საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • აღგვიწერს ბიბლია იესოს მთელ ცხოვრებას?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 აპრილი
    • ვინ განსაზღვრა „ახალი აღთქმის“ კანონიკურობა?

      ზოგი ავტორი ამტკიცებს, რომ საუკუნეების შემდეგ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების კანონიკურობა ეკლესიამ განსაზღვრა, რომელსაც იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა. თუმცა, ფაქტები საწინააღმდეგოს მოწმობს.

      მაგალითად, რელიგიის პროფესორი ოსკარ სკარსაუნი, რომელიც ეკლესიის ისტორიას იკვლევს, აცხადებს: «საეკლესიო კრებას ან რომელიმე ცნობილ ადამიანს არასდროს განუსაზღვრავს „ახალი აღთქმის“ რომელი წერილები იყო კანონიკური და რომელი — არა . . . სიმართლე აშკარა და ადვილად ამოსაცნობია: პირველი საუკუნით დათარიღებულ წერილებს, რომლებიც მოციქულებმა ან მათმა თანამსახურებმა დაწერეს, სანდოდ მიიჩნევდნენ. სხვა წიგნები, წერილები თუ „სახარებები“, რომლებიც მოგვიანებით დაიწერა, „ახალ აღთქმაში“ არ შედიოდა . . . წმინდა წერილების კანონიკურობა სინამდვილეში მანამდე დიდი ხნით ადრე განისაზღვრა, ვიდრე კონსტანტინე ეკლესიას სახელმწიფო სტატუსს მიანიჭებდა. ასე რომ, „ახალმა აღთქმამ“ ჩვენამდე არა სახელმწიფო ეკლესიის, არამედ დევნილთა ეკლესიის წყალობით მოაღწია».

      კენ ბერდინგი, რელიგიის პროფესორის ასისტენტი, რომელიც იკვლევს ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს, კომენტარს აკეთებს იმის თაობაზე, თუ ვინ დაადგინა წმინდა წერილების კანონიკურობა: „ეკლესიას არ განუსაზღვრავს, ბიბლიის რომელი წიგნი იყო კანონიკური; საყურადღებო ისაა, რომ ეკლესიამ აღიარა ის წიგნები, რომლებსაც ქრისტიანები ყოველთვის ღვთის სიტყვის ნაწილად მიიჩნევდნენ“.

      ხომ არ გამოდის, რომ ქრიტიანულ-ბერძნული წერილების კანონიკურობა პირველი საუკუნის თავმდაბალმა ქრისტიანებმა განსაზღვრეს? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ეს გაცილებით დიდი და ძლიერი ძალის დამსახურებაა.

      წმინდა წერილების თანახმად, წმინდა სულის ერთ-ერთი სასწაულებრივი ძღვენი, რომელიც პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებებს მიეცა, „შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები“ იყო (1 კორინთელები 12:4, 10). ამიტომ, ზოგ ქრისტიანს ზებუნებრივი უნარი ჰქონდა, რომ დაენახა სხვაობა ღვთის შთაგონებით წარმოთქმულ სიტყვებსა და ადამიანის პირით წარმოთქმულ სიტყვებს შორის. დღეს ქრისტიანებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ წმინდა წერილები ღვთისგან არის შთაგონებული.

      აქედან გამომდინარე, ბიბლიის კანონიკურობა წმინდა სულის ხელმძღვანელობით გაცილებით ადრე განისაზღვრა. ახ. წ. მეორე საუკუნის ბოლოს ზოგი მწერალი ბიბლიის წიგნების კანონიკურობაზე არაერთ კომენტარს აკეთებდა. ამ მწერლებს ის კი არ უთქვამთ, რა უნდა ყოფილიყო ბიბლიაში ჩაწერილი, არამედ იმ ფაქტს გაუსვეს ხაზი, რომ ღმერთმა თავის წარმომადგენლებს წმინდა სული მისცა და ამგვარად დააწერინა ბიბლია.

      უძველესი ხელნაწერებიც ადასტურებს ბიბლიის კანონიკურობას. დედნის ენაზე არსებობს ბერძნული წერილების 5 000-ზე მეტი ხელნაწერი, რომელთა შორის ზოგი მეორე და მესამე საუკუნით თარიღდება. ახ. წ. პირველ ასწლეულებში კანონიკურად სწორედ ეს წერილები იყო მიჩნეული და არა აპოკრიფული წიგნები; ამიტომაც გაკეთდა ამ წერილების არაერთი ასლი და მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

      წმინდა წერილების კანონიკურობის ყველაზე ძლიერი მტკიცებულება თავად ამ წერილებში მოიპოვება. კანონიკური წერილები თანხმობაშია „იმ ჯანსაღი სიტყვების ნიმუშთან“, რომელსაც ბიბლიის დანარჩენ წიგნებში ვხვდებით (2 ტიმოთე 1:13). წმინდა წერილები მკითხველებს მოუწოდებს, უყვარდეთ იეჰოვა, თაყვანი სცენ და ემსახურონ მას, აგრეთვე აფრთხილებს, რომ თავი აარიდონ ცრურწმენას, დემონიზმს და ღვთის ქმნილებების თაყვანისცემას. ეს წერილები ისტორიულად ზუსტია და შეიცავს უტყუარ წინასწარმეტყველებებს. ბიბლია ადამიანებს ერთმანეთის სიყვარულისკენ უბიძგებს. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს აქვს განსაკუთრებული თავისებურებები. იმავეს თქმა შეიძლება აპოკრიფულ წიგნებზეც?

  • აღგვიწერს ბიბლია იესოს მთელ ცხოვრებას?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 აპრილი
    • a ეს არის 66 წიგნი, რომლებიც საყოველთაოდ აღიარებულ ბიბლიის წიგნების კრებულადაა ცნობილი და ნამდვილად ღვთისგანაა შთაგონებული. ეს წიგნები ღვთის სიტყვის განუყოფელი და შეუცვლელი ნაწილია.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება