საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • თანამდებობის პირების წინაშე სასიხარულო ცნობის დაცვა
    საგუშაგო კოშკი — 2016 | სექტემბერი
    • იერუსალიმში ქრისტიანული კრების უხუცესებმა შეიტყვეს, რომ იუდეველებში ხმები დადიოდა, თითქოს პავლე „მოსესგან განდგომას“ ქადაგებდა. ასეთი ჭორების გამო ზოგ ახალგაქრისტიანებულ იუდეველს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ პავლე პატივს არ სცემდა ღვთის ღონისძიებებს. ამასთან, სინედრიონს შეიძლებოდა ქრისტიანები იუდაიზმისგან განდგომილებად გამოეცხადებინა. თუ ეს მოხდებოდა, ქრისტიანებთან საქმის დამჭერ იუდეველებს სასჯელი არ ასცდებოდა. მათ საზოგადოებიდან მოკვეთდნენ და ტაძარსა თუ სინაგოგებში ქადაგების უფლებას არ მისცემდნენ. ამიტომ კრების უხუცესებმა ურჩიეს პავლეს, რომ ჭორების გასაბათილებლად ტაძარში წასულიყო და გაეკეთებინა ის, რასაც ღმერთი მისგან არ მოითხოვდა, თუმცა მიუღებელიც არ იქნებოდა (საქ. 21:18—27).

  • თანამდებობის პირების წინაშე სასიხარულო ცნობის დაცვა
    საგუშაგო კოშკი — 2016 | სექტემბერი
    • მოსეს კანონი ისრაელის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, თუმცა სხვაგან მცხოვრები ღვთისმოშიში ებრაელები მას თავიანთ ზნეობრივ კოდექსად მიიჩნევდნენ. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისგან მოსეს კანონის დაცვა აღარ მოითხოვებოდა (საქ. 15:28, 29; გალ. 4:9—11). მიუხედავად ამისა, პავლე და სხვა ქრისტიანები პატივისცემით მოიხსენიებდნენ კანონს; იუდეველთა ბევრ დასახლებაში მათ შეუფერხებლად შეძლეს ქადაგება (1 კორ. 9:20). პავლე ხშირად მიდიოდა სინაგოგებში, სადაც ქადაგებდა მათთან, ვინც აბრაამის ღვთის შესახებ იცოდა და ებრაულ წერილებზე მსჯელობდა (საქ. 9:19, 20; 13:5, 14—16; 14:1; 17:1, 2).

      თავიდან მოციქულები იერუსალიმიდან უწევდნენ ხელმძღვანელობას სამქადაგებლო საქმიანობას. ისინი რეგულარულად ასწავლიდნენ ხალხს ტაძარში (საქ. 1:4; 2:46; 5:20).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება