-
ყველას სათანადო პატივი ეცით!საგუშაგო კოშკი — 2017 | მარტი
-
-
8, 9. ა) რა დამოკიდებულება აქვთ იეჰოვას მოწმეებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ? ბ) რა ითვლება საჯარო მოხელეების სათანადო მხარდაჭერად?
8 ზოგ ადამიანს გარკვეული უფლებამოსილება აკისრია. მთავრობის წარმომადგენლებისგან მოითხოვება კანონისა და წესრიგის დაცვა და საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა. ამას ყველასთვის მოაქვს სიკეთე. ამიტომ პავლე მოციქულმა ურჩია ქრისტიანებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები „უმაღლეს ხელისუფლად“ მიეჩნიათ და მათ დამორჩილებოდნენ. ის წერდა: „ვისაც რა ეკუთვნის, ის მიეცით: ვისაც გადასახადი — გადასახადი. . . ვისაც პატივი — პატივი“ (რომ. 13:1, 7).
9 ამიტომ მართებულია, რომ იეჰოვას მოწმეები თავიანთ ქვეყანაში მიღებული წესისამებრ ავლენენ პატივისცემას საჯარო მოხელეების მიმართ და ამას ნაძალადევად და უხალისოდ არ აკეთებენ. ჩვენ ვთანამშრომლობთ მათთან, როცა ისინი თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ. ცხადია, პატივისცემა და მხარდაჭერა არც გონიერების ფარგლებს უნდა სცდებოდეს და არც ბიბლიურ პრინციპებს უნდა ეწინააღმდეგებოდეს. ამან იქამდე არ უნდა მიგვიყვანოს, რომ ღვთისადმი დაუმორჩილებლობა გამოვავლინოთ და ქრისტიანული ნეიტრალიტეტი დავარღვიოთ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:13—17).
10. როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ძველად მცხოვრებ იეჰოვას მსახურებს ხელისუფლებისა და მისი წარმომადგენლების მიმართ?
10 ძველად მცხოვრებმა იეჰოვას მსახურებმა ხელისუფლებისა და მისი წარმომადგენლების მიმართ დამოკიდებულების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს. იოსები და მარიამი დაემორჩილნენ რომის იმპერიაში გაცემულ განკარგულებას, რომელიც მოსახლეობის აღწერას ეხებოდა. თუმცა მარიამს მალე უნდა ემშობიარა, ისინი ბეთლემში მაინც წავიდნენ (ლუკ. 2:1—5). მოგვიანებით არასწორ ქმედებაში ბრალდებულმა პავლემ სათანადო პატივისცემა გამოავლინა მეფე ჰეროდე აგრიპასა და იუდეის გამგებელ ფესტუსის მიმართ, როცა მათ წინაშე თავს იცავდა (საქ. 25:1—12; 26:1—3).
-
-
ყველას სათანადო პატივი ეცით!საგუშაგო კოშკი — 2017 | მარტი
-
-
თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სათანადო პატივისცემის გამოვლენას ზოგჯერ შეიძლება ძალიან კარგი შედეგები მოჰყვეს.
12 ავსტრიელი იეჰოვას მოწმე ლეოპოლდ ენგლაიტნერი, რომელიც გულანთებული მქადაგებელი იყო, ნაცისტებმა დააპატიმრეს და მატარებლით ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. იმავე მატარებელში პატიმართა შორის იყო ყოფილი ავსტრიელი პოლიტიკოსი, ჰაინრიხ გლაისნერი, რომელიც ნაცისტებს თვალში არ მოსდიოდათ. გზად ძმა ენგლაიტნერი პატივისცემით ესაუბრა თავის რწმენაზე ჰაინრიხ გლაისნერს, რომელმაც ყურადღებით მოუსმინა მას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გლაისნერმა არაერთხელ გამოიყენა თავისი გავლენა ავსტრიაში იეჰოვას მოწმეების დასახმარებლად. ალბათ, შეგიძლიათ გაიხსენოთ სხვა შემთხვევები, როცა იეჰოვას მოწმეებმა გაითვალისწინეს ბიბლიური მითითებები და საჯარო მოხელეების მიმართ სათანადო პატივისცემა გამოავლინეს, რასაც კარგი შედეგები მოჰყვა.
-