საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უნდა გამოიყენებოდეს ღვთის სახელი იეჰოვა „ახალ აღთქმაში“?
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 აგვისტო
    • როგორ მოიქცნენ მთარგმნელები?

      არის ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ერთადერთი თარგმანი, სადაც ბერძნულ წერილებში ღვთის სახელია აღდგენილი? არა. ზემოთ მოყვანილი მტკიცებების საფუძველზე, ბიბლიის მრავალმა მთარგმნელმა დაასკვნა, რომ ღვთის სახელი უნდა აღედგინათ „ახალი აღთქმის“ თარგმანის შესრულებისას.

      მაგალითად, მრავალ აფრიკულ, ამერიკულ, აზიურ და წყნარი ოკეანის კუნძულების ენაზე გამოცემულ „ახალ აღთქმაში“ ღვთის სახელი ბევრ ადგილას გვხვდება (იხილეთ 21-ე გვერდზე მოცემული ჩარჩო). ამათგან ზოგიერთი თარგმანი არც ისე დიდი ხნის წინ გაკეთდა. მაგალითად, 1999 წელს როტუმას ენაზე შესრულებული ბიბლიის თარგმანი „ახალი აღთქმის“ 48 მუხლში 51-ჯერ იყენებს ღვთის სახელს. აგრეთვე, ინდონეზიაში ბატაკურ (ტობა) ენაზე 1989 წელს გამოცემულ „ახალ აღთქმაში“ ღვთის სახელი 110-ჯერ გვხვდება. გარდა ამისა, ღვთის სახელი ფრანგულ, გერმანულ და ესპანურ თარგმანებშიც გამოიყენება. მაგალითად, მე-20 საუკუნის დასაწყისში პაბლო ბესონმა ესპანურ ენაზე თარგმნა „ახალი აღთქმა“. ამ თარგმანში სახელი იეჰოვა გვხვდება ერთხელ იუდას მე-14 მუხლში და დაახლოებით 100-ჯერ სხვადასხვა მუხლის სქოლიოებში.

      ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ინგლისური თარგმანი, სადაც „ახალ აღთქმაში“ გამოყენებულია ღვთის სახელი:

      • ჰერმან ჰაინფეტერის „ახალი აღთქმის სიტყვასიტყვითი თარგმანი . . . ვატიკანის მანუსკრიპტიდან“ (1863).

      • ბენჯამინ უილსონის „ემფატიკ დიაგლოტი“ (1864).

      • ჯორჯ ბარკერ სტივენსის „პავლეს ეპისტოლეები თანამედროვე ინგლისურ ენაზე“ (1898).

      • უილიამ რეზერფორდის „წმინდა პავლეს ეპისტოლე რომაელების მიმართ“ (1900).

      • ჯორჯ ლეფევრეს „ქრისტიანების ბიბლია — ახალი აღთქმა“ (1928).

      • ლონდონის ეპისკოპოსის უილიამ ვანდის „ახალი აღთქმის წერილები“ (1946).

  • უნდა გამოიყენებოდეს ღვთის სახელი იეჰოვა „ახალ აღთქმაში“?
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 აგვისტო
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება