ჯიშის ფრინველი აფარებს თავს

      მდოგვის მარცვლის მაგალითი ცხადყოფს, რომ ქრისტიანული კრება უსაფრთხო თავშესაფარია (იხ. აბზაცები 11, 12)

  • რა ნაყოფი გამოიღო ქადაგებამ — „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“
    ღვთის სამეფო მმართველობს!
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება