-
ღარიბებიგამოიღვიძეთ! — 2013 | თებერვალი
-
-
როცა იეჰოვას თაყვანისმცემელს ცხოვრებაში რთული დრო უდგება, ამ დროს შესაძლოა ღვთის მზრუნველობა მასზე სხვადასხვა მხრივ გამოვლინდეს. მაგალითად, გაჭირვებაში თანაქრისტიანების თანადგომა შეიძლება ღვთის მზრუნველობად ჩაითვალოს.a იაკობის 1:27-ში წერია: „ჩვენი ღვთისა და მამის თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა ის არის, რომ მივხედოთ ქვრივ-ობლებს გასაჭირში“.
პირველი საუკუნის ქრისტიანები ეხმარებოდნენ ერთმანეთს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ პირველ საუკუნეში მომხდარი შემთხვევა. იმ დროს, როდესაც წარმოითქვა წინასწარმეტყველება იუდეაში დიდი შიმშილობის შესახებ, სირიის ქალაქ ანტიოქიაში მცხოვრებმა ქრისტიანებმა „გადაწყვიტეს, იუდეაში ძმებისთვის დახმარება გაეგზავნათ“ (საქმეები 11:28—30). შედეგად იუდეველმა ქრისტიანებმა საჭირო დახმარება მიიღეს. ნებაყოფლობით გაღებული ეს შესაწირავი იმის დადასტურება იყო, რომ ქრისტიანული სიყვარული საქმეში ვლინდებოდა (1 იოანე 3:18).
-
-
ღარიბებიგამოიღვიძეთ! — 2013 | თებერვალი
-
-
ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობა ღარიბებს გარკვეული ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფს. იქ, სადაც ასეთი სისტემა არ არსებობს, ღარიბებზე მზრუნველობა პირველ რიგში მათ ნათესავებს ევალებათ (1 ტიმოთე 5:3, 4, 16).
-