-
ჰპოვე უსაფრთხოება ღმერთის ხალხს შორისმარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
-
-
[მთელი 165 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
-
-
ჰპოვე უსაფრთხოება ღმერთის ხალხს შორისმარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
-
-
„დაურთეთ სიყვარული“
9. სიყვარულის გამოვლენის როგორი მაგალითი დაგვიტოვა იეჰოვამ?
9 პავლე წერდა: „დაურთეთ სიყვარული [შეიმოსეთ სიყვარულით, აქ], რაც სრულქმნილობის კავშირია“ (კოლასელთა 3:14). იეჰოვა გულმოწყალედ უზრუნველგვყოფს ამ სამოსელით. როგორ? ქრისტიანებს შეუძლიათ სიყვარულის გამოვლენა, იმიტომ რომ ის არის იეჰოვას სულიწმიდის ნაყოფი — ღმერთისგან ბოძებული ნაყოფებიდან ერთ-ერთი (გალატელთა 5:22, 23). იეჰოვამ თავად გამოავლინა უდიდესი სიყვარული თავისი მხოლოდშობილი ძის გამოგზავნით, რათა გვქონოდა მარადიული სიცოცხლე (იოანე 3:16). უმაღლესი სიყვარულის გამოვლენით, მან მოგვცა მაგალითი, რომ ჩვენც გამოვხატოთ ეს თვისება. „თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, — წერდა მოციქული იოანე, — ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული“ (1 იოანე 4:11).
10. როგორ შეგვიძლია სარგებელი მივიღოთ ‘მთელი საძმოსგან’?
10 სამეფო დარბაზში კრებებზე დასწრება სიყვარულის გამომჟღავნების შესანიშნავ საშუალებას მოგცემს. იქ შეხვდები სხვადასხვანაირ ადამიანებს. უეჭველია, შენ დაუყოვნებლივ მიგიზიდავს მრავალი მათგანი. რა თქმა უნდა, იეჰოვას მსახურებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავიანთი ხასიათებით. შესაძლოა, წარსულში, უბრალოდ, თავს არიდებდი ისეთ ადამიანებს, რომელთა ინტერესები და თვისებები სრულიად განსხვავდებოდა შენი ინტერესებისგან. მაგრამ ქრისტიანებს ‘უყვართ მთელი საძმო’ (1 პეტრე 2:17, აქ). ამიტომ, მიზნად დაისახე, სამეფო დარბაზში ყველა გაიცნო — ის პიროვნებებიც კი, რომლებიც შენგან განსხვავდებიან ასაკით, ხასიათით, რასობრივი წარმოშობითა და განათლების დონით. შენ, ალბათ, დაინახავ, რომ ყოველი მათგანი გამოირჩევა სხვადასხვა მიმზიდველი თვისებებით.
11. რატომ არ უნდა შეგვაწუხოს იმ ფაქტმა, რომ ღმერთის ხალხს შორის სხვადასხვა ხასიათის ადამიანები არიან?
11 არ უნდა აგაღელვოს იმან, რომ კრებებზე სხვადასხვაგვარი პიროვნებებია. მაგალითისთვის, წარმოიდგინე მრავალი ავტომობილი, რომლებიც შენს გვერდით მიემართებიან გზაზე. ყველა ერთნაირი სიჩქარით არ მოძრაობს და ყველას ერთნაირი ტექნიკური მდგომარეობა არა აქვს. ზოგმა უკვე გაიარა მრავალი კილომეტრი, მაგრამ შენს მსგავსად, ზოგი მხოლოდ ახლა დაიძრა ადგილიდან. მიუხედავად ამ განსხვავებებისა, ყველა ერთი მიმართულებით მიდის. იმავეს თქმა შეიძლება კრების წევრების შესახებაც. ყველა ერთი სისწრაფით ვერ ავითარებს ქრისტიანულ თვისებებს. გარდა ამისა, ყველა არ არის ერთნაირ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაში. ზოგიერთი წლების მანძილზე ემსახურება იეჰოვას, სხვებმა კი მხოლოდ ახლა დაიწყეს. მაგრამ ყველა, „გაერთიანებული. . . გონებით და აზრით“, მიემართება მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე (1 კორინთელთა 1:10). ამიტომ, კრებაში უფრო მეტად ყურადღება მიაქციე აღმატებულ თვისებებს, ვიდრე სისუსტეებს. ასე მოქმედება გაათბობს შენს გულს და მიხვდები, რომ ღმერთი ნამდვილად ამ ხალხთან არის. სინამდვილეში, ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც შენ გსურს ყოფნა (1 კორინთელთა 14:25).
12, 13. ა) რა შეგიძლია გააკეთო, თუ კრებაში ვინმემ გაწყენინა? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი, არ დაგრჩეს გულისწყრომა?
12 რადგან ყველა ადამიანი არასრულყოფილია, შესაძლოა, დროდადრო, კრებაში ვინმემ თქვას ან გააკეთოს ის, რაც არ გესიამოვნება (რომაელთა 3:23). მოციქული იაკობი ზუსტად წერდა: „ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია“ (იაკობი 3:2). როგორ მოიქცევი, თუ ვინმე გაწყენინებს? ბიბლიური იგავი გვეუბნება: „გონიერი კაცი სულგრძელია და მისი დიდება ცოდვის მიტევებაა“ (იგავნი 19:11). გქონდეს გონიერება — ნიშნავს, ღრმად ჩაიხედო სიტუაციაში, ჩასწვდე იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებმაც აიძულა პიროვნება, ელაპარაკა ან მოქცეულიყო განსაზღვრული სახით. მრავალი ჩვენგანი ავლენს გონიერებას საკუთარი თავისადმი შეცდომების მიტევებაში. აგრეთვე, რატომ არ გამოვიყენოთ ჩვენი გონიერება, რომ გავუგოთ სხვებს და დავფაროთ მათი არასრულყოფილი მხარეები (მათე 7:1–5; კოლასელთა 3:13).
13 ნურასდროს დაგვავიწყდება, რომ უნდა ვაპატიოთ სხვებს, თუ გვსურს თვითონ მივიღოთ იეჰოვას პატიება (მათე 6:9, 12, 14, 15). თუ ვცხოვრობთ ჭეშმარიტებით, მაშინ სიყვარულით მოვექცევით სხვებს (1 იოანე 1:6, 7; 3:14–16; 4:20, 21). ამიტომ, თუ შენ მოულოდნელად წამოგეჭრა პრობლემა კრებაში რომელიმე პიროვნებასთან, თავი შეიკავე გულისწყრომისგან. თუ სიყვარულით შეიმოსები, შენ შეეცდები პრობლემის გადაჭრას და არ დააყოვნებ ბოდიშის მოხდას, თუ ვინმეს აწყენინე (მათე 5:23, 24; 18:15–17).
14. როგორი თვისებებით უნდა შევიმოსოთ?
14 ჩვენი სულიერი შემოსვა უნდა შეიცავდეს სხვა თვისებებსაც, რომლებიც ახლოს არის დაკავშირებული სიყვარულთან. პავლე წერდა: „შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა“. სიყვარულით გარშემორტყმული ასეთი თვისებები არის ღვთისნიერი ‘ახალი პიროვნების’ (აქ) ნაწილი (კოლასელთა 3:10, 12). მოახმარ ყოველ ღონეს, რომ შეიმოსო ასეთი თვისებებით? განსაკუთრებით, თუ შეიმოსები ძმური სიყვარულით, შენ გექნება ქრისტეს მოწაფის ამოსაცნობი ნიშანი, რადგან ქრისტემ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35).
-