-
„ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 სექტემბერი
-
-
ქრისტიანული კრების ზედამხედველები
7. რისი მეშვეობით ხელმძღვანელობს იესო ქრისტიანულ კრებებს?
7 ზეცაში ამაღლებამდე ცოტა ხნით ადრე მკვდრეთით აღმდგარმა იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“ (მათ. 28:18). იესომ წმინდა სული მიიღო მამისგან, რათა განემტკიცებინა მოწაფეები (იოან. 15:26). მან მოწაფეებზე ეს სული ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე გადმოაფრქვია (საქ. 2:33). სწორედ წმინდა სულით ჩამოყალიბდა ქრისტიანული კრება. იეჰოვამ ზეცაში თავის ძეს მისცა ძალაუფლება, რომ ხელმძღვანელობა გაეწია კრებებისთვის დედამიწაზე (წაიკითხეთ ეფესოელების 1:22; კოლოსელების 1:13, 18). იესო ქრისტიანულ კრებას იეჰოვას წმინდა სულით ხელმძღვანელობს და ანგელოზები, რომლებიც მას „ღმერთმა დაუმორჩილა“, მასთან თანამშრომლობენ (1 პეტ. 3:22).
8. ვისი მეშვეობით უწევდა იესო პირველ საუკუნეში კრებებს ხელმძღვანელობას, და ვის იყენებს დღეს?
8 იესომ აგრეთვე წმინდა სულით მისცა კრებებს „ძღვენი ადამიანთა სახით“, რომელთაგანაც ზოგი „მწყემსი და მასწავლებელია“ კრებაში (ეფეს. 4:8, 11). მოციქულმა პავლემ ქრისტიან ზედამხედველებს მოუწოდა: „ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს და მთელ სამწყსოს, რომლის ზედამხედველებადაც წმინდა სულმა დაგნიშნათ, რათა დამწყემსოთ ღვთის კრება“ (საქ. 20:28). თავდაპირველად ქრისტიანულ კრებაში ყველა ზედამხედველი ცხებული ქრისტიანი იყო. ხელმძღვანელი საბჭო იერუსალიმის კრების მოციქულებისა და უხუცესებისგან შედგებოდა. ქრისტე ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით უწევდა ზედამხედველობას ყველა ცხებულ ძმას დედამიწაზე (ებრ. 2:11; საქ. 16:4, 5). ამ ბოლო დღეებში იესომ „მთელი თავისი ქონება“, ანუ ყველაფერი, რაც დედამიწაზე ღვთის სამეფოს ინტერესებს ემსახურება, ჩააბარა „ერთგულ და გონიერ მონას“, ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ ხელმძღვანელ საბჭოს (მათ. 24:45—47). ცხებულ ქრისტიანებსა და მათ თანამსახურ სხვა ცხვარს ესმით, რომ თანამედროვე ხელმძღვანელი საბჭოს მორჩილებით თავიანთ წინამძღოლს, ქრისტეს ემორჩილებიან.
-
-
„ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 სექტემბერი
-
-
იესო ხელმძღვანელობს კრებებს
12, 13. როგორ ჩანს წიგნ „გამოცხადებიდან“, რომ იესო გამუდმებით ადევნებდა თვალ-ყურს თითოეულ კრებას პირველ საუკუნეში?
12 იესო გამუდმებით ადევნებდა თვალ-ყურს პირველი საუკუნის კრებებს, რომლებიც სულით ცხებული ქრისტიანებისგან შედგებოდა. მან ძალიან კარგად იცოდა, რა სულიერი მდგომარეობა იყო თითოეულ კრებაში, რაც აშკარად ჩანს „გამოცხადების“ მე-2 და მე-3 თავებიდან. იგი ასახელებს შვიდ კრებას, რომელიც მცირე აზიაში არსებობდა (გამოცხ. 1:11). აქედან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ იესომ იმ დროს არსებული სხვა კრებების სულიერი მდგომარეობაც კარგად იცოდა (წაიკითხეთ გამოცხადების 2:23).
13 იესომ შეაქო ზოგი კრება, რადგან მოთმინებას ავლენდნენ, განსაცდელების დროს ერთგულებას ინარჩუნებდნენ, მის მითითებებს მიჰყვებოდნენ და განდგომილებთან არ ჰქონდათ ურთიერთობა (გამოცხ. 2:2, 9, 13, 19; 3:8). მაგრამ მან გაკიცხა რამდენიმე კრება იმის გამო, რომ გაუნელდათ ღვთის სიყვარული, შემწყნარებლურად ეკიდებოდნენ კერპთაყვანისმცემლობას, სიძვასა თუ სექტანტობას (გამოცხ. 2:4, 14, 15, 20; 3:15, 16). იესო, მოსიყვარულე მწყემსი, მათაც კი, ვისაც მკაცრად შეაგონებდა, ეუბნებოდა: „ყველას, ვინც მიყვარს, შევაგონებ და აღვზრდი. ამიტომ იყავი მოშურნე და მოინანიე“ (გამოცხ. 3:19). მართალია, იესო დღეს ზეცაშია, მაგრამ კრებებს ღვთის სულის მეშვეობით ხელმძღვანელობს. ბოლოს, ის ასეთი სიტყვებით მიმართავს კრებებს: „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს“ (გამოცხ. 3:22).
-